განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/4527-19
(#0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
22 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე
სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლევან ჟორჟოლაძე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - დ----- შ--–--ს ძე ნ------- (დაბადებული ------ წლის 9-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #2----------, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, განქორწინებული, რეგისტრირებული მისამართზე: ლ--------ის რაიონის სოფელ შ-------ში; ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ.თბილისში, რ-------ის ქ---- #---ში), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ქვეშ მყოფი.
ადვოკატი - ნ----- ა--------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (სამი დამოუკიდებელი ეპიზოდი).
დისპოზიცია: ა) ოჯახის წევრის მიმართ ადევნება, ესე იგი პირადად პირის და მისი ოჯახის წევრების უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით და სხვა განზრახი ქმედებები, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის, ასევე, ბ) ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2019 წლის თ-------–ის, 2019 წლის 0--------ის და 2019 წლის 0--------ის ეპიზოდები).
სხდომის სახე ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. დ----- ნ------- და მ------ გ------–-----ი 2018 წელს დაქორწინდნენ და ერთად ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, თ---ის დასახლება მ---- მიკრო/რაიონის მ-----ვარტლის 4--- კორპუსის #--–-. თანაცხოვრების პერიოდში მათ შორის ხშირად ხდებოდა ოჯახური კონფლიქტები, რაც გამოწვეული იყო დ----- ნ-------ს არაფხიზელ მდგომარეობაში ხშირად ყოფნით. აღნიშნული კონფლიქტების გამო 2019 წლის 3-------ს მ------ გ------–-----მა გადაწყვიტა მასთან დაშორება და საცხოვრებლად გადავიდა მშობლებთან - ქ.თბილისში, თ---ის (ზ---------ის) დასახლება, მ-----------/რაიონი, მ-----ვარტალი, კორპუსი #---- ბინა #---ში. დაშორებისთანავე დ----- ნ------- სისტემატური ქმედებებით ცდილობდა მ------ გ------–-----თან ურთიერთობის აღდგენას და ამ მიზნით ყოფილ მეუღლესთან, მისი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ახორციელებდა არასასურველ კომუნიკაციებს, როგორც პირადად შეხვედრების, ისე ტექნიკური საშუალებების (ტელეფონის და ინტერნეტის) გამოყენებით. დ----- ნ-------ს მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერიც. ორდერის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, 2019 წლის მ---იდან - ა--------ს ჩათვლით დ----- ნ------- კვლავ აგრძელებდა მ------ გ------–-----თან არასასურველ კომუნიკაციას ტელეფონითა და ინტერნეტით, მიდიოდა მის სამუშაო ადგილზე - ქ. თბილისში, გ-------–---–ის გამზირზე მდებარე „თ----- ბანკის“ ფილიალში, სადაც უთვალთვალებდა და პირადადაც ცდილობდა მასთან შეხვედრას. დ----- ნ-------ს აღნიშნული ქმედებების გამო მ------ გ------–-----ს გაუჩნდა მის მიმართ ძალადობის განხორციელების შიში, იძულებული გახდა შეეცვალა ცხოვრების წესი, ეშინოდა მარტოს სახლიდან გასვლის, გადაწყვიტა საზღვარგარეთ წასვლა და მუდმივად იმყოფებოდა სტრესულ მდგომარეობაში.
1.2. 2019 წლის თ-------–ის შუა რიცხვებში ქ. თბილისში, თ---ის მ-----------/რაიონის მ--- კვარტალის 5--- კორპუსის ბინა #---–-, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა დ----- ნ-------მ მ------ გ------–-----ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, რითაც მიაყენა ფიზიკური ტკივილი. კერძოდ, წააქცია და სახეზე ხელის რამდენჯერმე დარტყმით სცემა.
1.3. 2019 წლის 0--------ს ქ. თბილისში, წ-------–ის გამზირი #----ის მიმდებარე ტერიტორიაზე დ----- ნ-------მ მ------ გ------–-----ს ხელი დაარტყა სახეზე და მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
1.4. 2019 წლის 0--------ს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. თბილისში, თ---ის მ-----------/რაიონი, მ-----ვარტალი, კორპუსი 3---- მიმდებარე ტერიტორიაზე დ----- ნ-------მ მ------ გ------–-----ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა. კერძოდ, სახეზე ძლიერად დაარტყა ხელი და მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. დ----- ნ-------ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, გარდა თავად ბრალდებულის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ მ------ გ------–-----ის, მოწმეების - ი----- გ------–-----ის, მ------ კ--–--ის, ნ---- ც-–--–--ის, მ------ ლ----–---–ის, მ------ გ-----–---–ის, ლ---–- გ------–-----ის, ბ--- ბ–--–---ს და თავად დ----- ნ-------ს გამოკითხვის ოქმებს, 2019 წლის 0------------ის დათვალიერების ოქმს, 2019 წლის 0------------ის ბრალდებულის დაკავების ოქმს, 2019 წლის 0------------ის ალკოტესტით შემოწმების ოქმს, 2019 წლის 0------------ის დათვალიერების ოქმს და სხვა წერილობით მტკიცებულებებს.
2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ დ----- ნ-------ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1.- 1.4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით დაწესებულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 14---−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება 111 მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, 111 მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად კი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
3.2. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ადევნება (იგი წარმოიშვა ინგლისურენოვანი სივრციდან (Stalking) და ქართულ სისხლის სამართლის კოდექსში აისახა 2017 წლის 4 მ---ის კანონით, ძალაში კი შევიდა 2017 წლის 1 ივნისიდან), ესე იგი. პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად, დროში განგრძობადად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.
3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია პირის უფლება, დაცული იყოს სხვა პირთა მხრიდან არასასურველი კომუნიკაციისაგან, უფლება იცხოვროს მშვიდ, მყუდრო გარემოში. ნორმა იცავს ადამიანის ცხოვრების ინდივიდუალურ სფეროს, მის თავისუფლებასა და გადაწყვეტილების მიღების თუ თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობას. გარდა ამისა, ამას ემატება შინაგანი სიმშვიდის უფლების დაცვა, ვინაიდან ადევნების ნებისმიერი ობიექტი, უპირველეს ყოვლისა, „ფსიქოტერორის“ მსხვერპლია. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია ა) პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან ბ) არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან გ) ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. ამ დანაშაულის სუბიექტი შეიძლება მოქმედებდეს როგორც პირადად, ასევე მესამე პირის მეშვეობით. ამდენად, მოცემული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ალტერნატიულ ქმედებებში, ალტერნატიულ შედეგსა და ქმედებასა და შედეგს შორის მიზეზობრივ კავშირში. ამასთან, თითოეული ქმედება უნდა განხორციელდეს სისტემატურად, დროის მცირე ინტერვალის დაშორებით მინიმუმ სამჯერ მაინც.
3.4. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ძალადობაში; ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3.5. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულ მ------ გ------–-----ის, მოწმეების - ი----- გ------–-----ის, მ------ კ--–--ის, ნ---- ც-–--–--ის, მ------ ლ----–---–ის, მ------ გ-----–---–ის, ლ---–- გ------–-----ის, ბ--- ბ–--–---ს და თავად დ----- ნ-------ს გამოკითხვის ოქმების, 2019 წლის 0------------ის დათვალიერების ოქმის, 2019 წლის 0------------ის ბრალდებულის დაკავების ოქმის, 2019 წლის 0------------ის ალკოტესტით შემოწმების ოქმის, 2019 წლის 0------------ის დათვალიერების ოქმის და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ დ----- ნ------- და მ------ გ------–-----ი 2018 წელს დაქორწინდნენ და ერთად ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, თ---ის დასახლება მ---- მიკრო/რაიონის მ-----ვარტლის 4--- კორპუსის #--–-. თანაცხოვრების პერიოდში მათ შორის ხშირად ხდებოდა ოჯახური კონფლიქტები, რაც გამოწვეული იყო დ----- ნ-------ს არაფხიზელ მდგომარეობაში ხშირად ყოფნით. აღნიშნული კონფლიქტების გამო 2019 წლის 3-------ს მ------ გ------–-----მა გადაწყვიტა მასთან დაშორება და საცხოვრებლად გადავიდა მშობლებთან - ქ.თბილისში, თ---ის (ზ---------ის) დასახლება, მ-----------/რაიონი, მ-----ვარტალი, კორპუსი #---- ბინა #---ში. დაშორებისთანავე დ----- ნ------- სისტემატური ქმედებებით ცდილობდა მ------ გ------–-----თან ურთიერთობის აღდგენას და ამ მიზნით ყოფილ მეუღლესთან, მისი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ახორციელებდა არასასურველ კომუნიკაციებს, როგორც პირადად შეხვედრების, ისე ტექნიკური საშუალებების (ტელეფონის და ინტერნეტის) გამოყენებით. დ----- ნ-------ს მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერიც. ორდერის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, 2019 წლის მ---იდან - ა--------ს ჩათვლით დ----- ნ------- კვლავ აგრძელებდა მ------ გ------–-----თან არასასურველ კომუნიკაციას ტელეფონითა და ინტერნეტით, მიდიოდა მის სამუშაო ადგილზე - ქ. თბილისში, გ-------–---–ის გამზირზე მდებარე „თ----- ბანკის“ ფილიალში, სადაც უთვალთვალებდა და პირადადაც ცდილობდა მასთან შეხვედრას. დ----- ნ-------ს აღნიშნული ქმედებების გამო მ------ გ------–-----ს გაუჩნდა მის მიმართ ძალადობის განხორციელების შიში, იძულებული გახდა შეეცვალა ცხოვრების წესი, ეშინოდა მარტოს სახლიდან გასვლის, გადაწყვიტა საზღვარგარეთ წასვლა და მუდმივად იმყოფებოდა სტრესულ მდგომარეობაში. გარდა ამისა, 2019 წლის თ-------–ის შუა რიცხვებში ქ. თბილისში, თ---ის მ-----------/რაიონის მ--- კვარტალის 5--- კორპუსის ბინა #---–-, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა დ----- ნ-------მ მ------ გ------–-----ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, რითაც მიაყენა ფიზიკური ტკივილი. კერძოდ, წააქცია და სახეზე ხელის რამდენჯერმე დარტყმით სცემა. გარდა ამისა, 2019 წლის 0--------ს ქ. თბილისში, წ-------–ის გამზირი #----ის მიმდებარე ტერიტორიაზე დ----- ნ-------მ მ------ გ------–-----ს ხელი დაარტყა სახეზე და მიაყენა ფიზიკური ტკივილი. გარდა ამისა, 2019 წლის 0--------ს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. თბილისში, თ---ის მ-----------/რაიონი, მ-----ვარტალი, კორპუსი 3---- მიმდებარე ტერიტორიაზე დ----- ნ-------მ მ------ გ------–-----ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა. კერძოდ, სახეზე ძლიერად დაარტყა ხელი და მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
3.6. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დ----- ნ-------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით - ოჯახის წევრის მიმართ ადევნება, ესე იგი პირადად პირის და მისი ოჯახის წევრების უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით და სხვა განზრახი ქმედებები, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის და ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2019 წლის თ-------–ის, 2019 წლის 4-------ის და 2019 წლის 6-------ის ეპიზოდები) - გათვალისწინებული დანაშაულები. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 25--- მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, “სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
4.5. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 5--- მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელი ინიშნება თითოეული დანაშაულისათვის, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
4.6. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის და ოჯახში ჩადენილი დანაშაულების გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედება, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მოცემულ შემთხვევაში, დ----- ნ-------ს განხორციელებული აქვს ოჯახის წევრის მიმართ ადევნება და ოჯახური ძალადობის სამი ეპიზოდი. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ გარდა თავისუფლების აღკვეთისა, სასჯელის სხვა, ნაკლებად მკაცრი სახე, ზემოთ მითითებული გარემოებიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და მიაჩნია, რომ თავისუფლების აღკვეთა - არის თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
4.7. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას დ----- ნ-------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებებს, არ არის ნასამართლევი, სამსახურიდან, ასევე, მეგობრებისგან და ნათესავებისგან ხასიათდება დადებითად, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, დ----- ნ-------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის თ-------–ის შუა რიცხვების ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 0--------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 0--------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვისაც - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 5--- მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის თ-------–ის, 2019 წლის 0--------ის და 2019 წლის 0--------ის ეპიზოდები) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ----- ნ-------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და დ----- ნ-------ს პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ----- ნ------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
2. დ----- ნ------- ასევე, ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის თ-------–ის შუა რიცხვების ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
3. დ----- ნ------- ასევე, ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 0--------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
4. დ----- ნ------- ასევე, ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 0--------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 5--- მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის თ-------–ის, 2019 წლის 0--------ის და 2019 წლის 0--------ის ეპიზოდები) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ----- ნ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
6. დ----- ნ-------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და მსჯავრდებულ დ----- ნ-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 0------------იდან.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე