განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 340100119003280270
N1/216-19
განაჩენი
საქართველოს სახელით
02.12.2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი - ალიკა ლეგაშვილი
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნატო ტორიაშვილის
ბრალდებულ - მე----- ბა–--–-–--ლის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: მე----- ბა–--–-–--ლი;
მამის სახელი: ვლ---------;
დაბადებული: 01.08.1----–--–-;
პირადი ნომერი: 45001003822;
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება: საშუალო;
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე;
რეგისტრირებული: ყვარლის რაიონი სოფელი ალ-----;
ფაქტობრივად მცხოვრები:ყვარლის რაიონი სოფელი ალ-----;
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 2-ე და 6-ე ნაწილები.
კვალიფიკაცია: მე----- ბა–--–-–--ლს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 4 აგვისტოს, ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში, მე----- ბა–--–-–--ლი მართავდა „ფორდ ტრანზიტის“ მარკის (სახელმწიფო ნომრით V--------) ავტომანქანას, რა დროსაც დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ, მან დაკარგა მართვა, გადავიდა საპირისპირო სავალ ნაწილზე და შეეჯახა საპირისპიროდ მოძრავ, ლუ-- გა-–---ცის მართვის ქვეშ მყოფ „მიცუბიში პაჯეროს“ მარკის (სახელმწიფო ნომრით V--------) ავტომანქანას, რის შედეგადაც გარდაიცვალა მე---- ბა–--–-–--ლის მეუღლე შო----- ობ---–-ძე, ხოლო ლუ-- გა-–---ცის მგზავრმა სა--- ლა------დმა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
მე----- ბა–--–-–--ლს ჩადენილი ქმედებისთვის 2019 წლის 23 ოქტომბერს წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 4 აგვისტოს, ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში, მე----- ბა–--–-–--ლი მართავდა „ფორდ ტრანზიტის“ მარკის (სახელმწიფო ნომრით V--------) ავტომანქანას, რა დროსაც დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ, მან დაკარგა მართვა, გადავიდა საპირისპირო სავალ ნაწილზე და შეეჯახა საპირისპიროდ მოძრავ, ლუ-- გა-–---ცის მართვის ქვეშ მყოფ „მიცუბიში პაჯეროს“ მარკის (სახელმწიფო ნომრით V--------) ავტომანქანას, რის შედეგადაც გარდაიცვალა მე----- ბა–--–-–--ლის მეუღლე შო----- ობ---–-ძე, ხოლო ლუ-- გა-–---ცის მგზავრმა სა--- ლა------დმა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია
მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძო: მოწმეების - მე----- ბა–--–-–--ლის, ლუ-- გა-–---ცისა და ირ--- ობ---–-ძის გამოკითხვის ოქმები, დაზა---ლებულ სა--- ლა------დის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მე---- ბა–--–-–--ლის სისხლის ნიმუშის აღების ოქმი, სა--- ლა------დის და შო----- ობ---–-ძის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, კომპლექსური ავტოტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ მე----- ბა–--–-–--ლმა დაარღვია საქართველოს კანონის საგზაო მოძრაობის წესების 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ: მან დაკარგა მართვა, გადავიდა საპირისპირო სავალ ნაწილზე და შეეჯახა საპირისპიროდ მოძრავ, ლუ-- გა-–---ცის მართვის ქვეშ მყოფ „მიცუბიში პაჯეროს“ მარკის (სახელმწიფო ნომრით V--------) ავტომანქანას, რის შედეგადაც გარდაიცვალა მე---- ბა–--–-–--ლის მეუღლე შო----- ობ---–-ძე, ხოლო ლუ-- გა-–---ცის მგზავრმა სა--- ლა------დმა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
აღნიშნული დანაშაული მიეკუთვნება გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულთა კატეგორიას.
საქრთველოს კანონის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება.
საქმის მასალებით დადასტურდა, რომ მე----- ბა–--–-–--ლმა დაარღვია კანონის მითითებული ნორმა, კერძოდ: მოძრაობდა რა 80-90 კმ/სთ სიჩქარით, ვერ უზრუნველყო საჭის დამორჩილება და გადავიდა მოპირდაპირე სავალ გზაზე, სადაც შეეჯახა ავტომობილს, შედეგად მისი მგზავრი გარდაიცვალა, ხოლო მეორე ავტომობილის მგზავრმა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
ამდენად სახეზეა გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებით ერთი პირის და გარდაცვალებით ერთი პირის მიმართ.
სამართლებრივი შეფასება
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ მე----- ბა–--–-–--ლმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და 6-ე ნაწილებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება. კერძოდ, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა გამოიხატება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევაში. კონკრეტულ შემთხვევაში, მე----- ბა–--–-–--ლის მიერ დარღვეულია აღნიშნული კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტების მოთხოვნა. 33-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება.“
ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ავტომანქანა შემთხვევის დროს იმყოფებოდეს გამართულ მდგომარეობაში.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
მე----- ბა–--–-–--ლის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია, მისი ქმედების შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლოს მიაჩნია, რომ ჩადენილი ქმედებისთვის ბრალდებული მე----- ბა–--–-–--ლი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და 6-ე ნაწილებით და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი. სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და 6-ე ნაწილებით გათვალისწინებული სასჯელის სახე. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს სასჯელი უნდა დაენიშნოს 276-ე მუხლის 6-ე ნაწილით განსაზღვრულ ფარგლებში, რადგან ქმედება არის ერთი, რომელმაც გამოიწვია ორი სხვადასხვა შედეგი და 276-ე მუხლის 6-ე ნაწილი მოიცავს 276-ე მუხლის 2-ე ნაწილს. სსკ-ის 276-ე მუხლის 6-ე ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
სასჯელის ზომა ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ბრალდებულ მე----- ბა–--–-–--ლის მიერ ჩადენილია გაუფრთხილებელი დანაშაული, ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. იგი წარსულში არ არის ნასამართლევი არცერთი კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის. ხოლო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
1. მე----- ბა–--–-–--ლის მიმართ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეული იქნა გირაო.
2. ნივთიერი მტკიცებულება: 1) ,,ფორდ ტრანზიტის’’ მარკის, სახ.N V-------- ავტომანქანა, რომელიც ინახება ქ.თელავში, სეხნიაშვილის ქ.N8-ში მდებარე ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
2) ,,მიცუბიში პაჯეროს’’ მარკის სახ.NV--------, ავტომანქანა, რომელიც ხელწერილით ჩაბარდა მეპატრონე-ირაკლი ფაცურიას, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მე----- ბა–--–-–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წელი, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლებით შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4(ოთხი) წელი.
2. მე----- ბა–--–-–--ლს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 3(სამი) წლის ვადით.
3. მე----- ბა–--–-–--ლის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება გაუქმდეს. ამ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში მე----- ბა–--–-–--ლს(პ/ნ 4----------- დაუბრუნდეს მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება-გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 2019 წლის 4 ნოემბერს გადახდილი თანხა 3000 ლარი (სისხლის სამართლის საქმე N0-----------).
4. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
5. ნივთიერი მტკიცებულება:
5.1) ,,ფორდ ტრანზიტის’’ მარკის, სახ.N V-------- ავტომანქანა, რომელიც ინახება ქ.თელავში, სეხნიაშვილის ქ.N8-ში მდებარე ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
5.2) ,,მიცუბიში პაჯეროს’’ მარკის სახ.NV--------, ავტომანქანა, რომელიც ხელწერილით ჩაბარდა მეპატრონე-ირაკლი ფაცურიას, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
6. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთა მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი N7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. გურჯაანი, სანაპირს ქუჩა N24) მეშვეობით.
მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე