განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/4006-19
გამოძიების №------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი
განხილვის კოლეგიის მოსამართლე დავით მგელიაშვილმა
სხდომის მდივნის – ლელა აბალიშვილის,სახელმწიფო ბრალმდებელის – თ--------------–-----
ადვოკატის - მ-------–-------
ბრალდებულის – თ---------------–------
თარჯიმნის - ვ-----–---------------
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:
თ-----------–------------–------ დაბადებულის - 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონის, განქორწინებულის, ნასამართლევის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: მ–------------------------–-–--------–- მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულ თ--------------–---ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2---------- განაჩენით თ--------------–---ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ორი ეპიზოდი) და საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
2019 წლის 03 აგვისტოს თ--------------–---ს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაუდგინდა ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარების ფაქტი.
ჩადენილი ქმედებისათვის თ--------------–---ი 2019 წლის 17 აგვისტოს დადგენილებით მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით და წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით.
ბრალდებულმა თ--------------–---მა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება და სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება. კერძოდ, ბრალდებულის აღიარებითი და მოწმეთა ჩვენებები, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2---------- განაჩენი და ნარკოლოგიური შემოწმების №------- დასკვნა, რომლებიც საფუძვლად დაედო მის ბრალდებას.
ამრიგად, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი და საქმეში არსებული ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა თ--------------–---მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
თ--------------–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა, მოინანია ჩადენილი დანაშაული და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
თ--------------–---ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ ბრალად შერაცხული ქმედება გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე ჩაიდინა.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოტივს, მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას.
აღნიშნულ გარემოებათა და საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულ თ--------------–---ს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი ჯარიმის სახით, ვინაიდან აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და
<
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ--------------–---ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2200 (ორიათას ორასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად (დაკავებაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2019 წლის 03 აგვისტოდან 2019 წლის 04 აგვისტოს ჩათვლით) შეუმცირდეს და საბოლოოდ, განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. თ--------------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
3. თ--------------–---ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
4. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
5. ნივთმტკიცება:
- თ--------------–---ის პირადი ჩხრეკისას ჯიბიდან ამოღებული პოლიეთილენის პაკეტში არსებული სამი ცალი ინსულინის შპრიცი, ერთ ცალ ინსულინის შპრიცში არსებული გამჭირვალე სითხით, მინის ქილა, მასში მოთავსებული თეთრი ფერის ფხვიერი ნივთიერებით, სამი ცალი მოყვითალო ფერის აბი და ასევე, პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული 45 ცალი მოყვითალო ფერის აბი - 1 პაკეტად დალუქული, რომლებიც ინახება თბილისის ი----------------------------–-------- განყოფილებაში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დავით მგელიაშვილი