განაჩენი

სისხლის სამართლის 27.11.2019
საქმის ნომერი
200100119003218443
დავის ტიპი
210 1
თარიღი
27.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 200100119003218443

N1/262-19

განაჩენი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

27 ნოემბერი 2019 წელი თელავი

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, კ-------------–----------------------------------–--ის პროკურორი - თ---------ე

დაცვის მხარე:

ადვოკატი- ი-–-----------–---–ი

ბრალდებული: დ----- ბ------–---–ი

მამის სახელი: ზ-------

დაბადებული: 0----------- წელი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი

ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: თელავის რაიონი სოფელი ა-----ა

მცხოვრები: თელავის რაიონი სოფელი ა-----ა

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილი - ყალბი საგადასახადო დოკუმენტის და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება და გასაღება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი

აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

1. 2019 წლის 05 სექტემბერს, დ-----ი ბ------–---–მა, არასწორი ინფორმაციის მიწოდების გზით, თავის ახლობლებს შპს „ფ-------------------------------იის“ (ს/ნ 2--------) სახელით, შპს „მ------------ზე“ (ს/ნ 4--------) გააწერინა და შესაბამისად დაამზადა უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ყალბი საგადასახადო ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურა N ეა - 1-------- და შესაბამისი ყალბი საგადასახადო ელექტრონული სასაქონლო ზედნადები N ელ - 0---------, რომლის თანახმად, თითქოს შპს „ფ-------------------------------იამ“ შპს „მ-----------“-ს 54 000 (ორმოცდათოთხმეტი) ლარად მიჰყიდა 10 000 (ათი ათასი) ლიტრი ღვინო საფერავი და 20 000 (ოცი ათასი) ლიტრი კახური ღვინო. აღნიშნული ყალბი საგადასახადო დოკუმენტები - ელექტრონული სასაქონლო ზედნადები და ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურა - დ----- ბ------–---–მა, 14 000 (თოთხმეტიათას) ლარად, გაასაღა საქმეში ოპერატიულად ჩართულ პირებზე

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, დათვალიერების ოქმებით, დ----- ბ------–---–ის დაკავების ოქმით, ფარული საგამოძიებო მოქმედების ოქმებით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ოქმებით, ნივთიერი მტკიცებულებითა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

3. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა დ----- ბ------–---–მა ჩაიდინა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება და გასაღება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4. სასამართლოს ბრალდებულ დ----- ბ------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიაჩნია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოხატული ქცევები, მისი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან.

5. დ----- ბ------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

6. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაშს იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეს, მისს ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

7. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ დ----- ბ------–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

8. დ----- ბ------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02(ორი) წელი.

9. დ----- ბ------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას დ----- ბ------–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 09 სექტემბრის განჩინებით დაყადაღებულ ზ------- ბ------–---–ის (პირადი N2----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.

10. დ----- ბ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 05 სექტემბრიდან 2019 წლის 09 სექტემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო.

11. ნივთიერი მტკიცებულება - ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერის ამსახველი მასალა ორი ცალი DVD დისკი, რაც ერთის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

12. დ----- ბ------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა 14000 (თოთხმეტი ათასი) ლარი, რაც გამოთხოვილი იქნა ს----------–--------------------------------------------------------------------------------------------------–-------–--------–-----------------–------------------–--დან და ინახება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კ--------------------–--ში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

13. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

14. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური