განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/4308-19
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 ოქტომბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ელენე გოგუაძემ
ანა სოსელიას მდივნობით
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ი-----–--------ე,დაცვის მხარე:
ბრალდებული - კ------------------–--–---–ი, დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, (პირადი #-----------), ნასამართლობის არ მქონე, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----------–------------
ადვოკატი - კ--------------–---–ი,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი;
სხდომის სახე: ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
კ------------------–--–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ს 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 3 ივლისს, თბილისში, კ--------------------ის ქუჩაზე განთავსებულ წ-------------–------------–---------–--იის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავიანთი არასრულწლოვანი შვილის ლ---------–--–---–ის თანდასწრებით, კ------------------–--–---–მა ყოფილ მეუღლეს - თ-----------–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, კონფლიქტისას ყოფილი მეუღლის მიმართ გამოხატა აგრესია, აგინა დედის მისამართით და ყელში წაუჭირა ხელი, ამასთან რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. კ------------------–--–---–მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა კ------------------–--–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა კ------------------–--–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მტკიცებულებები დაზარალებულ თ-----------–---–ის ჩვენების გარდა მიიჩნია უდავოდ და მოითხოვა, რომ ისინი გამოკვლევის გარეშე დართოდა სისხლის სამართლის საქმეს. შესაბამისად საქმეში არსებულ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის შესაბამისად მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა და ისინი გამოკვლევის გარეშე დაერთო საქმეს მტკიცებულების სახით.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება:
დაზარალებულ თ-----------–---–ის ჩვენების თანახმად, კ------------------–--–---–ი არის მისი მეუღლე, რომელთან ერთადაც 15 წელი ცხოვრობდა და ჰყავთ ორი შვილი 15 წლის გოგო მ------- და 5 წლის ბიჭი ლ----. 2019 წლის 3 ივლისს გადაადგილდებოდნენ ავტომანქანით ის და მისი მეუღლე, უკან იჯდა მათი 5 წლის შვილი - ლ----. კ------------ე ელაპარაკებოდა ტელეფონზე ვიღაცას გაბრაზებული ტონით. ამ დროს მანაც დაუსვა კითხვები, რამაც ბრალდებულის გაღიზიანება გამოიწვია და ყელში წაუჭირა ხელი და ჩაარტყა თავში, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული დაზიანებები აღბეჭდა მისსავე ტელეფონში. ეს იყო მასსა და მის მეუღლეს შორის მომხდარი პირველი კონფლიქტის ფაქტი. კ------------ე შვილებისთვის არის იდეალური მამა. მათი პატარა შვილი ძალიან განიცდის, რომ მამას ხშირად ვერ ნახულობს. აპირებს მეუღლესთან შერიგებას. ითხოვს მისი მეუღლე მინიმალური სასჯელით დაისაჯოს.
ბრალდებულმა კ------------------–--–---–მა თავი შეიკავა სასამართლოში ჩვენების მიცემისგან, მაგრამ დააფიქსირა პოზიცია, რომ მას და მის მეუღლეს შორის მოხდა კონფლიქტი, რასაც ინანიებს. ეს იმან გამოიწვია, რომ აღელვებული იყო, აღარ განმეორდება მსგავსი ფაქტი.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადასტურებულია შემდეგი გარემოებები:
მოწმე გ--------------–-–---–ის ჩვენების თანახმად მუშაობს ძ---–-------–-----------------–----------------------–---ში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 6 აგვისტოს მისთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისში, კ--------------------ის ქუჩაზე მდებარე წ-------------–------------–---------–--იის მიმდებარე ტერიტორიაზე თ-----------–---–ის მიმართ ოჯახური ძალადობა განახორციელა კ------------------–--–---–მა. აღნიშნული ინფორმაციის შესახებ აცნობა ხელმძღვანელს. (ს.ფ. 11-13)
მოწმე გ-----------–---–ის ჩვენების თანახმად თ-----------–---–ი არის მისი შვილი. 2019 წლის 3 ივლისს საღამო ხანს სახლში მივიდა მისი შვილი თ-----------–---–ი პატარა შვილთან ლ----სთან ერთად. თ--ს ეტყობოდა ყელისა და სახის არეში ნაკაწრები. როდესაც იკითხა რა ხდებოდა, თ--მ უამბო, რომ გადაადგილდებოდა მეუღლესთან კ------------------–--–---–თან და მათ შვილთან ლ----სთან ერთად, რა დროსაც ქმართან მოუვიდა კამათი. კ------------ემ მას ჯერ ყელში წაუჭირა ხელი, ხოლო შემდეგ რამდენჯერმე მუშტი ჩაარტყა თავში. რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ საუბარს ესწრებოდა მისი მეუღლე ნ--------------–---–ი. (ს.ფ. 27-30)
ანალოგიური დაადასტურა მოწმე ნ--------------–---–მა. (ს.ფ. 30-32)
მოწმე კ----–------------ს ჩვენების თანახმად მუშაობს ძ---–-------–-----------------–----------------------–---ში დეტექტივის თანამდებობაზე. მის თანამშრომელ კ------------------ესთან ერთად ბრალდებულის სახით დააკავა კ------------------–--–---–ი, განუმარტა უფლებები ადგილზე შედგენილი იქნა დაკავების ოქმი. (ს.ფ. 33-35)
არასრუწლოვანი მოწმის ლ---------–--–---–ის ჩვენების თანახმად, მამამ დედას დაუწყო ჩხუბი, მამა დედას გუდავდა, ხელს უჭერდა ყელში და ცუდ სიტყვებს ეუბნებოდა, მანქანის წინა შუშა ჩაუმტვრია. ამ დროს ტელეფონში თამაშობდა, არ უნდა დაენახა ეს, მაგრამ მაინც დაინახა. მან დაიწყო ტირილი, რადგან დედა გადავიდა მანქანიდან და შეეშინდა. როდესაც დედა დაბრუნდა აღარ ეშინოდა. (ს.ფ.100-102)
2019 წლის 5 აგვისტოს თ-----------–---–ს განცხადების თანახმად, მეუღლემ კ------------------–--–---–მა 5 წლის შვილის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა (ს.ფ. 2)
2019 წლის 6 აგვისტოს N------ შემაკავებელი ორდერის თანახმად, კ------------------–--–---–ს ფიზიკური ძალადობის გამო, აეკრძალა მსხვერპლთან მიახლოება, ასევე აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, ასევე აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით (ს.ფ. 6-9)
2019 წლის 12 აგვისტოს თ-----------–---–ის განცხადების თანახმად (რომელსაც ერთვის 4 ცალი ფოტოსურათი), ინახავს ფოტოსურათებს მის კუთვნილ ტელეფონში, სადაც აღბეჭდილია მისი დაზიანების კვალი. (ს.ფ. 69-73)
2019 წლის 12 აგვისტოს მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა თ-----------–---–ის მობილური ტელეფონი, სადაც ინახება თ-----------–---–ის გამოსახულებით ფოტოსურათები. (ს.ფ. 75-80)
თ-----------–---–ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადების თანახმად, მეუღლის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია, ითხოვს მის მიმართ გამოყენებული იქნას კანონით გათვალისწინებული შეღავათები. (ს.ფ. 119-120)
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, კ------------------–--–---–ის მიერ თ-----------–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით არარელევანტურია და სასამართლო მათ არ მიმოიხილავს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსზე და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში.
მხარეთა შორის არასადაო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ კ------------------–--–---–ი და თ-----------–---–ი არიან ყოფილი მეუღლეები.
კ------------------–--–---–ის მიერ განხორციელებული ძალადობის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია დაზარალებულ თ-----------–---–ის და საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით. აღნიშნული ინფორმაციები თანხვედრაშია ერთმანეთთან და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. ასევე კ------------------–--–---–ის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები დასტურდება დაზარალებულის განცხადებით, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმითა და შემაკავებელი ორდერით, რომლებიც მხარეების მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული და ისინი არ გამოკვლეულა საქმის არსებითი განხილვისას, თუმცა სასამართლო, გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელ, მტკიცებულებათა ერთობლიობის ჭრილში, ითვალისწინებს ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს. თ-----------–---–ის ჩვენების თანახმად 2019 წლის 3 ივლისს მისმა მეუღლემ კ------------------–--–---–მა ყელში წაუჭირა ხელი და რამდენჯერმე ხელი ჩაარტყა თავში, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დაადასტურა ასევე არასრუწლოვანმა ლ---------–--–---–მა, რომელმაც განმარტა, რომ მამა დედას გუდავდა და ცუდს სიტყვებს ეუბნებოდა. აღნიშნული ასევე დაადასტურეს, მოწმეებმა გ-----------–---–მა და ნ--------------–---–მა, რომლებმაც განმარტეს, რომ როდესაც მათი შვილი თ-- მივიდა მათთან, ყელზე აღენიშნებოდა დაზიანებების კვალი და მათ განუმარტა, რომ კ------------------–--–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. რაც შეეხება თავად კ------------------–--–---–ს - სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მოხდა კონფლიქტი, ინანიებს ჩადენილ ფაქტს და აღარ განმეორდება მსგავსი.
ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2019 წლის 3 ივლისს, თბილისში, კ--------------------ის ქუჩაზე განთავსებულ წ-------------–------------–---------–--იის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავიანთი არასრულწლოვანი შვილის ლ---------–--–---–ის თანდასწრებით, კ------------------–--–---–მა ყოფილ მეუღლეს - თ-----------–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, კონფლიქტისას ყოფილი მეუღლის მიმართ გამოხატა აგრესია, აგინა დედის მისამართით და ყელში წაუჭირა ხელი, ამასთან რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
თ-----------–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესაფასებლად, სასამართლო დაეყრდნო როგორც ობიექტურ, ასევე სუბიექტურ კრიტერიუმებს. კერძოდ, ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო დაზარალებულის ყელის მიდამოში არსებული დაზიანებები, რაც უტყუარად არის დადასტურებული საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებით.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43). ამდენად, სასამართლო იმსჯელებს დაცვის მხარის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.
სასამართლო მიუთითებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს 2011 წლის 11 მაისის კონვენციაზე (სტამბულის კონვენცია), რომლის 55-ე მუხლის მიხედვით, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ კონვენციის 35-ე, 36-ე, 37-ე, 38-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული მუხლის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ქმედება ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით.
განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ კ------------------–--–---–მა ურთიერთშელაპარაკების დროს მეუღლეს წაუჭირა ყელში ხელი და თავში რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტი, არასრულწლოვანი შვილის ლ---------–--–---–ის თანდასწრებით, რა დროსაც თ-----------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახში ძალადობის (ოჯახის ერთი წევრის ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრუწლოვანის თანადსწრებით) შემადგენლობის ყველა ნიშანი, რისთვისაც კ------------------–--–---–ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
კ------------------–--–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.
შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ კ------------------–--–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი ცხოვრების პირობებს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც კ------------------–--–---–ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 200-იდან 400 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო საბოლოოდ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.
სასამართლო საბოლოოდ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.
სასამართლომ აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება რამდენად გულწრფელია ბრალდებულ კ------------------–--–---–ის სინანული წარდგენილი ბრალდების მიმართ და ხომ არ არის ზემოქმედება მომხდარი მსხვერპლზე თავად ბრალდებულის ან მათივე ოჯახის წევრების მხრიდან (სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა თ-----------–---–მა განაცხადა, რომ აპირებს ბრალდებულთან შერიგებას, აპატია, ეს იყო პირველი შემთხვევაში, ითხოვს მის მიმართ გამოყენებული იქნეს მინიმალური სასჯელი). სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა დაადასტურა, რომ აღაირებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, აღარ განმეორდება მსგავსი.
იმისათვის, რომ დამნაშავე განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა დააფიქროს ბრალდებული ჩადენილი ქმედების ირგვლივ და აუცილებლად უნდა მოხდეს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება. შესაბამისად სასამართლო მხედველობაში იღებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, ითვალისწინებს რა, კ------------------–--–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, აპირებს დაზარალებულთან შერიგებას და რაიმე დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, კ------------------–--–---–ს დაუნიშნოს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაეთვლება პირობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ------------------–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.
კ------------------–--–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1(ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა. კ------------------–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 6 აგვისტოდან 8 აგვისტოს ჩათვლით.
მსჯავრდებულ კ------------------–--–---–ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მსჯავრდებულ კ------------------–--–---–ის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
ერთი ლაზერული დისკი ერთ პაკეტად დალუქული სახით, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ელენე გოგუაძე