განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/98-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. სამტრედია.
სამტრედიის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნონა ზარქუა
სხდომის მდივანი - გურამ შენგელია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ----------–--ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ი--------------
მამის სახელი: ი-----.
დაბადებული: 1-.1-.1--- წელი
დაბადების ადგილი: ს----------–--
მოქალაქეობა: ს----------–--ს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-
პირადი ნომერი: 5----------
რეგისტრირებული: ქ. ხონი, ს------------------–--------------
ადვოკატი - გ--------–-------
სხდომის სახე - ღია
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
1. 2017 წლის 20 ივნისიდან 2018 წლის 26 აპრილამდე დროის პერიოდში ი--------------ი ყოფილ მეურლეს ი-----------ეს როგორც პირისპირ შეხვედრისას, ასევე ტელეფონის მეშვეობით აყენებდა შეურაცხყოფას, ემუქრებოდა ქონების განადგურებით, ასევე პირადად და ოჯახის წევრების მიმართ ძალადობით დასხეულის დაზიანებით. მითითებულ პერიოდში მიუხედავად ი--------------ის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერებისა , ორდერის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ ი--------------ი მაინც აგრძელებდა იგივე ქმედებებს და სისტემატიურად სხვადასხვა დროს მიდიოდა ი-----------ის საცხოვრებელ მისამართზე და სამუშაო ადგილზე რა დროსაც ამ უკანასკნელს სხვების თანდასწრებით ეძახდა შეურაცხმყოფელ სიტყვებს, ასევე ემუქრებოდა დასახიჩრებით. ი--------------ის აგრესიული და ფეთქებადი ხასიათიდან გამომდინარე, მისი ქმედებების გამო ი-----------ე განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას. იგი ასევე იძულებული გახდა შეეცვალა ცხოვრების წესი, კერძოდ არასასურველი კომუნიკაციის თავიდან ასარიდებლად ქუჩაში გადაადგილდებოდა მხოლოდ მამის თანხლებით და პერიოდულად იცვლიდა მობილურის ნომრებს.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა :
პირთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის და სხვა საშუალებით, სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება, და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და პირის და მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას.
2.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ი-----------ემ განაცხადა, რომ ი--------------ი არის მისი ყოფილი მეუღლე დაქორწინდნენ 2009 წელს და ორი წელი ცხოვრობდნენ ერთად. შეეძინათ ერთი შვილი რომელიც არის აუტიზმით დაავადებული. თანაცხოვრების პერიოდში ყოველთვის ქონდათ უთანხმოება რადგან ყოველთვის ეჭვიანობდა. ის იყო ჩასიძებული და ცხოვრობდნენ მისი მშობლების სახლში. ერთ დღეს ი--------------მა ბენზინი გადაისხა თავზე წაიკიდა ცეცხლი და გაიქცა მისკენ რა დროსაც მას ბავშვი ეკავა ხელში. აღნიშნულის შემდეგ დაპირდა რომ შეიცვლებოდა და შერიგდნენ მაგრამ ამჯერად საცხოვრებლად გადავიდნენ ი--------------თან მაგრამ ისევ გაგრძელდა ეჭვიანობა და მას არ უშვებდა სახლში მშობლებთან, არც მეზობლებთან. ი--------------ის სახლში მასთან ერთად ცხოვრობდა დაახლოებით ერთი წელი, შემდეგ გაიპარა სახლიდან ამის შემდეგ აძალებდა სახლში დაბრუნებას, ემუქრებოდა რომ რადგან არ ბრუნდებოდა ესეიგი სხვა ყავდა და ორივეს ერთად გამოჭრიდა ყელს. მიდიოდა მის სახლთან და იქ იყო ხოლმე დაყვებოდა ბაზარში და ტრანსპორტში და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, თხოვდა შერიგებას და დაბრუნებას, ამიტომ მას ეშინოდა ქუჩაში სიარული და დაყვებოდა მამა. ქუჩაში დადიოდა სხვადასხვა გზით რომ მას არ შეხვედროდა. აღნიშნულის ქმედებების გამო რამდენჯერმე იყო გამოცემული ი--------------ის მიმართ შემაკავებელი ორდერი, მაგრამ შემაკავებელი ორდერების გამოცემის მიუხედავად მაინც აგრძელებდა მუქარებს.
მისივე განმარტებით ი--------------ი ეხლა შეიცვალა და ყურადღებას აქცევს ბავშვს და ყიდულობს წამლებს და ითხოვა რომ მკაცრად არ დაისაჯოს მაგრამ არ შეეხოს მას და არ ქონდეს მასთან ურთიერთობა.
(სასამართლო სხდომის ოქმი)
2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ--–---–-----–---მ განაცხადა, რომ ცხოვრობს ხონში ს------------------–---ში, ვაჭრობს ხონში ა---------–--------–-. ი--------------ს იცნობს ი---სა და ი-----ს შეუღლების შემდეგ. შეუღლების შემდეგ ბაზარში რო ჩაივლიდა ხოლმე ჩაილაპარაკებდა ი---ს მისამართით უწმაწურ სიტყვებს. ლანძღავდა რომ ყავდა საყვარელი. გაკიდებია ხოლმე ბევრჯერ ქუჩაში, მარშუტკაში ადიოდა და აყენებდა შეურაცხყოფას ხშირად ჩუმად წასულან ტავარის წამოსაღებად სხვა გზით რადგან ი----- არ შეხვედროდათ გზაში. ძალიან ხშირად წერდა ტექსტურ შეტყობინებებს, უწმაწურ სიტყვებს. ი---ს ეშინოდა და ამიტომ დადიოდნენ ჩუმად და აგრეთვე მამა დაყვებოდა ქუჩაში გადაადგილებისას.
(სასამართლო სხდომის ოქმი)
3. ქმედების სამართლებრივი შეფასება
3.1. ბრალდებულმა ი--------------მა სასამართლოს წინაშე თავი სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
3.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ ი--------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ:
3.4. ი-----------ის გამოკითხვის ოქმები მოწმეების ც--------------ის, ლ--–---–-----–---ს, მ-----------ის გამოკითხვის ოქმები, ი-----------ის და ლ--–---–-----–---ს მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები, 2----–-–---------–---- შემაკავებელი ორდერი, CD დისკის დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული სხვა ინფორმაციათა ერთობლიობა.
3.5. მითითებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და არასადავო მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ი--------------მა განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - პირთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის და სხვა საშუალებით, სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება, და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და პირის და მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას.
3.6. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“.
3.7. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
3.9. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი--------------მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
4.1. ი--------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
4.2. ი--------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება :
5.1 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.
5.2 სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.3. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
5.4. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
5.5. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
5.6. საქართველოს სსკ-ის 111-1511-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
5.7. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი--------------ს უნდა დაენიშნოს მითითებული მუხლით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც გახდება მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი იქნება ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ი--------------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
6. ნივთიერი მტკიცებულება
6.1. საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი მოკლეტექსტური შეტყობინებების ამსახველი CD დისკი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს ხ----------------–-------------–--ში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებითა და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი--------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის 111-1511-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ს----------–--ს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 01 (ერთი) წელი.
მსჯავრდებულ ი--------------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდული დახმარების საკითხთა სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ი--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ქ------- პ-------ას (პ/ნ 6-----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (საცხოვრებელი ბინა) - მდებარე ქ. ხონი, დ-----–-------------------------–-----------------–-----–----------–---------, ფართით 3--8- კვ.მ. საკადასტრო კოდი- 3-.0-.0-.8--.0-.0--) – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას, ხონის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის განჩინებით დადებული ყადაღა;
მოკლეტექსტური შეტყობინებების ამსახველი CD დისკი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს ხ----------------–-------------–--ში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
გამოძიების მიმდინარეობისას ი-----------ისგან ამოღებული „ს--------ს“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს ხ----------------–-------------–--ში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
მსჯავრდებულ ი--------------ს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 25 მაისიდან 2018 წლის 30 მაისის ჩათვლით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ნონა ზარქუა