განაჩენი

სისხლის სამართლის 12.11.2019
საქმის ნომერი
330100119003244623
თარიღი
12.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/4919-19

გამოძიების №------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი

განხილვის კოლეგიის მოსამართლე დავით მგელიაშვილმა

 

სხდომის მდივნის – ლელა აბალიშვილის,სახელმწიფო ბრალმდებელის – ლ---------–-----

ადვოკატის - დ---------------

ბრალდებულების – მ-------------–------ და ლ-------------

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:

მ-------------------------–-------–------- დაბადებულის - 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, ტექნიკური განათლების მქონის, დაოჯახებელის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: გ-------------------–------–-------–----------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–---------–----------------------------------------ში მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

ლ-------------------–----------, დაბადებულის - 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქის, პირადი N------------ საშუალო განათლების მქონის, ქვრივის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: გ---–-----–------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–----------------------–--–----------------------------ში მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულებს - მ-------------–------ და ლ------------ ბრალი ედებათ მასში, რომ ჩაიდინეს სამეწარემეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

თბილისში, კ----------------–--–----------------------------ში მცხოვრებმა ლ------------მ, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, გადაწყვიტა რეგისტრაციის გარეშე სამეწარმეო საქმიანობა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ლ------------ 2013 - 2018 წლებში, ცალკე ფიზიკურ პირებზე - ვ----------------–---–ზე, გ-------------------, ნ----------------ე, ა-–--–-------–---–--ე, მ---------------–---–--–---–ზე, ე----------------–---ზე, მ-------–--------ე, მ---------------ე, ლ-------------------, ლ---–------–------ზე, ე-–------------–---–--ე, მ----------–---------ე, მ---------------–--ე, მ------------–-–---–--ე, ასევე შპს ,---------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე გასცემდა თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით, რის საფუძველზეც მიიღო 46 864.88 ლარის დიდი ოდენობით შემოსავალი, რაზეც არ წარადგინა შესაბამისი დეკლარაციები და ამით სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი 9 336.87 ლარის ოდენობით.

ასევე, თბილისში, ჰ---–----------------------------ში მცხოვრებმა მ-------------–-----მ, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, გადაწყვიტა რეგისტრაციის გარეშე სამეწარმეო საქმიანობა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, მ-------------–----- 2016 - 2018 წლებში, ცალკე ფიზიკურ პირებზე - ვ----------------–---–ზე, ანტონ რობაქიძეზე, გ-------------------, ნ----------------ე, ა-–--–-------–---–--ე, ლ--–--------–--–-–---–--ე, ლ--------------–---–--ე, ნ-----–------–---–-----ე, დ-----------------ე და კ--------------ე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე გასცემდა თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას, მ-------------–----- ეწეოდა გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე. ამგვარი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მან საპროცენტო სარგებლის სახით მიიღო 15.766 ლარის დიდი ოდენობით შემოსავალი, რაზეც არ წარადგინა შესაბამისი დეკლარაციები და ამით სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი 3 044 ლარის ოდენობით.

ბრალდებულებმა: მ-------------–-----მ და ლ------------მ აღიარეს მათ მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება და სადავოდ არ გაუხდიათ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება. კერძოდ, ბრალდებულების აღიარებითი და მოწმეთა ჩვენებები, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული კორესპონდენცია, ვებგვერდების დათვალიერების ოქმები, 2019 წლის 2--------–-- სპეციალური გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტისა და 2019 წლის 2-------- შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტები, რომლებიც საფუძვლად დაედო მათ ბრალდებას.

ამრიგად, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი და საქმეში არსებული ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულებმა: მ-------------–-----მ და ლ------------მ ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 192 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

მ-------------–------ და ლ------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლეს გამოძიებასთან და ხელი შეუწყეს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

მ-------------–------ და ლ------------- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნიათ.

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულთა მიერ ჩადენილი ქმედების მოტივს, მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას.

აღნიშნულ გარემოებათა და საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულებს - მ-------------–------ და ლ------------ს უნდა დაენიშნოთ შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმის სახით, ვინაიდან აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ------------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

2. ლ------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

3. მ-------------–----- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარი ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

4. მ-------------–------ მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე

დავით მგელიაშვილი