განაჩენი

სისხლის სამართლის 28.11.2019
საქმის ნომერი
210100119003253980
დავის ტიპი
126 1
თარიღი
28.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100119003253980

saqme #1/213-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 ნოემბერი, 2019 წელი ქ . სიღნაღი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილმა,ნათია რიკაძის მდივნობით,პროკურორ: გ------- ნ----------,ბრალდებულ: ა---------– ბ---------–---–--,ადვოკატ: ნ-----–---- თ---------–---–--,მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №033091019001

 

ბრალდებულ - ა---------– ბ---------–---–--

პირადი ნომერი - 3----------

დაბადებული - 1-.0-.1--- წელი

მოქალაქეობა - საქართველოს მოქალაქე

განათლება - ს-–----–----------–-----------

ოჯახური მდგომარეობა - დასაოჯახებელი

ნასამართლობა - ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული - ს----------, ლ--- მ-----–---–-- I-- ჩიხი №-

ფაქტობრივად მცხოვრები - ს----------, ლ--- მ-----–---–-- №--

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ ა---------– ბ---------–---–-- ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ბრალეული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 9 ოქტომბერს, დაახლოებთ 06:00 საათზე, ქ. ს----------ში, მ-----–---–-- ქუჩაზე მდებარე ბ---------–---–---- საცხოვრებელი სახლის ეზოში, კონფლიქტის დროს, ა---------– ბ---------–---–-- სახის არეში ხელის დარტყმით ძალადობა განახორციელა ტრანსგენდერი ძმის - ზ------- ბ---------–---–--, იგივე გ-------–- რ------------რ--------- მიმართ, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელმა მიიღო სხეულის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ესე იგი, ა---------– ბ---------–---–-- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა ა---------– ბ---------–---–-- მთლიანად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა ა---------– ბ---------–---–-- მიმართ ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო, დაცვის მხარემ ითხოვა მის მიმართ ლმობიერი სასჯელის გამოყენება.

 

2019 წლის 25 ნოემბერს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ წინასასამართლო განხილვის სხდომაზე, ბრალდების მხარე და დაცვის მხარე შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის არც ერთი და არც ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი, საქმის არსებით განხილვაზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე, მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. გარდა ამისა, წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ა---------– ბ---------–---–-- მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, სასამართლოს მიერ გაანალიზებული და შეფასებული იქნა რა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დასაშვებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებანი, მიჩნეულ იქნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ა---------– ბ---------–---–-- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი, კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ა---------– ბ---------–---–-- ბრალეულობა, კერძოდ:

 

შეტყობინებები №2676042 და №2676037 დანაშაულის ჩადენის შესახებ; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ფორმა №1; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტო-ცხრილით; დადგენილება ზ------- ბ---------–---–-- დაზარალებულად ცნობის შესახებ; დაზარალებულ ზ------- ბ---------–---–-- გამოკითხვის ოქმები; მოწმეების - ა----- ბ---------–---–--, ლ---–- თ------–---–--, მ--- ს----–---–--, გ-- მ-----–---–--ა და ლ---- მ------------- გამოკითხვის ოქმები; სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”-ს 2019 წლის 22 ოქტომბრის №007427119 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა; ა---------– ბ---------–---–-- დაკავების ოქმი; ა---------– ბ---------–---–-- მოწმისა და ბრალდებულის სახით გამოკითხვისას მიცემული ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაც ს----------–--- სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ ა---------– ბ---------–---–-- მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებანი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, კერძოდ, დასტურდება ფაქტი იმისა, რომ ა---------– ბ---------–---–-- ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ს----------–--- სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულ ა---------– ბ---------–---–-- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ა---------– ბ---------–---–- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. ხოლო, რაც შეეხება მის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ნასამართლობის არ მქონეა, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, წარსულში არასდროს ყოფილა მხილებული არათუ რაიმე სახის დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში, არამედ, ადმინისტრაციული სახდელიც კი არ ყოფილა გამოყენებული მის მიმართ. ამასთან, კმაყოფაზე ჰყავს პენსიონერი დედა და არის მისი ერთადერთი მარჩენალი. ამასთან არ აქვს სტაბილური სამსახური და მის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს დაქირავებული შრომა. სოციალურ-ეკონომიკური მგომარეობის შეფასებისას, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემობაზეც, რომ ა---------– ბ---------–---–- რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და არის სოციალური შემწეობის მიმღები პირი.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო მიზანშწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს შემდეგ გარემოებაზე, კერძოდ, მართალია, დადგენილბაში პირის ბრალდების შესახებ საუბარია იმის თაობაზე, რომ ა---------– ბ---------–---–-- ოჯახური ძალადობა განახორციელა მისი ტრანსგენდერი ძმის მიმართ, მაგრამ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დაკითხული არაერთი პირის ჩვენებითა და არც უშუალოდ დაზარალებულის ჩვენებით არ დასტურდება, რომ განხორცილებული ძალადობის საფუძველს წარმოადგენდა დაზარალებულის სექსუალური ორინტაცია ან/და გენდერული იდენტობა. უფრო მეტიც, თავად დაზარალებულიც განმარტავს, რომ უშუალოდ კონფლიქტის დაწყებამდე, ჰქონდა რომ კომუნიკაცია ა---------– ბ---------–---–---- მას მის მიმართ არანაირი აგრესია არ გამოუხატავს. ასევე, დაზარალებული არცერთ ჩვენებაში არ უთითებს, რომ მის ძმასთან - ა---------– ბ---------–---–---- სექსუალუირი ორიენტაციის ან/და გენდერული იდენტობის გამო, წარსულში ჰქონოდა რაიმე სახის კონფლიქტი ან უთანხმოება. გარდა ამისა, განხორცილებული ძალადობის შემსწრე პირები ცალსახად მიუთითებენ, რომ არც ფიზიკურ შეხებისა და არც მის შემდეგ, ბრალდებულს არანაირი მინიშნება დაზარალებულის გენდერულ იდენტობაზე არ გაუკეთებია, ხოლო თავად ა---------– ბ---------–---–-- ჩვენებით, რაც ასევე უდავო სახის მტკიცებულებად იქნა ცნობილი, დასტურდება, რომ მისი მხრიდან დანაშაულებრვი ქმედების განხორციელება მოტივირებული იყო მისი ძმის მიერ დედისადმი ხამამაღალი მიმართვით. ხოლო რაც შეეხება, დაზარალებულს სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობას, განმარტავს, რომ მის ძმას "თავის ცხოვრება აქვს, მე მასში არ ვერევი და არც ჩავერევი". ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დადგენილი გარემოებებით, არ დასტურდება ფაქტი იმისა, რომ ა---------– ბ---------–---–-- ქმედება მოტივირებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ისეთი ნიშნებით, როგორიც არის გენდერული იდენტობა ან/და სექსუალური ორიენტაცია.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა---------– ბ---------–---–-- მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-20, 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა---------– ბ---------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს -1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

2. გაუქმდეს ა---------– ბ---------–---–-- მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და სს ”საქართველოს ბანკში” გადახდილი გირაოს თანხა - 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს გ------- ბ---------–---–- (პირადი №-----------).

 

3. ა---------– ბ---------–---–- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 9 ოქტომბრიდან 2019 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს მსჯავრდებულ ა---------– ბ---------–---–-- ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის ნებართვის გარეშეც მსჯავრდებულს აეკრძალოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.

 

5. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა ა---------– ბ---------–---–-- დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი – ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მისამართი – ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი ბუხრაშვილი