განაჩენი

სისხლის სამართლის 31.10.2019
საქმის ნომერი
330100119003231844
თარიღი
31.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/4785-19

(N-------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

31 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - ნათია ნებაძე,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ა------–----ე,დაცვის მხარე:

ბრალდებული - ი-----ი შ------ ძე ზ-------–---–ი დაბადებული 1----–-–------------------, პ/ნ 0---------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული თბილისი, ა-–---–-------------–------------------------------------6, ფაქტობრივად მცხოვრები თბილისში, აე---------------------–-------------------------

ადვოკატი - ბ-----------ე,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი,სხდომის სახე - ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ-ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1.სასამართლომ დადგენლად ცნო:

1.1 ა-------------ე ი----- ზ-------–---–თან ერთად 5 წელია რაც იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში და 2015 წელს დაბადებულ შვილთან ნ-----–---- ზ-------–---–თან ერთად ცხოვრობს თბილისში, ა----------------------–--------------------–-. 2019 წლის 5 სექტემბერს, ღამის საათებში ხსენებულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკებისას უმნიშვნელო მიზეზით, არასრულწლოვანი შვილის ნ-----–---- ზ-------–---–ის თანდასწრებით, ი----- ზ-------–---–მა ა-------------ეს მუშტი დაარტყა მარჯვენა თვალის არეში და ასევე მარჯვენა მკლავის არეში დაარტყა ხელი.

 

2. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

2.1 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

2.2 მხარეებმა წარდგენილი მტკიცებულებები გახადეს უდავოდ, რაც სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

2.3 სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმა არ შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სასამართლო შენიშნავს, რომ უფლებაზე უარის თქმა, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია განხორციელდეს აშკარა ფორმით და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური დაცვის გარანტიები. ამასთან დამატებით უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1 მტკიცებულების შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა, ბრალდებულის აღიარება შეიძლება შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დაედოს საფუძვლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაკმაყოფილებისათვის. საკმარისად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა პირველწყაროს წარმოადგენს არა მხოლოდ ბრალდებულის აღიარება, არამედ ბრალდებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებელი სხვა მტკიცებულებითი ინფორმაციის წყაროები.

3.2 საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული.

3.3 ი----- ზ-------–---–ის აღიარება დასტურდება დაზარალებულის ა-------------ის, მოწმეთა: დ-------------------------------------------------–----------- გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შემაკავებელი ორდერით, ასევე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა ოქმებით.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

4.2 დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ი----- ზ-------–---–მა არასრულწლოვანი შვილის ნ-----–---- ზ-------–---–ის თანდასწრებით მას მუშტი დაარტყა მარჯვენა თვალის არეში, ხოლო მარჯვენა მკლავის არეში დაარტყა ხელი რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

4.3 ა-------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ბრალდებულთან არის შერიგებული და არ გააჩნია მის მიმართ პრეტენზია. მანვე მიუთითა, რომ ი----- ზ-------–---–ი არის მზრუნველი მამა, მეუღლე და არსებულ ფაქტს სხვა დროს ადგილი არ ჰქონია.

4.4 დაზარალებულის გამოკითხვის ოქმს ადასტურებენ, მოწმეები: დ-----------------------------------------------–---------ე, ასევე, სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად: - ა-------------ეს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

4.5 ამდენად, დაზარალებულის ჩვენება თავსებადია როგორც ბრალდებულის ჩვენებასთან, ასევე საქმეზე უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებთან, რომელთა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ი----- ზ-------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1 ი----- ზ-------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა ჩადენილი დანაშაული, დაზარალებული შერიგებულია და ითხოვა კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელება, ხასიათდება დადებითად, მონაწილეობა აქვს მიღებული ს-------–--- ტერიტორიაზე საქართველოს ერთიანობისათვის მიმადინარე 2--- წლის საბრძოლო მოქმედებებში, მას დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1 სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

6.2 ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

6.3 სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 267-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი----- ზ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

2. ი----- ზ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2----–-–---------------------------–-–---------------------------–--- პერიოდი;

3. გაუქმდეს ი----- ზ-------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 20---–-–-------------------------------- გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზში;

 

4. მსჯავრდებულის ი----- ზ-------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე :

/ლელა ნოზაძე/