განაჩენი

სისხლის სამართლის 06.11.2019
საქმის ნომერი
330100119003209502
თარიღი
06.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/4503-19

(N-------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

6 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - ნათია ნებაძე,ბრალდების მხარე:

სტაჟიორ-პროკურორი - გ--------–-–--–----

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ-------–----------------------ე დაბადებული 1----–-–--------------------------------- საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, თბილისი, გ---------------------------------------------–--

ადვოკატი - გ----------------–---–ი,კვალიფიკაცია - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი,სხდომის სახე - ღია,აღწერილობით - სამოტივაციო

ნაწილი :

 

სასამართლომ დადგენლად ცნო: - 2----–-–-------------, დაახლოებით 0------------ე, გ-------– ო------ე მართავდა ავტომანქანა ,--------------------- სახელმწიფო ნომრით E-------- და მოძრაობდა თბილისში, დ-----–---–--------------- მიმდებარედ. აღნიშნულ მონაკვეთზე მსვლელობისას გ-------– ო------ემ დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 21 პუნქტი 5-ის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და შეეჯახა ბეტონის კედელს, რა დროსაც მგზავრმა ე--------------------------ა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

მხარეებმა წარდგენილი მტკიცებულებები გახადეს უდავოდ, რაც სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გ-------– ო------ემ აღიარა ჩადენილი დანაშაული. სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულის აღიარება წარდგენილ ბრალდებაზე, სრულად თავსებადია გ-------– ო------ისა და ე-------------------------ის გამოკითხვის ოქმებით, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ ცნობით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და სქემით, სასამართლო-სამედიცინო, ტრასოლოგიური, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებით, ასევე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა ოქმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, რომელთა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ გ-------– ო------ემ ჩაიდინა ავტომობილის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ-------– ო------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა ჩადენილი დანაშაული, დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო თვლის, რომ გ-------– ო------ეს სასჯელის სახედ უნდა დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 267-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ-------– ო------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;

გაუქმდეს გ-------– ო------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------------- განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო;

ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე :

/ლელა ნოზაძე/