განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1183-19
(0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებლების - მ---------------–---–--ა და ნ--–--------–-ს,ბრალდებულის - ა-–--------------–----ს,მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ლ-–--–----–-----------------–------------ს მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა საქმე ა-–--------------–----ს (პ/ნ 0----------- - დაბადებულის 19---–-–---------------- რეგისტრირებულის მისამართზე: ი-------------------------------- ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ-------–--------------------------------------------------------- - ამჟამად პატიმრის მიმართ, საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ა-–--------------–---ეს ბრალად ედება ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, არაერთგზის.
ყოველივე ზემოაღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 აპრილის განაჩენით ა-–--------------–---ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით და 3 წელი პირობითი მსჯავრი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 იანვრის განაჩენით ა-–--------------–---ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი.
სხვისი ნივთის მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრებისთვის ნასამართლევი ა-–--------------–---ე 2019 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით 21:40 საათზე, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირი №37ბ-ში მდებარე სუპერმარკეტ ,,თორდში“ დანის გამოყენებით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით თავს დაესხა ქ-----------------------------------ს და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 30 ლარად ღირებულ ,,მარენგოს“ ფირმის ერთ ცალ შამპანურს.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ა-–--------------–---ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე, გამოიკვლია მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა წარდგენილ ბრალდებაში ა-–--------------–----ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის.
დაზარალებულმა თ-------------------ამ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი ბრალდებულ ა-–--------------–---ეს შემთხვევამდეც იცნობდა, როგორც მისი მაღაზიის კლიენტს. მას და მის დას - ქე--------------------ს ჭავჭავაძის გამზირზე აქვთ სუპერმარკეტი ,,თორდი“, რომელსაც 6 წელია ერთად ამუშავებენ. 2019 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით 21:40 საათზე იგი ქე--------------------სთან ერთად მარტო იმყოფებოდა მარკეტში, რა დროსაც მაღაზიაში შევიდა ა-–--------------–---ე, რომელსაც ორივე ხელში ეჭირა დანა და გაემართა ალკოჰოლური სასმელებისკენ. თვითონ ამ დროს სალაროსთან იჯდა. მას შიშის გამო ყვირილი არ დაუწყია, რადგან არ სურდა მის დას დაენახა და სიტუაცია დაძაბულიყო. კ--–---ემ შამპანურის ბოთლს მოკიდა ხელი და გარეთ გადიოდა. კ--–---ის გასვლამდე თვითონ გავიდა გარეთ. ა-–--------------–---ე ქ-----------------ამაც დაინახა და მას მოუწოდა დაეტოვებინა შამპანური. კ--–---ემ მას უთხრა, არავინ გამოეძახებინა, თორემ იქვე აჩეხავდა, რის შემდეგაც წაიღო შამპანური. მას ამ დროს ორივე ხელში დანა ეჭირა. კ--–---ის წასვლის შემდეგ ისინი შევიდნენ მაღაზიაში და ქე--------------------მ დარეკა პოლიციაში. გამოძიების ეტაპზე მან ამოიცნო ა-–--------------–---ე.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა დაზარალებულმა ქე--------------------მ, რომელმაც სასამართლოს დამატებით მოახსენა, რომ ბრალდებული ა-–--------------–---ე მისი უბნელია. შემთხვევის დღეს, დაახლოებით 21:30 საათზე, როდესაც ის და თ-------------------ა თავიანთ სუპერმარკეტში მარტო იმყოფებოდნენ, იქ შევარდა ა-–--------------–---ე. ამ დროს თ-------------------ა სალაროსთან იმყოფებოდა, ხოლო თვითონ უფრო შიგნით. იგი ხმაურზე გამოვიდა სალაროსკენ და დაინახა, რომ თ-------------------ა ქვევით ჩადიოდა, მას მიყვებოდა ა-–--------------–---ე, რომელსაც ხელებში ,,მარენგოს“ ფირმის შამპანური და ორი დანა ეჭირა. კ--–---ემ მას უთხრა, რომ არ გამოეძახა არავინ. კ--–---ემ წაიღო შამპანური, ხოლო საით წავიდა არ იცის. მან დაუყოვნებლივ დარეკა პოლიციაში, რომელიც მივიდა ადგილზე და ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიების ეტაპზე მან ამოიცნო ა-–--------------–---ე.
2019 წლის 4 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერდა ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №37,,ბ“-ში მდებარე სუპერმარკეტი ,,თორდი“, რის შედეგად ამოღებული იქნა სუნის კვლების ნიმუში, ბოთლი და ქილა, მასში მოთავსებული სითხით, ანაწმენდები სტერილურ ჩხირებზე და 15 ცალი დ/ფირი ხელის კვლებით (ს.ფ. 5-31).
2019 წლის 5 თებერვლის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ ქე--------------------მ ამოიცნო ა-–--------------–---ე, რომელიც 2019 წლის 4 თებერვალს მათ მაღაზიაში დანებით მომარჯვებული შევიდა და ერთი ბოთლი შამპანური წაიღო (ს.ფ. 47-53).
2019 წლის 5 თებერვლის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ თ-------------------ამ ამოიცნო ა-–--------------–---ე, რომელიც 2019 წლის 4 თებერვალს მათ მაღაზიაში დანებით მომარჯვებული შევიდა და ერთი ბოთლი შამპანური წაიღო (ს.ფ. 55-61).
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 აპრილის განაჩენით დასტურდება, რომ ა-–--------------–---ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით და 3 წელი პირობითი მსჯავრი (ს.ფ. 95-100).
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 იანვრის განაჩენით დასტურდება, რომ ა-–--------------–---ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი (ს.ფ. 101-102).
ოდოროლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირი №37,,ბ“ კორპუსში მდებარე მარკეტ ,,თორდი“-ში თამუნა და ქ-----------------ნავების მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ბრალდებულ ალექსანდრე თეიმურაზის ძე კ--–---ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი მ----------------ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.
გამომძიებელმა გუ-----------–---–მა სასამართლოს ჩვენება მისცა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ჩატარებულ და მონაწილეობა მიღებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტიკურობის თაობაზე.
ბრალდებულმა ა-–--------------–---ემ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავა.
გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა-–--------------–---ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, არაერთგზის) გათვალისწინებული ქმედება; წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ა-–--------------–----ს ბრალეულობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.
ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.
სასამართლო სარწმუნოდ და საფუძვლიანად მიიჩნევს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, კერძოდ, დაზარალებულთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ამოცნობის ოქმებით, განაჩენებით და ნივთიერი მტკიცებულებებით დასტურდება ა-–--------------–----ს მიერ ბრალადშერაცხული ქმედების ჩადენა.
სასამართლო განმარტავს, რომ ყაჩაღობა ხელყოფს ერთდროულად ადამიანის საკუთრებას და ჯანმრთელობას, რაც გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლების მიზნით და რასაც თან ახლავს სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის მუქარა.
სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარა, ფსიქიკური ძალადობა უნდა იყოს რეალური, იმწუთიერი, რაც შესაძლოა გამოიხატოს სიტყვიერად, ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღის დემონსტრირებით, ჟესტიკულაციით და ა.შ. რაც მთავარია დაზარალებული ამ ყველაფერს უნდა აღიქვამდეს რეალურად და მიიჩნევდეს, რომ თუ ქონების დაუფლებაში შეეწინააღმდეგება თავდამსხმელს, თავდამსხმელმა შესაძლოა მუქარა რეალურად განახორციელოს.
ამასთან, ყაჩაღობა ფორმალური დანაშაულების შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება, რაც იმას გულისხმობს, რომ იგი დამთავრებულად ითვლება ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება.
მოცემულ შემთხვევაში ყაჩაღობის ჩადენისას ა-–--------------–---ემ თამუნა და ქ-----------------ნავების წინაშე მოახდინა დანების დემონსტრირება, რის შედეგადაც სუპერმარკეტ ,,თორდში“ დაეუფლა ,,მარენგოს“ ფირმის ერთ ცალ შამპანურს. იგი თავდასხმისას ქე--------------------ს დაემუქრა, არ გამოეძახა არავინ, თორემ აჩეხავდა. აღნიშნული მუქარა დაზარალებულებმა აღიქვეს რეალურად, რითაც ა-–--------------–---ემ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, განახორციელა თავდასხმა.
ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ თითქოს ა-–--------------–----ს ქმედება არ შეიცავს ყაჩაღობის ნიშნებს, ვინაიდან ბრალდებულმა დანების დემონსტრირებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა შამპანური, რითაც მან ჩაიდინა ყაჩაღობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა-–--------------–---ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, არაერთგზის (დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტით) - და სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მას მსჯავრი.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ა-–--------------–---ე არის შეზღუდული შერაცხადი (იხ. სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის №------------ასკვნა), ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. რაც შეეხება მის ნასამართლობას, აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას, რასაც სასამართლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ვერ განიხილავს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა-–--------------–---ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
ა-–--------------–---ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 5 თებერვლიდან.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული სუნის ნიმუში, მინის ბოთლი და ქილა სითხით, ანაწმენდები და ხელის კვლები, ასევე ა-–--------------–----ს ნერწყვის და სუნის ნიმუში, - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე
ლ. ორკოდაშვილი