განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/2547-19
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ-------- ტ----–---
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ა-–---------- ა------- ძე თ------–---–ი - საქართველოს მოქალაქე, პირადი #2----------, დაბადებული 1--- წლის 2------------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ-------- ს------–- თ-----------, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ვ---------–---- მ-----/რ-ნი, კორპუსი #--, ბინა #2-
ადვოკატი - ჯ---–----- ხ----------
კვალიფიკაცია:
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის და სამი პირის მიმართ).
2- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2019 წლის იანვრიდან - 2019 წლის 5 აპრილის ჩათვლით, თ---–--–-- ვ---------–---- მ-----/რ-ნი, კორპუსი #--, ბინა #--–- ა-–---------- თ------–---–ი სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - თ----- მ--–----ეს და არასრულწლოვან შვილებს - ა------------ თ------–---–ებს. კერძოდ: აგინებდა მათ და უწოდებდა უწმაწურ სიტყვებს, აღნიშნულმა ქმედებებმა გამოიწვია დაზარალებულების ტანჯვა.
1.2- 2019 წლის 5 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე, თ---–--–-- ვ---------–---- მ-----/რ-ნი, კორპუსი #--, ბინა #--–- ა-–---------- თ------–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - თ----- მ--–----ეს, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2- ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის და სამი პირის მიმართ
2-1. 2019 წლის 5 აპრილს, სსიპ „112-ში“ შევიდა შეტყობინება (რეგისტრაციის #8-----), შეტყობინების ინიციატორი იყო თ----- მ--–----ე, რომელიც აცხადებდა, რომ ნასვამი მეუღლე უნგრევს კარებს.
2-2- გამომძიებლის რ----- ხ-------–---–ის ჩვენებით, თ----- მ--–----ემ გამოკითხვის პროცესში აღნიშნა, რო
მ მეუღლე ა-–---------- თ------–---–ი სისტემატურად სვამდა ალკოჰოლურ სასმელს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ბავშვების თანდასწრებით.
2-3. დეტექტივ - გამომძიებლის მ------ გ-------–---–ის ჩვენებით, თ----- მ--–----ის მოთხოვნის საფუძველზე, გამოსცა შემაკავებელი ორდერი და შეადგინა შემაკავებელი ორდერის ოქმი.
2-4. მოწმე მ------ გ-------–---–ის ჩვენებით და საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2019 წლის 5 აპრილს, გამოიცა შემაკავებელი ორდერი ა-–---------- თ------–---–ის მიმართ. შემაკავებელი ორდერის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს თ----- მ--–----ე, - ინციდენტის ფაბულაში მითითებულია, რომ ა-–---------- თ------–---–მა 2019 წლის 5 აპრილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თ----- მ--–----ეს.
2-5.გამომძიებელ ი-----–- ჯ------ის ჩვენებით, გამოძიებაში გამოკითხა არასრულწლოვნები ანი თ------–---–ი და მ---- თ------–---–ი. ბავშვებმა გამოკითხვის პროცესში აღნიშნეს, რომ მამა ა-–---------- თ------–---–ი ხშირად სვამს ალკოჰოლურ სასმელს, სახლში ჩხუბობს და მათ აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოწმის ჩვენებით არასრულწლოვნების და თ----- მ--–----ის მიერ გამოკითხვის პროცესში მიწოდებული ინფორმაციიდან გამომდინარე დანიშნა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა.
2-6. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #5--------- დასკვნის თანახმად, თ----- მ--–----ემ ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით, ა-–---------- თ------–---–ის ქმედებების შედეგად არ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
2-7. დაზარალებულმა თ----- მ--–----ემ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მეუღლის, ა-–---------- თ------–---–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
2-8. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, მ---- თ------–---–მა ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით, ა-–---------- თ------–---–ის ქმედებების შედეგად არ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
2-9. დაზარალებულმა მ---- თ------–---–მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მამის, ა-–---------- თ------–---–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
2-10. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად, ანი თ------–---–მა ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით, ა-–---------- თ------–---–ის ქმედებების შედეგად არ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
2-11. დაზარალებულმა ანი თ------–---–მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მამის, ა-–---------- თ------–---–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
2-12- დასახელებული ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნების ავტორმა - ექსპერტმა მ----- ბ------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნების შედეგების სისწორე და კატეგორიულობა და ზეპირ ჩვენებაში დამატებით მიუთითა, რომ არცერთ გამოკვლეულ პირს ა-–---------- თ------–---–ის ქმედებების შედეგად არ განუცდია ფსიქოლოგიური ტანჯვა.
2-13.ბრალდებულმა ა-–---------- თ------–---–მა შესავალ და დასკვნით სიტყვაში გამორიცხა მისი მხრიდან ოჯახის წევრებზე სისტემატური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი.
2-14. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ზემოთდასახელებული მტკიცებულებების საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ა-–---------- თ------–---–ის მიერ ოჯახში სისტემატური შეურაცხყოფის ჩადენის ფაქტი.
მუქარა
2-15. გამომძიებლის რ----- ხ-------–---–ის ჩვენებით, თ----- მ--–----ე გამოკითხვის პროცესში აცხადებდა, რომ მეუღლე ა-–---------- თ------–---–ი სისტემატურად სვამდა ალკოჰოლურ სასმელს და ნასვამი ემუქრებოდა.
2-16. მოწმე მ------ გ-------–---–ის ჩვენებით და საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2019 წლის 5 აპრილს გამოცემულ შემაკავებელი ორდერის ოქმში თ----- მ--–----ის ზეპირი ინფორმაციის საფუძველზე მიეთითა, რომ მეუღლე თითქმის ყოველი კონფლიქტის დროს ემუქრება მოკვლით. სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ შემაკავებელი ორდერის ოქმში არ არის იდენტიფიცირებული ყოველი კონფლიქტის დრო და მუქარის ჩადენის კონკრეტული თარიღი, ეს იყო 5 აპრილი როგორც ა. თ------–---–ის ბრალდების შესახებ დადგენილებაშია მითითებული, თუ სხვა ხანდაზმული დრო.
2-17.გამომძიებელ ი-----–- ჯ------ის ჩვენებით, გამოძიებაში დამატებით გამოკითხა თ----- მ--–----ე, ამ უკანასკნელმა დამატებითი გამოკითხვის დროს დააზუსტა მუქარის შინაარსი და აღნიშნულის ირგვლივ აღნიშნა, რომ მეუღლე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
2-18. დაზარალებულმა თ----- მ--–----ემ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მეუღლის, ა-–---------- თ------–---–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
2-19.ბრალდებულმა ა-–---------- თ------–---–მა შესავალ და დასკვნით სიტყვაში გამორიცხა მისი მხრიდან მუქარის ჩადენის ფაქტი.
2-20.განსახილველ ეპიზოდშიც, საკმ----ს პირდაპირ მტკიცებულებათა არარსებობის გამო, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ა-–---------- თ------–---–ის მიერ მუქარის ჩადენის ფაქტი.
2-21.ბრალდების მხარის პოზიციათა ანალიზი:
2-21.1.პროკურორის არგუმენტი, რომ გამოკვლეული მტკიცებულებები საკმ----სია სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენის მისაღებად, სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა. სისტემატური შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება. აღნიშნული ქმედება რომ დასჯადად იქნეს მიჩნეული, სავალდებულოა ორი კომპონენტი. ერთი - ის ჩადენილი უნდა იქნეს ოჯახში და მეორე - უნდა გააჩნდეს სისტემატური ხასიათი. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს, რომ შეურაცხყოფის ფაქტს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ადგილი უნდა ჰქონდეს მინიმუმ სამჯერ დროის მცირე ინტერვალის დაშორებით და ყოველი მომდევნო შეურაცხყოფის დროს მსხვერპლს არ უნდა ჰქონდეს განელებული წინა შეურაცხყოფის ნიადაგზე განცდილი ტანჯვა. სხდომაზე არ გამოკვლეულა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ოჯახში სისტემატური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს თ----- მ--–----ის და არასრულწლოვანი ა------------ თ------–---–ების მიმართ. მხოლოდ გამომძიებლების ირიბი ჩვენებები ვერ გახდება საფუძველი სისტემატური შეურაცხყოფის მატერიალური ფაქტის დასადგენად. ბრალდების მხარის მითითება მასზედ, რომ სასამართლომ ბრალეულობის დასადასტურებლად მხედველობაში მიიღოს 2018 წელს ა-–---------- თ------–---–ის მიმართ ორჯერ გამოცემული შემაკავებელი ორდერი, სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა, დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ 2018 წლის 2 მარტს და 2018 წლის 15 ნოემბერს ნამდვილად იქნა გამოცემული შემაკავებელი ორდერები ა-–---------- თ------–---–ის მიმართ თ----- მ--–----ეზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, თუმცა შემაკავებელი ორდერების ოქმებში მითითებული თარიღები და ფაქტობრივი გარემოებები ვერ გახდება პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში დასახელებულ პერიოდში 2019 წლის იანვრიდან - 2019 წლის 5 აპრილის ჩათვლით დანაშაულის მამტკიცებელი გარემოება არათუ არასრულწლოვნების, არამედ თ----- მ--–----ის მიმართაც. აქვე სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თ----- მ--–----ე 2019 წლის 5 აპრილს გამოცემულ შემაკავებელი ორდერის ოქმში აქცენტს აკეთებს მხოლოდ ერთჯერად სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, რომელიც განხორციელდა ორდერის გამოცემის დღეს 5 აპრილს და არ საუბრობს სხვა ფაქტებზე და სხვა პირების, ამ შემთხვევაში არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ სისტემატურ შეურაცხყოფაზე. რაც შეეხება დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელ კომპონენტს ფსიქოლოგიურ ტანჯვას, აღნიშნული პოტენციურად უნდა დადასტურდეს დაზარალებულის ჩვენებით ან/და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ან ერთობლივად, განსახილველ ეპიზოდში დაზარალებულის სტატუსის მატარებელმა არცერთმა პირმა სასამართლოს ჩვენება არ მისცა, ხოლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით კატეგორიულად გამოირიცხა ტანჯვის განცდის ფაქტი, გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას დადასტურებულად მიიჩნიოს ფსიქოლოგიური ტანჯვის კომპონენტი. პროკურორის არგუმენტი, რომ სისტემატური შეურაცხყოფიდან - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებამდე განვლილმა დრომ გაანეიტრალა დაზარალებულებში ფსიქოლოგიური ტანჯვის ელემენტი, გაბათილდა ექსპერტის მ----- ბ------ის ზეპირი ჩვენებით. მ----- ბ------ემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ პროკურორის მიერ დასახელებულ პერიოდში 2-3 კვირაში ობიექტურად არ ნელდება ტანჯვა, თუკი იგი პირს ნამდვილად მიადგა სისტემატური შეურაცხყოფის შედეგად. ექსპერტმა ასევე განაცხადა, რომ ექსპერიმენტულ - ფსიქოლოგიური გამოკვლევის პროცესში შესამოწმებელი პირის კლინიკური საუბრის შედარება ხდება გამოსაკვლევ პირთან ჩატარებულ ტესტთან (საუბარია ლუშერის ტესტზე), ასე განხორციელდა განსახილველ შემთხვევაშიც და სწორედ ტესტის საფუძველზე, რომელიც გამორიცხავს ცდომილებას, - არ დადგინდა ფსიქოლოგიური ტანჯვის შემადგენლობა.
2-21.2- სასამართლო ასევე არ იზიარებს პროკურორის არგუმენტს მუქარის ეპიზოდში მტკიცებულებების საკმ----სობასთან მიმართებაში. სასამართლო ხაზს უსვამს მუქარის შემადგენლობას და განმარტავს, რომ ამ დანაშაულისგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მსხვერპლში შიშის საფუძვლიანობის შესაფასებლად სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური კრიტერიუმებით, კერძოდ ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მუქარის გამოხატვის გარეგნული ფორმა და შინაარსი, რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმს, უნდა დადგინდეს მსხვერპლს სუბიექტურად შეეშინდა თუ არა და გაუჩნდა თუ არა მუქარის რეალურად განხორციელების საფუძვლიანი შიში. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულმა თ----- მ--–----ემ სასამართლოს ჩვენება არ მისცა, აღნიშნულის საპირწონედ სასამართლო სხდომაზე არ იქნა გამოკვლეული პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სხვა პირდაპირ ან/და გარემოებით მტკიცებულებებთან ერთად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მუქარის მატერიალურ ფაქტს.
2-21.3. სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ოჯახური დანაშაულის კატეგორიის საქმეებში მნიშვნელოვანია გამოვლინდეს თუ ვინ სთხოვს სახელმწიფოს დახმარებას და პირველად შეტყობინებაში რა ინფორმაციას აჟღერებს შეტყობინების ინიციატორი. განსახილველ საქმეში დადასტურდა, რომ ,,112-ში“ შეტყობინების ინიციატორი იყო თ----- მ--–----ე, თუმცა შეტყობინებაში იგი არ უთითებს მუქარაზე ან/და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, მის მიერ მითითება მასზედ, რომ ,,ნასვამი მეუღლე კარებს უნგრევს“, მსხვერპლთან ამ წინადადების შინაარსის გარკვევის გარეშე ძნელია დადგენა, თუ რას გულისხმობდა ინიციატორი სიტყვებში ,, კარებს უნგრევს’’, იგულისხმა ქონების განადგურება თუ სიცოცხლის მოსპობა. წინადადება ,,ნასვამი მეუღლე კარებს უნგრევს“ იძლევა შინაარსის ინტერპრეტაციის საშუალებას და ამის დასტურია ისიც, რომ ,,კარების ნგრევა“ პროკურორმა აღიქვა, როგორც ნასვამი კაცის მხრიდან კარებზე ბრახუნი, კარებზე ბრახუნი კი არ არის საკმ----სი მუქარის ან ფსიქოლოგიური ძალადობის დასადასტურებლად.
2-21.4.სასამართლო განმარტავს, რომ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის #№1/1/548 გადაწყვეტილებით, ასევე საერთაშორისო სტანდარტებითა და პრინციპებით, გამონაკლის შემთხვევებში დასაშვებია ირიბი ჩვენების გამოყენება, თუმცაღა, მხოლოდ ირიბი ჩვენება არ უნდა იყოს ერთადერთი და გადამწყვეტი პირის მსჯავრდებისთვის. მოწმე გამომძიებლების - ი-----–- ჯ------ის, რ----- ხ-------–---–ის და მ------ გ-------–---–ის ზეპირი ჩვენებები მათი შინაარსიდან გამომდინარე წარმოადგენენ ირიბ მტკიცებულებებს, რაც არ არის საკმ----სი გამამტყუნებელი განაჩენის მისაღებად.
2-21.5. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მიზნები მოითხოვს მოძალადე ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის სერიოზულობის გათვალისწინებით. ამავე დროს, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ პირის მსჯავრდება არ უნდა მოხდეს ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს, ეროვნული კანონმდებლობის და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლებების დარღვევის ხარჯზე. პირის მსჯავრდება საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ა-–---------- თ------–---–ის ბრალეულობაში.
3.2- გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტისთვის მტკიცებულებათა არასაკმ----სობის გამო, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ა-–---------- თ------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ა-–---------- თ------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2-გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით ა-–---------- თ------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და გამართლებული პირი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან.
3. ა-–---------- თ------–---–ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა