განაჩენი

სისხლის სამართლის 10.10.2019
საქმის ნომერი
330100119003198267
თარიღი
10.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/4394-19

(--------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნინო ელიეშვილი

სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ-----–----–---–----

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ო-–--------------------------- - დაბადებული 1----–-–-----------------------------–--------------------------- დაოჯახებული, არასრული უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–-----–---–----------------------–-------------------–-- ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----–----------------------------------------–--

ადვოკატი - ვ-–----------------–---–--

თარჯიმანი - თ---------–--------

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

2019 წლის 19 აგვისტოს, საღამოს, დაახლოებით 21:30 საათიდან 22:00 საათამდე დროის შუალედში, თ---–--–---–----------------------------------------–-- მომხდარი ოჯახური კონფლიქტის დროს, ო-–---------------------------მა მეუღლეს, ს--–------------------------- მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა. კერძოდ, ხელსა და მკერდზე რამდენიმეჯერ ძლიერად მოუჭირა ხელი და სხეულზე დაარტყა დიდი ზომის სამზარეულოს კოვზი, რის შედეგადაც მიაყენა დაზიანებები ხელისა და ზურგის არეში, სიწითლეების სახით. აღნიშნული ქმედების შედეგად ს--–------------------------- განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ო-–---------------------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებითი განხილვის სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს ისინი არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

ო-–---------------------------ის მიერ ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში არსებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეების - ს--–-------------------------, ლ------------------–---------–--------------------–---–---------------- ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, დაზიანებების ფოტოგრაფირების ოქმით და ფოტოსურათებით და სისხლის სამართლის საქმეში საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რასაც ეთანხმება თავად ბრალდებული.

ამდენად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისად, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ო-–---------------------------მა ჩაიდინა:

ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

3. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზნებს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულებზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ზემოხსენებული მუხლი წარმოადგენს სასჯელის კერძო და ზოგადი პრევენციის ერთობლიობას. კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება მისი რესოციალიზაციის გზით, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების გაფრთხილებას, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც მკაცრი სასჯელი იქნება გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან.

ო-–---------------------------ის მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელ, ისე დამამძიმებელ გარემოებებს, ასევე დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ასევე ითვალისწინებს ო-–---------------------------ის აღიარებას და დაზარალებულ ს--–------------------------- პოზიციას, რომელსაც მისი მეუღლის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და განაცხადა, რომ აღნიშნული იყო პირველი შემთხვევა, იგი შეურიგდა მეუღლეს, მისგან საფრთხეს ვერ გრძნობს და თანახმაა, რომ მის მიმართ გამოყენებული იქნას კანონით გათვალისწინებული შეღავათები.

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ო-–---------------------------ის მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, მის მიერ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

ო-–--------------------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, ო-–---------------------------ის პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2----–-–-------------------------–-–--------------------------–---- დანიშნული სასჯელი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 150 საათის ვადით, დღეის მდგომარეობით მოხდილია.

მსჯავრდებულ ო-–---------------------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლოს სხდომის დარბაზიდან.

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

_ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დიდი ზომის პლასტმასის კოვზი, დალუქულ მდგომარეობაში, რაც ინახება---–-----------–--------------------–--------–-–-------------------–---–-, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს;

_ საგამოძიებო ექსპერიმენტისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა, 2 ცალ კომპიუტერულ დისკზე, დალუქულ მდგომარეობაში, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ნ.ელიეშვილი