განაჩენი

სისხლის სამართლის 31.10.2019
საქმის ნომერი
330100119003111520
თარიღი
31.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/3393-19

(N-------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

31 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - ნათია ნებაძე,ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ------- გ-----–-ძე,დაცვის მხარე:

ბრალდებული მ-------- მ-------ის ძე მ----–--- - დაბადებული 1----–-–-------------, პ/ნ 5----------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული ჭ---------–------------–---–------------, ფაქტობრივად მცხოვრები თბილისში, ღ--------–----------------–------------

 

ბრალდებული ა------ ა------ის ძე მ----–--- - დაბადებული 1----–-–---------------- პ/ნ 0----------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები თ---–--–----------------------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით,სხდომის სახე - ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ-ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1.სასამართლომ დადგენლად ცნო:

 

2----–-–------------–-, ღამის საათებში, თბილისში, ც------------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ა------ მ----–---, ბიძაშვილ მ------- მ----–---სთან ერთად გადაადგილდებოდა, ამ უკანასკნელის მართვის ქვეს მყოფი ავტომანქანით, რა დროსაც მათ სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ კ------- კ--–----თან, რომელიც მეგობრებთან _ გ------- ს---–---–--ან, ლ---- გ-------–----თან და ლ---- ც----–-–---–თან ერთად ფეხით იმყოფებოდა. მათ შორის მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისირებაში, რა დროსაც მ------- მ----–---მ ავტომანქანაში თანნაქონი ე.წ. ,,ბესიბოლის“ ჯოხი, ჯერ გ------- ს---–---–ს ერთხელ დაარტყა მარჯვენა ხელის არეში, შემდეგ ლ---- ც----–-–---–ს ერთხელ დაარტყა მარცხენა მკლავის არეში, ა------ მ----–---მ და მ------- მ----–---მ, კ------- კ--–---- ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ა------ მ----–---მ კ------- კ--–---- ხელები დაარტყა სახესა და სხეულის სხვადასხვა ადგილზე, ხოლო მ------- მ----–---მ ავტომანქანაში თანნაქონი ე.წ ,,ბეისბოლის“ ჯოხი დაარტყა მარცხენა ხელის არეში.

 

2. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

2.1 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

2.2 მხარეებმა წარდგენილი მტკიცებულებები გახადეს უდავოდ, რაც სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

2.3 სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმა არ შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სასამართლო შენიშნავს, რომ უფლებაზე უარის თქმა, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია განხორციელდეს აშკარა ფორმით და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური დაცვის გარანტიები. ამასთან დამატებით უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1მტკიცებულების შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა, ბრალდებულის აღიარება შეიძლება შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დაედოს საფუძვლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაკმაყოფილებისათვის. საკმარისად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა პირველწყაროს წარმოადგენს არა მხოლოდ ბრალდებულის აღიარება, არამედ ბრალდებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებელი სხვა მტკიცებულებითი ინფორმაციის წყაროები.

3.2 საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული.

3.3 ა------ მ----–-ძისა და მ------- მ----–-ძის აღიარება დასტურდება დაზარალებულების კ------- კ--–--ის, გ------------–---–--, ლ---- ც----–-–---–ის, მოწმეთა შ--–------------ს, დ---------------ის, ლ-------------–----- გ-----–------- გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ამოღების ოქმით, ასევე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა ოქმებით.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

4.2 კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ძალადობა ჯგუფურად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ხოლო ამავე მუხლის 11-ე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ.

 

4.3 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ კ------- კ--–---- პირადი სამედიცინო შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები მარცხენა მტევნის მიდამოში ორი სისხლნაჟღენთის და ცხვირის ზურგზე ნაჭდევის სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და როგორც ცალკ-ცალკე ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

4.4 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გ------- ს---–---–ს აღენიშნებოდა ნაჭდევები მარცხენა ყვრიმალის და მარცხენა მტევნის მე-3 თითის მიდამოებში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და როგორც ცალკ-ცალკე ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

4.5 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ლ---- ც----–-–---–ს დაესვა დიაგნოზი: თავის ტვინის შერყევა, იდაყვის დაჟეჟილობა. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

4.6. დაზარალებულების კ------- კ--–--ის, გ------------–---–--ა და ლ---- ც----–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ ა------ და მ------- მ----–---ებმა მათ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რითაც განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

4.7 დაზარალებულის ჩვენებას ადასტურებს, ასევე შ--–------------ს, დ---------------ის, ლ-------------–----- გ-----–------- გამოკითხვის ოქმები, რაც ა------ მ----–---ს და მ------- მ----–---ს სადაოდ არ გაუხდიათ და დაეთანხმნენ ამავე მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს.

4.8 სასამართლო თვლის, რომ საქმეზე უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ა------ მ----–---მ ჩაიდინა ძალადობა ჯგუფურად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მ------- მ----–---მ ჩაიდინა ძალადობა ჯგუფურად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად ორი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1 ა------ მ----–---ს და მ------- მ----–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარეს ჩადენილი დანაშაული; დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალებით არ არის დადგენილი.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1 სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

6.2 ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

6.3 სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 267-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მ-------- მ----–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით;

 

2.გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის განჩინებით მ------- მ----–-ძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს;

 

3.ა------ მ----–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით;

 

4.ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

5.ბეისბოლის ჯოხი განადგურდეს, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები ჩაწერილი 1(ერთ)ცალ დისკზე შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით, მ------- მ----–-ძისაგან და ა------ მ----–-ძისაგან ამოღებული ქურთუკები დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს;

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე :

/ლელა ნოზაძე/