განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/4498-19
(--------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნინო ელიეშვილი
სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე
ბრალდების მხარე:
სტაჟიორ-პროკურორი - ვ---------------–---–--
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ლ--–------------------–-----–------- - დაბადებული------–-–------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, არასრული უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული: თ---–-------–----–----–-----------------–----------------------------–--
ადვოკატი ----------------
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:
2019 წლის 23 აგვისტოს, დღის საათებში, თ---–--–-------–-----------------------ში მდებარე კაფეში - „-------–--------------------–----, ლ--–-----–-------- ფიზიკური ძალადობა განახორციელა არასრულწლოვანი ქ----------------–---- მიმართ, კერძოდ, კაფეში არსებული ტერმინალის გადახდის აპარატი რამდენჯერმე დაარტყა სახისა და მხრის არეში, რის შედეგადაც არასრულწლოვანმა ქ----------------–---მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ლ--–-----–-------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ--–-----–-------სათვის წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექის 126-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დანაშაულის ჩადენას, ვინაიდან, საქმის მასალების მიხედვით, დაზარალებული ქ----------------–--- და ბრალდებული ლ--–-----–------- 2019 წლის 23 აგვისტოს მომხდარ ფაქტამდე არ იცნობდნენ ერთმანეთს და ერთმანეთის დემოგრაფიული მონაცემები, მათ შორის ასაკიც, მათთვის ცნობილი არ იყო. აღნიშნული ლ--–-----–-------სთვის არც 2019 წლის 23 აგვისტოს, ქმედების ჩადენამდე, გამხდარა ცნობილი თავად დაზარალებულისგან ან სხვა იქ მყოფი პირებისგან. საქმის მასალების მიხედვით ასევე დადგენილია, რომ დაზარალებული ქ----------------–--- დაბადებულია 2----–-–----------------, შესაბამისად, მას-------------–-–---------------- უსრულდება 17 წელი. ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობით სრულწლოვანების ასაკი განისაზღვრება 18 წლით, ხოლო დაზარალებულის ასაკი იმდენად მიახლოებულია აღნიშნულ ასაკთან, რომ მხოლოდ ვიზუალური თვალსაზრისით, პირის წლოვანების იდენტიფიცირება 17 და 18 წლებს შორის, თითქმის შეუძლებელია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულ ქ----------------–---- ზუსტი წლოვანება (სრულწლოვანება/არასრულწლოვანებასთან მიმართებით) მოცემულ შემთხვევაში, უცნობი ადამიანისთვის, მოცემულ შემთხვევაში ლ--–-----–-------სთვის, არ იყო განჭვრეტადი, სასამართლო ვერ გაიზიარებს პოზიციას, რომ მან ჩაიდინა ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
ვინაიდან, სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით, ლ--–-----–-------სთვის წარდგენილი ბრალდება იცვლება, სასამართლოს სურს დამატებით განმარტოს, რომ ბრალდების უცვლელობის პრინციპის დარღვევას ადგილი არ აქვს შემდეგ გარემოებათა გამო:
ბრალდებულს ჰქონდა საკმარისი დრო და საშუალება დაცვის განსახორციელებლად და ქმედების გადაკვალიფიცირება დაცვისთვის წინასწარ განჭვრეტადია.
განსახილველ შემთხვევაში ლ--–-----–-------ს მიმართ წარდგენილი ბრალდების ორგანული შემადგენელი ელემენტი იყო ფიზიკური შეურაცხყოფის განხორციელება და სასამართლომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება შეაფასა სწორედ მის მიერ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფარგლებში. ამდენად, სასამართლოს მიერ ლ--–-----–-------ს მიმართ წარდგენილი ბრალდების, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქ/პუნქტიდან გადაკვალიფიცირება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე ბრალდებულისთვის არის მოსალოდნელი და განჭვრეტადი და არ არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ, ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
სასამართლოს გადაწყვეტილება ლ--–-----–-------ს მიმართ წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლასთან მიმართებით, თანხვედრაშია ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მოთხოვნასთან, რომლის თანახმად თუ დანაშაულის კვალიფიკაცია არასწორია, სასამართლო ვალდებულია დასაბუთებულად შეცვალოს ბრალდებულის სასარგებლოდ. კონკრეტულ შემთხვევაში, ლ--–-----–-------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ამდენად, სასამართლოს მიერ ლ--–-----–-------ს ქმედების სამართლებრივი შეფასება არის ბრალდებულის სასარგებლო და არ აუარესებს მის მდგომარეობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებითი განხილვის სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს ისინი არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ლ--–-----–-------ს მიერ ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში არსებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეების: ბ---------------------------------------------------------------–---------- გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულ ქ----------------–---- გამოკითხვის ოქმით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რასაც ეთანხმება თავად ბრალდებულიც.
ამდენად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისად, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ--–-----–-------- ჩაიდინა:
ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
3. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზნებს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ზემოხსენებული მუხლი წარმოადგენს სასჯელის კერძო და ზოგადი პრევენციის ერთობლიობას. კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება მისი რესოციალიზაციის გზით, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების გაფრთხილებას, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც მკაცრი სასჯელი იქნება გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან.
ლ--–-----–-------ს მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელ, ისე დამამძიმებელ გარემოებებს, ასევე დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის დამოკიდებულებას ჩადენილი ქმედების და დამდგარი შედეგის მიმართ.
ლ--–-----–-------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ფაქტობრივად ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
ამდენად, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ლ--–-----–-------ს რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, ჯარიმის სახით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ--–-----–------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულ ლ--–-----–-------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------ განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ნ.ელიეშვილი