განაჩენი

სისხლის სამართლის 25.11.2019
საქმის ნომერი
330100119002926527
თარიღი
25.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/1400-19 (№------------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 ნოემბერი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და

არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ნინო ნაჭყებია

სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორები - ვ------- ც--–------–-–---–ი, შ---- გ-------–---–ი, ა---------–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - მ-------– დ-------აის ძე გ---------ი - დაბადებული 1--- წლის 1--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბ--–------------–-----------–-------------------------------------ში

 

ადვოკატები - ც------ მ--–--------ი, ნ---- ფ--–------, მ----- ჩ--------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი

 

თარჯიმნები - ს----– ო--------, ფ-------- ა---------, ე-–----- თ-------, ვ-----–- მ-----------

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

მ-------– გ---------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება - 20,96 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება, საიდანაც მ-------– გ---------ი ნარკოტიკულ საშუალებას- 3,53 გრამი ჰეროინის შემცველ ნივთიერებას უკანონოდ ინახავდა პირადად, რაც ამოღებული იქნა 2019 წლის 1 მარტს, შ---–--------–---------------–----------–-–-------------------ის თანამშრომლების მიერ ქ------–--–-----------------------–--–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული მ-------– გ---------ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ხოლო ნარკოტიკული საშუალება - 17,43 გრამი ჰეროინის შემცველ ნივთიერებას მ-------– გ---------ი უკანონოდ ინახავდა ქ.თბილისი, ფ-------–----------–--------------------------------------ში მდებარე სახლში, რაც ამოღებული იქნა 2019 წლის 1 მარტს, შ---–--------–---------------–----------–-–-------------------ის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ბინის ჩხრეკის შედეგად.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, შ---–--------–---------------–----------–-–----------------------------------------------–მა მ-------- მ------–-–---–მა დაადასტურა მის მიერ შედგენილი ორი პატაკის სისწორე, კერძოდ:

· 2019 წლის 23 თებერვლის პატაკის თანახმად, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ქ.-----–------------–-----------–------------------------------------ში რეგისტრირებული და მცხოვრები 1--------- წელს დაბადებული მ-------– დ-------აის ძე გ---------ი, რომელიც სარგებლობს ავტომანქანა “პორშე კაიენი“ სახელმწიფო ნომრით R--------, არის ნარკოტიკული საშუალებების აქტიური მომხმარებელი და სისტემატიურად ეწევა მის უკანონო შეძენა, შენახვას და გასაღებას. ამავე ინფორმაციით, ის როგორც პირადად, ასევე ავტომანქანაში და საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ეზოში და დამხმარე სათავსოებში, მდებარე: ქ.-----–------------–-----------–------------------------------------ში უკანონოდ უნდა ინახავდეს ნარკოტიკულ საშუალებებს.

· 2019 წლის 1 მარტის პატაკის თანახმად, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ქ.-----–------------–-----------–------------------------------------ში რეგისტრირებული და მცხოვრები 1--------- წელს დაბადებული მ-------– დ-------აის ძე გ---------ი, რომელიც არის ნარკოტიკული საშუალებების აქტიური მომხმარებელი და სისტემატიურად ეწევა მის უკანონო შეძენა, შენახვას და გასაღებას, ამჟამად უნდა იმყოფებოდეს ქ------–--–--------------–-----------–--–------ კორპუსის მიმდებარედ მისი მართვის ქვეშ მყოფი ,,ნისანის“ მარკის ავტომანქანით სახ. ნომრით R--------, რა დროსაც როგორც პირადად ასევე ავტომანქანაში უკანონოდ უნდა ინახავდეს ნარკოტიკულ საშუალებებს.

მოწმე მ.მ------–-–---–მა დამატებით განმარტა, რომ მიღებული ინფორმაცია პატაკებით აცნობა ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც დაადგინდა მ-------– გ---------ის დემოგრაფიული მონაცემები.

 

პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2019 წლის 1 მარტს, ქ-------–--–-----------------------–--–-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩატარდა მ-------– გ---------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი ტანთმოსილი მოშავო ფერის სპორტული შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი მოყვითალო ფერის პოლიეთილენის პარკის თავმომწვარი შავი ფერის ძაფით თავმოკრული წონაკი, რომელშიც მოთავსებული იყო მოყავისფრო ფერის ფხვნილისებური ნივთიერება (ობიექტი N1), ასევე მისი ტანთმოსილი მოშავო ფერის სპორტული ზედატანის გარე მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი დაზიანებულ მდგომარეობაში, ასევე მისი მარცხენა ხელის მაჯიდან ამოღებული იქნა ,,FITRON“-ის ფირმის მოშავო ფერის სამაჯურიანი საათი (ობიექტი N2). ობიექტი N1 და ობიექტი N2 ცალ-ცალკე დაილუქა სათანადო წესით. ოქმზე ფიქსირდება გამომძიებელ გ.თ----------–--ის მიერ გაკეთებული შენიშვნა: „მ-------– გ---------ი თარჯიმნის მეშვეობით გაეცნო მოსამართლის განჩინებას და მისი პირადი ჩხრეკის ოქმს, მაგრამ ხელის მოწერაზე უარი განაცხადა გაურკვეველი მიზეზით. ასევე უარი განაცხადა შენიშვნაზე ხელის მოწერაზე და ასლის ჩაბარებაზე“ (გამომძიებელი გ.თ----------–--ე, მონაწილე პირები: ს.ა--–--ე და რ. ჩ-------ე, თარჯიმანი ე.გ-------ი).

 

ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2019 წლის 1 მარტს, ქ-------–--–-----------------------–--–-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩატარდა მ-------– გ---------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა ,,ნისანის“, სახელმწიფო ნომრით R-------- ჩხრეკა, რა დროსაც არაფერი არ ამოღებულა. ოქმზე ფიქსირდება გამომძიებელ გ.თ----------–--ის მიერ გაკეთებული შენიშვნა: „მ-------– გ---------ი თარჯიმნის მეშვეობით გაეცნო ჩხრეკის ოქმს, მაგრამ გაურკვეველი მიზეზით ხელის მოწერაზე უარი განაცხადა, ასევე უარი განაცხადა შენიშვნაზე ხელის მოწერაზე და ასლის ჩაბარებაზე“ (გამომძიებელი გ.თ----------–--ე, მონაწილე პირები: ს.ა--–--ე და რ. ჩ-------ე, თარჯიმანი ე.გ-------ი).

 

დაკავების ოქმის თანახმად, 2019 წლის 1 მარტს 16:42 საათზე, ქ-------–--–-----------------------–--–-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა მ-------– დ-------აის ძე გ---------ი. ოქმზე ფიქსირდება გ.თ----------–--ის მიერ გაკეთებული შენიშვნა: „მ-------– გ---------ი თარჯიმნის მეშვეობით გაეცნო დაკავების ოქმს, მაგრამ გაურკვეველი მიზეზით საერთოდ უარი განაცხადა ხელის მოწერაზე, ასევე უარი განაცხადა შენიშვნაზე ხელის მოწერაზე და ასლის ჩაბარებაზე“ (გამომძიებელი გ.თ----------–--ე, მონაწილე პირები: ს.ა--–--ე და რ. ჩ-------ე, თარჯიმანი ე.გ-------ი).

 

ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედებებისა და შესაბამისი ოქმების სისწორე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს შ---–--------–---------------–----------–-–-------------------ის თანამშრომლებმა: რ----–-- ჩ-------ემ, ს----- ა--–--ემ, გ------ თ----------–--ემ და დამატებით განმარტეს, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 2019 წლის 1 მარტს გავიდნენ ქ-------–--–-----------------------–--–-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დახვდათ ბრალდებული მ-------– გ---------ი ავტომანქანა „ნისანით“, ბრალდებული იმყოფებოდა მარტო. ბრალდებულს თარჯიმნის მეშვეობით გააცნეს მოსამართლის განჩინება, რომლის საფუძველზეც ჩაატარეს მ-------– ბ---------ის პირადი ჩხრეკა. ჩხრეკის დაწყებისას ბრალდებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევას, სცადა გაქცევა, თუმცა პოლიციელების მიერ მოხდა მისი იქვე შეჩერება. ჩხრეკის შედეგაც მ.გ---------ის შარვლის მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა გამჭვირვალე ყვითელი ფერის თავმომწვარი პილიეთილენის პარკი, შავი ფერის ძაფით თავმოკრული, მასში არსებული მოყავისფროს ფხვნილით, რაც დაილუქა. პირადი ჩხრეკა ჩატარდა რ----–-- ჩ-------ის და ს----- ა--–--ის მიერ, ხოლო ჩხრეკის ოქმი შედგა გ------ თ----------–--ის მიერ. ჩხრეკის ოქმი წაკითხული იქნა თარჯიმნის მიერ, თუმცა ბრალდებულმა გაურკვეველი მიზეზით უარი განაცხადა ხელის მოწერაზე. ბრალდებულს არ განუმარტავს, თუ ვის ეკუთვნოდა ამოღებული ნივთიერება. პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ ბრალდებული დაკავეს და განუმარტეს უფლებები, შემდეგ ჩატარდა ავტომანქანის ჩხრეკა, თუმცა კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოღებულა. ბრალდებულმა გაურკვეველი მიზეზით უარი განაცხადა დაკავებისა და ავტომანქანის ჩხრეკის ოქმებზე ხელისმოწერაზე.

 

საცხოვრებელი ბინის, ეზოს და სათავსოს ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2019 წლის 1 მარტს, რ----–- გ---------ას (ბრალდებულის დედა) მონაწილეობით, ჩატარდა ქ------–--–------------–----------–---------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელი ბინის, ეზოს და სათავსოს ჩხრეკა, რა დროსაც საცხოვრებელი ბინის მეორე სართულზე შესასვლელი კარის ხელმარჯვნივ, კერძოდ ბინის უკანა კედელთან არსებულ საძინებელ ოთახში განთავსებული ორადგილიანი საწოლის მარჯვენა მხარეს, საწოლის ლეიბის ქვეშიდან ამოღებული იქნა გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკი მასში მოთავსებული გამჭვირვალე პოლიეთილენის თავმომწვარი ფუთა, ფუთაში არსებული მოყავისფრო ფერის ფხვიერი მასით (ობიექტი N1), რაც დაილუქა სათანადო წესით. ოქმზე ფიქსირდება გამომძიებელ ზ.ქ-----–-–---–ის მიერ გაკეთებული შენიშვნა: „ჩხრეკის ოქმი თარჯიმანმა მ----- ი------------მა ჩხრეკაში მონაწილე რ----–- გ---------ას უთარგმნა მისთვის გასაგებ აზერბაიჯანულ ენაზე, რომელმაც ჩხრეკის ოქმის გაცნობის შემდეგ უარი განაცხადა ოქმზე ხელის მოწერაზე და ასევე ჩხრეკის ოქმის ასლის ჩაბარებაზე ისე, რომ მიზეზი არ განუმარტავს“ (გამომძიებელი ზ.ქ-----–-–---–ი, მონაწილე პირები: გ.გ--–----–---–ი, გ.თ----–--ე, რ.გ---------ა, თარჯიმანი მ.ი------------ი).

 

ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედებისა და შესაბამისი ოქმის სისწორე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს შ---–--------–---------------–----------–-–-------------------ის თანამშრომლებმა: გ------- თ----–--ემ, გ------- გ--–----–---–მა, ზ------ ქ-----–-–---–მა და დამატებით განმარტეს, რომ 2019 წლის 1 მარტს, თარჯიმანთან ერთად გამოცხადდნენ ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში, მდებარე: თ---–--------------–-----------------------------------------ში, სადაც დახვდათ ბრალდებულის დედა - რ----–- გ---------ა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თარჯიმნის მონაწილეობით ჩატარდა მ-------– გ---------ის საცხოვრებელი სახლის, ეზოს და სათავსოს ჩხრეკა, ჩხრეკა ჩატარდა ბრალდებულის დედის მონაწილეობით. მოსამართლის განჩინება თარჯიმნის მეშვეობით გაეცნო ბრალდებულის დედას - რ----–- გ---------ას. ჩხრეკის შედეგად მეორე სართულზე მდებარე საძინებელი ოთახში ლეიბის ქვეშ ნანახი იქნა გამჭვირვალე პოლიეთილენის თავმომწვარ, შავი ფერის ძაფით თავმოკრულ პარკში მოთავსებული წონაკი, მასში არსებული მოყავისფრო ფერი ნივთიერებით. ამოღებული ნივთიერება დაილუქა და ლუქზე გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები, თუმცა რ----–- გ---------ამ გაურკვეველი მიზეზით უარი განაცხადა ლუქზე და ჩხრეკის ოქმზე ხელის მოწერაზე და ასლის ჩაბარებაზე.

 

ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 2019 წლის 29 მარტს, მ-------– გ---------ის თანხმობით, მისი პირის ღრუდან სტერილური ჩხირით აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი ო.ჩ-----–ი, ექსპერტი ლ.პ---–---–ი, თარჯიმანი ა.ი-----------ი, ადვოკატი ც.მ--–--------ი).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შ---–--------–---------------–----------–-–-------------------ის გამომძიებლმა ო----- ჩ-----–მა დაადასტურა მ-------– გ---------ის ბრალდების სს საქმეზე გამოძიების დაწყების, აგრეთვე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმებმა: ა-–---------- დ--------ემ და თ----- უ---–--ამ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული, ქიმიური ექსპერტიზის №--------------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

2019 წლის 1 მარტს, მ-------– დ-------აის ძე გ---------ის პირადი და საცხოვრებელი ჩხრეკისას ამოღებული, 2 (ორი) ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება წონით: 5,45 გრამი და 27,11 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს წონით: 3,53 გრამს და 17,43 გრამს.

 

ა-–---------- დ--------ემ და თ----- უ---–--ამ ასევე დაადასტურეს, რომ მათ წინაშე გამოსაკვლევად წარდგენილი იქნა ორი პაკეტი, დალუქული სახით, დალუქვის მთლიანობა დარღვეული არ იყო, ხოლო ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, თ----- უ---–--ას მიერ მოხდა კვლევის შედეგად დარჩენილი ობიექტების დალუქვა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ------- კ--–-----ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით ,,შესაფუთი მასალა“ მოთავსებულ მოყავისფრო ფერის პოლიეთილენის ფრაგმენტზე (ობ.N1; კონვერტი, წარწერით ,,მ-------– გ---------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერება“) მოყვითალო ფერის პოლიეთილენის ფრაგმენტებსა და გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკზე (ობ.N2,3 კონვერტი, წარწერით ,,საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული“) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ-------– გ---------ს (ობ.N4 პაკეტი, წარწერით ,,ნერწყვის ნიმუში ,,მ-------–-----------ის ძე გ---------ის“).

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების, უკანონო შეძენა, შენხვა. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებას მიეკუთვნება ,,ჰეროინი“.

 

მ-------– გ---------ის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა და შენახვა უტყუარად დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ:

- დაკავების, პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმებით დასტურდება, რომ მ-------– გ---------ის ტანთმოსილი შარვლის ჯიბიდან და საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედებებისა და შესაბამისი ოქმების სისწორე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს შ---–--------–---------------–----------–-–-------------------ის თანამშრომლებმა;

- საგამოძიებო მოქმედებების და მოწმეთა ჩვენებების სისწორე ასევე უტყუარად იქნა დადასტურებული ქიმიური და ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნებით, რომელთა თანახმადაც, 2019 წლის 1 მარტს, მ-------– დ-------აის ძე გ---------ის პირადი და საცხოვრებელი ჩხრეკისას ამოღებული ორ ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება წონით: 5,45 გრამი და 27,11 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ წონით: 3,53 გრამს და 17,43 გრამს. გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით კი დადგენილია, რომ როგორც პირადი, ისე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერებების შესაფუთ მასალაზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ-------– გ---------ს.

 

ამასთან, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოცემულ სს საქმეზე ყველა საგამოძიებო მოქმედება და მათი საპროცესო დამაგრება განხორციელებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა დარღვევას, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები დალუქულია სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით. გარდა ამისა, ექსპერტიზის დასკვნებში მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტები იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების თანმიმდევრულ და სარწმუნო ჩვენებებში, საგამოძიებო მოქმედების ოქმებსა და ექსპერტიზის დასკვნებში. სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ დაცვის მხარის მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული საგამოძიებო მოქმედებებში თარჯიმნების მონაწილეობა (რის გამოც სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა თარჯიმნები) და შესაბამისად, ამ კონტექსტში საგამოძიებო მოქმედებების ოქმების ბრალდებულისა და მისი ოჯახის წევრისათვის თარგმნა, თუმცა მათთვის გასაგებ ენაზე განხორციელებული თარგმანის მიუხედავად, მ.გ---------ასა და რ.გ---------ას ჩხრეკის ოქმებზე რაიმე შენიშვნა, პრეტენზია ან განცხადება არ დაუფიქსირებიათ.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან ბრალდებულმა პირადი ჩხრეკის და დაკავების ოქმებზე, ხოლო ბრალდებულის დედამ საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმს ხელი არ მოაწერა, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია კანონდარღვევით. ხსენებული განმარტება ალოგიკურია, ვინაიდან საგამოძიებო მოქმედების ოქმების სისწორე არ განისაზღვრება ბრალდებულისა თუ მასში მონაწილე პირის მხრიდან მათი ხელმოწერით მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც არაა დაფიქსირებული ხელისმოწერაზე უარის თქმის რაიმე კონკრეტული საფუძველი. სასამართლოს ასევე არ აქვს საფუძველი, ეჭვი შეიტანოს დაკითხულ სამართალდამცველთა ჩვენებებში, რადგან მათი მხრიდან მ-------– გ---------ზე დანაშაულის დაბრალების მოტივი, ნარკოტიკული საშუალების ,,ჩადება’’ და რაიმე პირადი ინტერესი საქმის განხილვის დროს არ გამოვლენილა და ამ საკითხზე დაცვის მხარესაც არ უსაუბრია. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმეთა სასამართლოში დაკითხვისას არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათი საქმის შედეგით დაინტერესებულობასა და მათი ჩვენებების არასანდოობაზე მიანიშნებდა.

 

რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების ოდენობას, სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზის №--------------- დასკვნის თანახმად, 2019 წლის 1 მარტს მ-------– გ---------ის პირადი და საცხოვრებელი ჩხრეკისას ამოღებული მოყავისფრო ნივთიერება წონით: 5,45 გრამი და 27,11 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ წონით: 3,53 გრამს და 17,43 გრამს. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, კი ბრუნვისათვის შეზღუდულ ნარკოტიკული საშუალებას მიეკუთვნება „ჰეროინი“, იგივე კანონით განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა, რომლის თანახმადაც ნარკოტიკული საშუალება „ჰერიონი“ 1 გრამზე მეტი ოდენობით მიიჩნევა განსაკუთრებით დიდ ოდენობად. შესაბამისად დგინდება, რომ მ-------– გ---------ის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული 20,96 გრამი ნარკოტიკული საშუალება - „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება წარმოადგენს განსაკუთრებით დიდ ოდენობას.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-------– გ---------მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მ-------– გ---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სამართლიანობის აღდგენა - ზოგადად, არ არსებობს სამართლიანობის დეფინიცია, განმარტება, კანონით რეგლამენტირებული ცნება, თუმცა, სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან გამომდინარე, სამართლიანობა წარმოადგენს როგორც სამართალშემოქმედების, ისე სამართლის შეფარდების უპირობო მიზანს და შეფასებადია ადამიანის ფუნდამენტური უფლებებით სრულყოფილად სარგებლობისა და დაცვის ხარისხით.

 

კონკრეტული ქმედებისთვის სასჯელის დაკისრების გზით სამართლიანობის აღდგენის პრაქტიკული შინაარსი დაკავშირებულია შემდეგი მოლოდინების დაკმაყოფილების აუცილებლობასთან, კერძოდ:

· მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის თავისუფლება უმთავრესი ღირებულებაა, ის, იმავდროულად, სწორედ ამ მიზეზით ზღვარდადებულია საზოგადოების სხვა წევრების თავისუფლებით (ძირითადი უფლებებით და თავისუფლებებით). ვინაიდან თავისუფლება ყველასათვის ერთნაირი სიკეთეა და გულისხმობს საზოგადოების თითოეული წევრის თანაბარ შესაძლებლობას, შანსს განვითარებასა და თვითრეალიზაციაზე, ყველა, ვინც ამ თავისუფლებით ბოროტად ისარგებლებს, ზღვარს გადააბიჯებს, სხვის თავისუფლებას (ამა თუ იმ უფლებას) ხელყოფს, სამართლიანობა მოითხოვს, აღდგეს თავდაპირველი წონასწორობა და სამომავლოდაც საფრთხის ქვეშ არ იდგეს ყველას ერთნაირი უფლება თავისუფლებაზე. ასეთი წონასწორობის, ბალანსის დასაცავად ხელისუფლება სხვადასხვა ზომებს მიმართავს და საჭიროების შემთხვევაში იძულებითი ღონისძიების უმკაცრეს ზომასაც (სასჯელს). მაშასადამე, სასჯელით სამართლიანობის აღდგენის მიზანი გულისხმობს სწორედ მართლწესრიგში ბალანსის აღდგენასა და შენარჩუნებას.

· სამართლიანობის აღდგენის მიზანი გულისხმობს უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა და მშვიდი, ჰარმონიული თანაცხოვრების სახელმწიფოს მხრიდან გარანტირებასა და დაცვასთან დაკავშირებით საზოგადოების მოლოდინების დაკმაყოფილებას. წესრიგი, მშვიდი და ჰარმონიული თანაცხოვრება საზოგადოების იმანენტური მოთხოვნილებაა, ამიტომ, ლოგიკური და საფუძვლიანია საზოგადოების მოლოდინი, რომ ნებისმიერი ქმედება/ქცევა, რომელიც საფრთხეს უქმნის წესრიგს, შეთანხმებულს საზოგადოების წევრებს შორის, აღკვეთილი, თავიდან აცილებული და რეაგირებული იქნება, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს ამ წესრიგის გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილურ დაცულობას.

· სასჯელის დაწესებით სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ქმედებისთვის მის მიერ გამოწვევადი საფრთხეების, სიმძიმის გათვალისწინებით, ადეკვატური, შესაბამისი, თანაზომიერი სასჯელის დაკისრებას. ამ თვალსაზრისით, პირველ რიგში, შეძლებისდაგვარად უნდა მოხდეს კონკრეტული პირისგან (მისი ქმედებიდან) მომდინარე პოტენციური საფრთხეების განეიტრალება. სასჯელი უნდა იყოს საკმარისი ამ მიზნის მისაღწევად, თუმცა იმავდროულად, უკიდურესად აუცილებელი, რათა ობიექტურ პირს შეექმნას წარმოდგენა, რომ, თუ არა სწორედ ასეთი სასჯელი, საფრთხეების სხვაგვარად განეიტრალება შეუძლებელი იქნებოდა. სამართლიანი სასჯელი გულისხმობს სახელმწიფოს რაციონალურ და მიზანშეწონილ, თანაზომიერ პასუხს სახელმწიფოს და, მაშასადამე, საზოგადოების მიერ მართლსაწინააღმდეგოდ აღიარებულ ქმედებაზე, რაც ხელს შეუწყობს ზოგადად კრიმინალთან ბრძოლის ფუნქციის წარმატებით შესრულებას, საზოგადოების ჰარმონიული და მშვიდი თანაცხოვრებისა და განვითარებისთვის საზოგადოების მიერვე ნაკარნახებ და ხელისუფლების მიერ მიღებული სათანადო წესების დაცვას.

· სასჯელის გამოყენებით სამართლიანობის აღდგენის მიზანი ბოჭავს როგორც კანონმდებელს, ისე სამართალშემფარდებელს, სასჯელის გამოყენება ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმდებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინა პირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებების გათვალისწინების აუცილებლობას. ერთი მხრივ, კანონმდებელმა უნდა შეძლოს სამართალშემფარდებელი აღჭურვოს საკმარისი შესაძლებლობებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირს შეუფარდოს თანაზომიერი სასჯელი ყველა ინდივიდუალური გარემოების გათვალისწინებით, ხოლო, მეორე მხრივ, თავად მოსამართლე უნდა იყოს მზად, ყველა რელევანტური საფუძვლისა და წინა პირობის დეტალური გამოკვლევის გზით, შეუფარდოს პირს ისეთი იძულების ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების რეალიზაციას.

 

მაშასადამე, სამართლიანობის აღდგენის ფუნქცია რეალიზებადია მხოლოდ კონკრეტული დანაშაულის თანაზომიერი სასჯელის გამოყენებისას და სწორედ ამ გზით ემსახურება სასჯელის სხვა მიზნების რეალიზების შესაძლებლობას.

 

დამნაშავის რესოციალიზაცია - რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით დამნაშავის საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი შეგუებას, სასჯელის მოხდის შედეგად საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მართლზომიერი ქცევის წესებისა და პირობებისადმი პირის ადაპტაციას. ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევის და ამ მიზნით სასჯელის გამართლებისთვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ტვირთი ძალიან მაღალია ყოველ ჯერზე, როგორც სასჯელის სახეობის, მისი სამართლიანად შეფარდების, ასევე მსჯავრდებულის იმ სამართლებრივ თუ საყოფაცხოვრებო პირობებში მოთავსების თვალსაზრისით (პირველ რიგში იგულისხმება საპატიმროში საამისოდ შესაბამისი გარემოს შექმნა), რამაც საბოლოო ჯამში ობიექტურად შესაძლებელი უნდა გახადოს სასჯელით მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნის უზრუნველყოფა.

 

ახალი დანაშაულის თავიდან აცილება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით“. შესაბამისად, სასჯელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია დანაშაულის როგორც სპეციალური, ისე ზოგადი პრევენცია.

 

სპეციალური პრევენცია რეციდივის წინააღმდეგ არის მიმართული, გულისხმობს დამნაშავისათვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას. ლოგიკა შემდეგ დაშვებას ეფუძნება: ა) როდესაც დამნაშავე ისეთი მაღალი საფრთხის შემცველია, რომ საზოგადოების დაცვის მიზნით მიზანშეწონილია მისი თავისუფლების აღკვეთა, საზოგადოებისგან მისი იზოლირება კანონზომიერად ამცირებს საზოგადოებისთვის იგივე პირის მიერ ზიანის მიყენების რისკს; ბ) ამასთან, პირი პირადად განიცდის რა საკუთარ თავზე დანაშაულის ჩადენის სამართლებრივ შედეგებს, სახელმწიფოს იძულებითი ღონისძიების ნეგატიურ ეფექტებს, ეს გარემოება გამაფრთხილებელ ზეგავლენას მოახდენს მის მომავალ ქცევაზე. თუმცა, ცხადია, სასჯელი არ არის პირის მიერ მომავალში დანაშაულის ჩადენის გამორიცხვის აბსოლუტური გარანტია, სასჯელს მხოლოდ ასეთი რისკების მინიმალიზების ზოგადი პოტენციალი აქვს, რომელიც ყოველ ჯერზე მიიღწევა ან არა.

 

ამდენად, სასჯელის სპეციალური პრევენციის მიზანი გულისხმობს დანაშაულის რეციდივის გამორიცხვის, მინიმალიზების მცდელობას, რაც პრინციპში ძირითადად მიღწეულ უნდა იქნეს დამნაშავის რესოციალიზაციით. ამ მხრივ, დანაშაულის სპეციალური პრევენციისა და რესოციალიზაციის მიზნები მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული.

 

მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯა არის დემონსტრირება, დეკლარირება იმისა, რომ ყველას, ვინც მსგავს ქმედებას ჩაიდენს, ემუქრება იგივე სასჯელი (ზოგადი პრევეცია), შედეგად, მას აქვს ერთგვარი წინაღობის ძალა დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ. მაშასადამე, ამა თუ იმ ქმედებისთვის დაწესებულ/კონკრეტულ შემთხვევაში შეფარდებულ სასჯელს აქვს უნარი, შეამციროს როგორც იგივე, ისე სხვა პირების მიერ ამ დანაშაულის ჩადენა. სასჯელმა უნდა უზრუნველყოს როგორც დამნაშავის მიერ საკუთარი ცხოვრების წესის უკეთესობისკენ შეცვლა (მომავალში დანაშაულებრივ საქმიანობაზე უარის თქმა), ისე საზოგადოების დაცვა დამნაშავეთა აგრესიისგან.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს მ-------– გ---------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას, უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალების სახეობას, ოდენობას, აგრეთვე ბრალდებულის ოჯახურ მდგომარეობას (ჰყავს მეუღლე და 4 მცირეწლოვანი შვილი) და მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული, სასჯელის მიზნების მიღწევა უზრუნველყოფილი იქნება მ-------– გ---------ის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის პირობებში, რაც იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. ამასთან, მ-------– გ---------ს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, უნდა ჩამოერთვას ამ კანონის მე-3 მუხლში მითითებული უფლებები.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მ-------– გ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ მ-------– გ---------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 1 მარტიდან.

 

მ-------– გ---------ს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვას:

 

ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;

ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 (ათი) წლის ვადით;

გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;

დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;

ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;

ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;

ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

მ-------– გ---------ს ზ/აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- მ.გ---------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები - მობილური ტელეფონი დაზიანებული ეკრანითა და მაჯის საათი (ინახება შ---–--------–---------------–----------–-–-------------------ში) დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს;

- ნარკოტიკული საშუალებები, შესაფუთი მასალა და ნერწყვის ნიმუში (ინახება შ---–--------–---------------–----------–-–-------------------ში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო ნაჭყებია