განაჩენი

სისხლის სამართლის 29.10.2019
საქმის ნომერი
330100119002931626
თარიღი
29.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1470-19

(#0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნათია გუდაძემ

ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ _ ნ-----–------–-ს,ბრალდებულ - მ--------------–---ს,ადვოკატ - გ---------------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ მ-------------–--------–--------–---ს (დაბადებული 19---–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლების მქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული: ა--–-----------ს სოფელ მ-----ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–-, ს----------–---------------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლო სხდომაზე, იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მ--------------–---ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ:

მხარეთა მიერ, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები სადაო არ გამხდარა.

მოწმეების: გ---------–---–--ის, ი---------------ს, კ--------------–---------ს, მ---------------ის, ტ----------–----–---–-ს, დაზარალებულ შპს „კ-----------------–---ს“ წარმომადგენლის - თამთა პაიჭაძის, ბრალდებულ მ--------------–---ს გამოკითხვის ოქმებით; სს „ს----------–---------დან“ ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით; გამოთხოვილი ინფორმაციით; შპს „თ------------------------–-------------–-----------–---–-ს“ ანგარიშის ამონაწერებით; შპს „კ-----------------–---ს“ ბუღალტრის - ი---------------ს მეილიდან ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით; მ--------–--თან არსებული მიმოწერების თაობაზე, სს „თ-----------დან“ ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით; გამოთხოვილი შპს „კ-----------------–---ს“ ანგარიშის თაობაზე, ნოტარიუს თინათინ დევდარიანის სანოტარო ბიუროდან გამოთხოვილი დოკუმენტებით; სს „ს----------–---------დან“ ამოღებული მ--------–--ის მიერ შპს „თ------------------------–-------------–-----------–---–-ს“ ანგარიშიდან გატანილი თანხების სალაროს გასავლის ორდერებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ მ--------------–--მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2015 წლის 17 ნოემბერს და 2015 წლის 28 დეკემბერს, შპს „თ-------------ის“ ყოფილმა დირექტორმა მ--------------–--მა, შპს „თ-------------ისთვის“ ჩასარიცხი საიჯარო ქირის თანხა - 33 146 ლარის ოდენობით, კომპანია შპს „კნაუფ გიპს თბილისს“, მოტყუებით, თავის კუთვნილ კომპანიაში - შპს „თ------------ გაზეთ საქართველოს რესპუბლიკის გამომცემლის“, სს „ს----------–---------ს“ ანგარიშზე ეტაპობრივად გადაარიცხინა. 2015 წლის 17 ნოემბრიდან - იმავე წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში, მ--------------–--მა ძველი თბილისის რაიონში, აბაშაში და სამტრედიაში განთავსებული სს „ს----------–---------ს“ ბანკომატებიდან ზემოხსენებული თანხა გაანაღდა, თაღლითურად დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. აღნიშნულმა ქმედებამ 33 146 ლარის ოდენობით ზიანი გამოიწვია.

სასამართლო თვლის, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია მ--------------–---ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

მ--------------–---ს მიმართ ბრალად შერაცხული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ, თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან - ცხრა წლამდე.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მის ქცევას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე, აგრეთვე იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მ--------------–---ს რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ იმას, რომ იგი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება კი მას არ გააჩნია, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, მ--------------–--ს ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, ხოლო ჯარიმის ოდენობა უნდა განისაზღვროს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნებისა და მისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით.

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

სს „ს----------–---------დან“ და ი---------------ს მეილიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩაწერილი ორ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მ--------------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის განჩინებით, მ--------------–---ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდეს.

ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

სს „ს----------–---------დან“ და ი---------------ს მეილიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩაწერილი ორ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნათია გუდაძე