განაჩენი

სისხლის სამართლის 09.12.2019
საქმის ნომერი
330100119003294531
თარიღი
09.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/5555-19 (№------------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

9 დეკემბერი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა

და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ნინო ნაჭყებია

სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ც------ ც---–---ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - კ----- ვ-–--------ის ძე ვ----------ი - დაბადებული 1--- წლის 8----–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: თბილისი, დ----------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, მ---------–--------------------ში

 

ადვოკატი - ვ----– მ--------ე

 

თარჯიმანი - ხ------- ს------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 14 ნოემბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ.თბილისში, დ--------------ას ქუჩა №---ში, მფლობელის და მესაკუთრის მ----- რ-----–სის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შევიდა კ----- ვ----------ი, რითაც დაარღვია სხვისი მფლობელობის ხელშეუხებლობა.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მასალები.) ერთობლიობა კ----- ვ----------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლში აღნიშნულია, რომ არავის არა აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ბინაში და სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა, თუ არ არის გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული აუცილებლობა.

 

საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლით კრიმინალიზებულია ბინაში ან ხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, უკანონო ჩხრეკა ან სხვა ქმედება, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელის ხელშეუხებლობას.

 

ზ/აღნიშნული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა ითვალისწინებს ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონო შესვლას, უკანონო ჩხრეკას ან სხვა ქმედებას, რომელიც არღვევს მფლობელის ნების ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას. უკანონო შესვლად ჩაითვლება სხვა პირის ბინასა და სხვა მფლობელობაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოჩენა და ყოფნა. შესვლა უკანონოა იმ შემთხვევაში, თუ იგი ჩადენილია კანონმდებლობის დარღვევით. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დასადგენად აუცილებელია ზუსტად და ნათლად იყოს გამოხატული ბინის მეპატრონის ნება მასში სხვა პირის არასასურველი ყოფნის შესახებ.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ კ----- ვ----------მა ჩაიდინა სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა ე.ი. მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ სხვის მფლობელობაში უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს მფლობელობის ხელშეუხებლობას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

კ----- ვ----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ნასამართლობა.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ კ----- ვ----------ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ბრალის წარდგენის მომენტიდან დატოვა სადავო ბინა და ბრალად ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ კ----- ვ----------ის მიმართ ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, ამასთან სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

კ----- ვ----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო ნაჭყებია