განაჩენი

სისხლის სამართლის 26.11.2019
საქმის ნომერი
130100119003270383
დავის ტიპი
126 1 , 118 1
თარიღი
26.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1-211-2019

გამოძიების N027010919001

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ხაშური

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი ნანა ლომიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ბაჩანა ქარქუზაშვილი

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ა---------------, დაბადებული 1953 წლის 6 მარტს, პირადი ნომერი 0----------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დ----–-

ბრალდებული - მ------------------, დაბადებული 1974 წლის 9 ივნისს, პირადი ნომერი 5----------- საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ--–-–----––ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილი და 126-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

ა---------------მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 31 აგვისტოს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქარელის რაიონის სოფელ დ----–- მდებარე, მისსავე მიწის ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა ა---------------მ იმ საბაბით, რომ პირუტყვის მიმართ არ გამოიჩინა ყურადღება, ჯერ სახის არეში ხელის, ხოლო შემდეგ ხის ჯოხის ყბისა და მხარის არეში დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მწყემსს - მ------------------ს, რითაც მ------------------ს მიადგა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება ხანგრძლივი მოშლით.

ესე იგი, ა---------------მ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით;

მ------------------მ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 31 აგვისტოს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქარელის რაიონის სოფელ დ----–- მდებარე, ან--------------ს მიწის ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა მ------------------მ იმ საბაბით, რომ მან პირუტყვის მიმართ არ გამოიჩინა ყურადღება, მათ შორის წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ჯერ ხელის სახის არეში დარტყმით, ხოლო შემდეგ პოლიმერული მასალისაგან დამზადებული მილის თავის არეში რამდენჯერმე დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ა---------------ს, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რის შედეგადაც მიადგა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

ესე იგი, მ------------------მ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლოს დასკვნა ან--------------სა და მ----------------ძის მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მათივე აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულების - ან--------------სა და მ----------------ძის გამოკითხვის ოქმებს; მოწმე გ---------------–ის გამოკითხვის ოქმს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებსა და საქმის სხვა ერთობლივ მასალებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიაჩნია ან--------------სა და მ----------------ძის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ა---------------მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ხოლო მ------------------მ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

3.3. საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ა---------------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, ხოლო მ------------------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, შესაბამისად, აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა იქნენ ისინი ცნობილი დამნაშავეებად.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ან--------------სა და მ----------------ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ ისინი აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილს, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

მ----------------ძის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ მოიპოვება.

ან--------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებასაქმეში არ მოიპოვება.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ხარისხს, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე - ბრალდებულის პიროვნებას.

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასჯელის შემსუბუქების კუთხით, სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას, რომ გულწრფელად ნანობს და განიცდის ჩადენილს.

5.3. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ან--------------ს და მ----------------ძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მათ უნდა შეეფარდოთ პირობითი მსჯავრი.

 

6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვაზის საყრდენი სარი უნდა განადგურდეს; ნივთიერი მტკიცებულება ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ქარელის რაიონულ სამმართველოში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-ე მუხლების შესაბამისად,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ა--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

2. მ------------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

3. კონტროლი და დახმარება პირობით მსჯავრდებულების მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მათი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

4. გაუქმდეს ან--------------სა და მ----------------ძის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.

5. გირაოს შემტანს, მაგდა ბერიძეს დაუბრუნდეს ან--------------ს სასარგებლოდ შეტანილი გირაოს თანხა - 2000 ლარი, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

6. ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვაზის საყრდენი სარი განადგურდეს.

7. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

8. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ზაზა რამიშვილი