განაჩენი

სისხლის სამართლის 26.11.2019
საქმის ნომერი
200100119003269634
დავის ტიპი
151
თარიღი
26.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 200100119003269634

N1/290-19

განაჩენი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

26 ნოემბერი 2019 წელი თელავი

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - ნ----------------–---–ი

დაცვის მხარე:

ადვოკატი: ზ------------–---–ი

ბრალდებული: ზ----- ო------–---–ი

მამის სახელი: ო------

დაბადებული:------------- წელი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში არ მყოფი

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ქ.თელავი, მ–-------ის ქუჩა N26

მცხოვრები: ქ.თელავი, მ–-------ის ქუჩა N26

კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილი - პირადად პირის უკანონო თვალთვალი და არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონისა და სხვა საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვან შეცვლას აიძულებას.

აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

1. 2017 წლის მაისიდან 2019 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდში, ზ----- ო------–---–ი პირადად ახორციელბდა უკანონო თვალთვალს, ასევე ტელეფონისა და პირადად შეხვედრის სახით სისტემატურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას მ------ გ-----–-----თან, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფსიქიკური ტანჯვა და აიძულა იგი მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვების წესი. კერძოდ, ზ----- ო------–---–ი სისტემატურად ურეკავდა და უგზავნიდა მოკლეტექსტურ შეტყობინებებს მ------ გ-----–-----ს მობილური ტელეფონის ნომერზე, მიუხედავად იმისა, რომ მ------ გ-----–-----ი ამის წინააღმდეგი იყო. მ------ გ-----–-----ი იძულებული გახდა შეეცვალა მობილური ტელეფონის ნომერი. ასევე ზ----- ო------–---–ი სისტემატურად ცდილობდა მ------ გ-----–-----თან შეხვედრას, მასთან საუბარს და ფიზიკურ კონტაქტს, მ------ გ-----–-----ის უარის მიუხედავად გადაადგილდებოდა მასთან ერთად, აკითხავდა სახლთან, სამსახურში, ახორციელბდა თვალთვალს და კონტროლს, ცდილობდა მის შეჩერებას და ემუქრებოდა, რომ ყველგან ნახავდა, სადაც არ უნდა წასულიყო. გარდა ამისა, ზ----- ო------–---–ი ცდილობდა მ------ გომელურის გაკონტროლებას და მისი ცხოვრების წესის შეცვლას. მ------ გ-----–-----ი აღნიშნულის გამო განიცდიდა ფსიქიკურ ტანნჯვას და იძულებული გახდა შეეცვალა სამუშაო ადგილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, მობილური ტელეფონის ამოღების ოქმი, ტელეფონის გახსნისა და დათვალიერების ოქმი, სატელეფონო ამონაწერების დათვალიერების ოქმი, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა, მ------ გ-----–-----ის ფსიქოლოგიური ექპერტიზის დასკვნა, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

3. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზ----- ო------–---–მა ჩაიდინა პირადად პირის უკანონო თვალთვალი და არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონისა და სხვა საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვან შეცვლას აიძულებას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4. სასამართლოს ბრალდებულ ზ----- ო------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ხოლო დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

6. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ ზ----- ო------–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე, რომლის ზომა და ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

7. ზ----- ო------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათი.

8. ზ----- ო------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს სახით შეტანილი თანხა დაუბრუნდეს შემტან პირს.

9. ნივთიერი მტკიცებულება - მ------ გ-----–-----ის კუთვნილი „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, დალუქული, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

10. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური