განაჩენი

სისხლის სამართლის 29.11.2019
საქმის ნომერი
340100119003253191
დავის ტიპი
120
თარიღი
29.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100119003253191

N1/205-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 ნოემბერი, 2019 წელი ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის შალვა ნიკვაშვილის

ბრალდებულ - ნ-------- თ--–-----ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №-------------

 

ბრალდებული: ნ-------- თ--–-----ე

მამის სახელი: ფ----------

დაბადებული:------–-–----------------–-

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: გ-----------------–----–---------------–---------

ფაქტობრივად მცხოვრები: გ-----------------–----–---------------–---------

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კვალიფიკაცია: ნ-------- თ--–-----ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 19 სექტემბერს, დაახლოებით 15:40 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ ნ-----ში, გ------- ნ-------–---–ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუჩაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნ-------- თ--–-----ემ სახის არეში თავი ერთხელ დაარტყა ნ---- ნ-------–---–ს, რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, მისი ხანმოკლე მოშლით.

 

ნ-------- თ--–-----ეს ჩადენილი ქმედებისთვის 2019 წლის 30 სექტემბერს წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 19 სექტემბერს, დაახლოებით 15:40 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ ნ-----ში, გ------- ნ-------–---–ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუჩაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნ-------- თ--–-----ემ სახის არეში თავი ერთხელ დაარტყა ნ---- ნ-------–---–ს, რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, მისი ხანმოკლე მოშლით.

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია

 

მხარეთა მიერ არსებითი განხილვის სხდომაზე შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ ნ---- ნ-------–---–ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების - ვ------- მ------–-–---–ის, გ------- გ--–-–---–ის, ნ------ ბ----–---–ის, თავად ბრალდებულ ნ-------- თ--–-----ის გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ნ-------- თ--–-----ემ სახის არეში თავი ერთხელ დაარტყა ნ---- ნ-------–---–ს, რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, მისი ხანმოკლე მოშლით.

 

ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, გამოიხატება მხოლოდ განზრახ მოქმედებაში. ამასთან აუცილებელია, რომ აღნიშნულმა მოქმედებამ გამოიწვოს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ-------- თ--–-----ემ სახის არეში თავი ერთხელ დაარტყა ნ---- ნ-------–---–ს, რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, მისი ხანმოკლე მოშლით.

 

სამართლებრივი შეფასება

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-------- თ--–-----ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ნ-------- თ--–-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

ნ-------- თ--–-----ის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ნ-------- თ--–-----ე, აღიარებს ჩადენილ ქმედებას.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ნ-------- თ--–-----ის პიროვნულ მახასიათებელზე, კერძოდ იმ ფაქტზე, რომ ნ-------- თ--–-----ე წარსულში ნასამართლევია არაერთი ძალადობრივი დანაშაულისათვის. მის მიმართ, გამოყენებული იქნა როგორც ამნისტია, ასევე შეწყალება, თუმცა მიუხედავად ამისა, მან კვლავ ჩაიდინა ძალადობრივი დანაშაული.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ნ-------- თ--–-----ის მიმართ სასჯელის სახით გამოყენებული იქნეს თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, არსებობს ყველა საჭირო გარემოება, რომ ნ-------- თ--–-----ეს დანიშნული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

1. ნ-------- თ--–-----ეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 2000 (ორი ათასი) ლარი. რაც ბრალდებულის მიერ უზრუნველყოფილია ფულადი თანხით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ნ-------- თ--–-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით შეტანილი ფულადი თანხა, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტანს.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი