განაჩენი

სისხლის სამართლის 29.10.2019
საქმის ნომერი
330100119003225345
თარიღი
29.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/4714-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 ოქტომბერი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ _ გ--------------–აძის

სტაჟიორ-პროკურორ - გ-------------–----ის

ბრალდებულ _ მ---- გ--–--ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ მ---- გ--- ძე გ--–--ის, დაბადებულის 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის მქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: გ------------------------–--------ში, 3--------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--–-------------–-------------------------------–---–------------------------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ---- გ--–--ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

მ---- გ--–--ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 10 ივლისს, დაახლოებით 23:15 საათზე, ქ-------–--–----------------–-------------ში მდებარე ა------- შ------–---–ის საცხოვრებელ სახლში, მ---- გ--–--ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ა------- შ------–---–ს, კერძოდ, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულიდან მესამე სართულზე ასასვლელ კიბეებთან, მ---- გ--–--ემ რამდენჯერმე დაარტყა მუშტი ა------- შ------–---–ს სახისა და თავის არეში, რის შემდეგაც იგი დააგდო იატაკზე და სხეულის სხვადასხვა ნაწილებში ხელებისა და ფეხების დარტყმით ა------- შ------–---–ს განზრახ მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანებები.

ე.ი. მ---- გ--–--ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოს დასკვნა მ---- გ--–--ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ მ---- გ--–--ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმს, ამოღების ოქმს, სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მ---- გ--–--ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ:

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასამართლო ერთის მხრივ, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული, რის გამოც მას უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ხოლო მეორეს მხრივ, მხედველობაში იღებს, რომ ბრალდებულის გაღიზიანება, მისი განმარტებით, გამოიწვია დაზარალებულის არამართებულმა ქცევამ (ბრალდებულის მამისათვის შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ თანხის გადაუხდელობამ), ამასთან, ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაოჯახებულია და რამდენიმე კვირაში ელოდება შვილს, ხოლო ოჯახის მარჩენალი არის თავად. აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით სასამართლოს მ---- გ--–--ის მიმართ საპატიმრო სასჯელის დანიშვნა ზედმეტად მკაცრად მიაჩნია. რაც შეეხება ალტერნატიულ სასჯელებს, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბრალდებული დასაქმებულია (მუშაობს ავტოსამრეცხაოში) და აქვს საკუთარი შემოსავალი, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ჯარიმის იმ ოდენობით დაკისრება, რომლის გადახდასაც იგი შეძლებს ქონებრივი და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე (ბრალდებულის განმარტებით, მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 600-700 ლარს, რომელიც მისი ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყაროა), ხოლო შინაპატიმრობის დანიშვნით შესაძლოა ხელი შეეშალოს ზემოაღნიშნული საქმიანობის გაგრძელებაში, რომლის გარეშე დარჩენა უარყოფითად აისახება მისი ოჯახის (სადაც უნდა იცხოვროს ახალშობილმა ბავშვმა) ქონებრივ მდგომარეობაზე. ამასთან, შინაპატიმრობის აღსრულება დაკავშირებულია ისეთ თანხებთან (აღსრულების ყოველთვიური საფასური და ელექტრონული სამაჯურის დამაგრების საგარანტიო თანხა), რომლის გადახდის შესაძლებლობა მას არა აქვს ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე.

აღსანიშნავია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2----–-–-----------------ის განაჩენით, მ------- მ------–---–ი (იგივე მ---- გ--–--ე) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 31 მარტის განაჩენით. მ---- გ--–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 18 ივნისიდან. მასვე საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 1 მარტის განკარგულებით მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა, ხოლო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით, პირობით ვადამდე გათავისუფლდა 2 (ორი) თვითა და 15 (თხუთმეტი) დღით ადრე - 2018 წლის 9 თებერვალს. სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 ივლისის წერილის თანახმად, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა დაუსრულდა 2018 წლის 23 აპრილს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დღეის მდგომარეობით მ---- გ--–--ე ითვლება მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევად, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიმართ დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა დაუშვებელია. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მ---- გ--–--ის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენების მიზანშეწონილობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ---- გ--–--ეს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, ხოლო მისი ქონებრივი მდგომარეობის (იგი დასაქმებულია და აქვს საკუთარი სტაბილური შემოსავალი), აგრეთვე ოჯახური მდგომარეობისა და ჩადენილი დანაშაულისადმი მისი დამოკიდებულების გათვალისწინებით (აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს), სასჯელის მიზნების მისაღწევად სასამართლოს საკმარისად მიაჩნია ჯარიმის გამოყენება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ---- გ--–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

2. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მაისური (გადაგზავნილია სსიპ - ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები და ა------- შ------–---–ის სისხლის ნიმუში (გადაგზავნილია სსიპ - ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, განთავსებული 1 (ერთ) ცალ კომპიუტერულ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

3 განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი