განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/4497-19
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
1 ნოემბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე ელენე გოგუაძემ
ანა სოსელიას მდივნობით
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ-–----------–--ე,დაცვის მხარე:
ბრალდებული - ზ-----------–---–ი, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, (პირადი #-----------), ნასამართლობის მქონე, საშუალო განათლების მქონე, განქორწინებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, პ---------–--–-----------------------------.
ადვოკატი - მ------------–-----ი,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.3811-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 5 აგვისტოს, შ-----------–---------–-–---------------------------------------------------–-------------------–--ის თანამშრომლის მიერ, თ-------–---–ის მოთხოვნის საფუძველზე, ყოფილი მეუღლის ზ-----------–---–ის მიმართ გამოცემულ იქნა N------ შემაკავებელი ორდერი, ერთი თვის (30 დღე) ვადით. აღნიშნული ორდერის საფუძველზე, ზ-----------–---–ს განესაზღვრა მოძალადის სტატუსი და აეკრძალა მითითებულ ვადაში მსხვერპლთან - თ-------–---–თან მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა, ასევე ნებისმიერი სახის კომუნიკაცია მასთან ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. მიუხედავად ამისა ზ-----------–---–მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და 2019 წლის 29 აგვისტოს, დაახლოებით 20 საათსა და 11 წუთზე, ზ-----------–---–მა თავის კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომრიდან 5----------- თ-------–---–ს, ნომერზე 5----------- მისწერა შეურაცხმყოფელი სიტყვების შემცველი მოკლე ტექსტური შეტყობინება.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა ზ-----------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას - მოწმეების: ბ-–--------–---–ის, დაზარალებულ თ-------–---–ის გამოკითხვის დროს მიცემული ინფორმაციებს, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმს, დოკუმენტაციის დათვალიერების ოქმს, შემაკავებელ ორდერს და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ ზ-----------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. აღნიშნული დანაშაულის დაცულ სამართლებრივ სიკეთეს წარმოადგენს მართლმსაჯულების ინტერესი, ხოლო დამატებითს - ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, კერძოდ, ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობაში, ამდენად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ პრეიუდიციას უკავშირდება, კერძოდ, სსკ-ის 3811 მუხლით პასუხისმგებლობა დაეკისრება პირს, რომელიც დაარღვევს შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ვალდებულებებს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით დაწესებულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრები ასევე არიან მეუღლე და აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ზ-----------–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ 2019 წლის 5 აგვისტოს, შ-----------–---------–-–---------------------------------------------------–-------------------–--ის თანამშრომლის მიერ, თ-------–---–ის მოთხოვნის საფუძველზე, ყოფილი მეუღლის ზ-----------–---–ის მიმართ გამოცემულ იქნა N------ შემაკავებელი ორდერი, ერთი თვის (30 დღე) ვადით. აღნიშნული ორდერის საფუძველზე, ზ-----------–---–ს განესაზღვრა მოძალადის სტატუსი და აეკრძალა მითითებულ ვადაში მსხვერპლთან - თ-------–---–თან მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა, ასევე ნებისმიერი სახის კომუნიკაცია მასთან ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. მიუხედავად ამისა, ზ-----------–---–მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და 2019 წლის 29 აგვისტოს, დაახლოებით 20 საათსა და 11 წუთზე, ზ-----------–---–მა თავის კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომრიდან 5----------- თ-------–---–ს, ნომერზე 5----------- მისწერა შეურაცხმყოფელი სიტყვების შემცველი მოკლე ტექსტური შეტყობინება. ყოველივე ეს იძლევა საქართველოს სსკ-ის 111.3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას.
საქმეში არსებულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ზ-----------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
ბრალდებულმა ზ-----------–---–მა წარდგენილ ბრალებაში თავი არ ცნო დამნაშავედ, ხოლო დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას დაცვის მხარემ ითხოვა გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სახელმწიფო ბრალდებას უტყუარად არ დაუდასტურებია ზ-----------–---–ის ბრალეულობა. დაცვის მხარის პოზიციით, ბრალდებულის კუთვნილი ტელეფონით შესაძლოა სხვა პირმა გააგზავნა მოკლეტექსტური შეტყობინება და ეს ეჭვი ბრალდების მხარეს უნდა გაექარწყლებინა.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან მისი არგუმენტაცია ემსახურება ბრალდებულისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას, საქმეში არსებული მასალა კი შეიცავს ისეთ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარის საფუძველს წარმოადგენს ზ-----------–---–ის მსჯავრდებისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს“.
აღნიშნული გულისხმობს ბრალდების მხარის ვალდებულებას, ამტკიცოს როგორც ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა, მისი ბრალეულობა, ასევე თავად დანაშაულებრივი ქმედების არსებობა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების/ინფორმაციის ან/და მოსაზრებების დაუშვებლობა.
ბრალდებული არ არის ვალდებული მოიძიოს და წარმოადგინოს დანაშაულის ჩადენაში მისი მონაწილეობის გამომრიცხველი მტკიცებულებები. იმავდროულად, ბრალდების მხარე ვალდებულია ამტკიცოს დაცვის მხარის მხოლოდ დასაბუთებული პრეტენზიის/მოსაზრების სიმცდარე. შესაბამისად, ბრალდების მხარეს არ ეკისრება დაცვის მხარის ზერელე/დაუსაბუთებელი განცხადებების უკუგდების ვალდებულება.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდებული აცხადებს, რომ მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომრიდან მოკლეტექსტური შეტყობინება მას არ გაუგზავნია ყოფილი მეუღლისთვის, თუმცა არ უთითებს, როგორ გაიგზავნა მისი ნომრიდან ეს შეტყობინება. ბრალდების მხარეს ამ პოზიციის უკუგდების ვალდებულება დაეკისრებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცვის მხარე საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად მიუთითებდა რაიმე კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მაგალითად იმაზე, რომ იმ პერიოდში ბრალდებულის ტელეფონს სხვა პირი ფლობდა, რომელმაც მსხვერპლს გაუგზავნა შეტყობინება და ა.შ. ვინაიდან დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მობილური ტელეფონის ნომერი - 5----------- ეკუთვნის ზ-----------–---–ს, თუმცა ვერ უთითებს, მის გარდა სხვას ვის შეიძლებოდა გაეგზავნა მოკლეტექსტური შეტყობინება თ-------–---–ისთვის, დაცვის მხარის პრეტენზია დაუსაბუთებელია, რის გამოც ბრალდების მხარეს არ ეკისრება მისი უკუგდების ვალდებულება. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ზ-----------–---–მა მისი ეს პოზიცია პირველად გააჟღერა საქმის არსებითი განხილვის დროს, ხოლო მანამდე ამის შესახებ ბრალდების მხარისთვის ცნობილი არ იყო.
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება ასევე გულისხმობს, რომ დაუშვებელია ბრალდებულის იძულება ჩვენების მიცემის ანდა მის ხელთ არსებული მტკიცებულების წარმოდგენაზე, პროცესის მწარმოებელ ორგანოსთან თანამშრომლობაზე. ბრალდებულის უფლებაა მიიღოს გადაწყვეტილება პროცესის მწარმოებელ ორგანოსთან თანამშრომლობის და დაცვის უფლებით სარგებლობის შესახებ. შესაბამისად, ბრალდებულის უარი მთლიანად დაცვის უფლების განხორციელებაზე არ შეიძლება მის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული. თუმცა აღნიშნული აკრძალვა არ არის აბსოლუტური ხასიათის და როდესაც საჭიროა ბრალდებულის მამხილებელ მტკიცებულებებთან დაკავშირებით ბრალდებულის განმარტება (მაგალითად, მისი მობილური ტელეფონის ნომრიდან როგორ გაიგზავნა მოკლეტექსტური შეტყობინება მსხვერპლის ნომერზე), ხოლო ბრალდებული არ აძლევს სასამართლოს ჩვენებას, იგულისხმება, რომ ბრალდებულს არაფერი აქვს სათქმელი საკუთარი თავის გამართლებისათვის.
პრეზუმფციის მიუხედავად, ცალკეულ შემთხვევებში ბრალდებულს არაპირდაპირ მაინც ეკისრება მტკიცების შემხვედრი მოვალეობა შეზღუდულ ფორმატში, რაც გულისხმობს მის მოვალეობას წარმოადგინოს გარკვეულ გარემოებებთან/ვითარებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება. მაგალითად, მისი ტელეფონის ნომრიდან დაზარალებულის ნომერზე მოკლეტექსტური შეტყობინების გაგზავნის გონივრული ახსნა. ასეთ დროს სასამართლოს შეუძლია დაცვის საწინააღმდეგო დასკვნა გამოიტანოს სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ დაცვამ ვერ შეძლო ზემოაღნიშნული გარემოების ახსნა.
პირი, რომელსაც შემაკავებელი ორდერის საფუძველზე აკრძალული ჰქონდა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის სატელეფონო კომუნიკაცია, თუმცა ორდერით განსაზღვრულ ვადაში მისი ტელეფონის ნომრიდან მსხვერპლის ტელეფონის ნომერზე გაიგზავნა მოკლეტექსტური შეტყობინება, ვალდებულია დამაკმაყოფილებელი სახით განმარტოს როგორ გაიგზავნა ეს შეტყობინება (შემთხვევით, მართლზომიერად, საპატიებელი შეცდომის საფუძველზე და სხვა). წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავს ვითარებაში პირის დამნაშავედ ცნობა ლეგიტიმურია.
ასევე სასამართლო განმარტავს, რომ ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტი მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელო¬ვანი და უმაღლესი საფეხურია, ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩე¬ნის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. მოცემულ შემთხვევაში მთავარი აქცენტი ეჭვის ხარისხზეა გადატანილი და არა ვარაუდზე. ასევე ამ დროს ყურადღება გადატანილია არა მოსამართლეზე, არამედ `ობიექტურ პირზე. რომელიც ობიექტური, მიუკერძოებელი, ნეიტრალური დამკვირვებელია. მოცემული მტკიცებულებითი სტანდარტი ნიშნავს იმას, რომ ობიექტურად დამკვირვებელ პირს (ამ შემთხვევაში მოსამართლეს) სასამართლოში გამოკვლეუ¬ლი მტკიცებულებების შედეგად ცალკეული ფაქტების არსებობაში, ბრალდებულისთვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში და ამ უკანასკნელის ბრალეულობაში გონივრუ¬ლი ეჭვის საფუძველიც არ უნდა გააჩნდეს.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ან მტკიცებას მათემატიკური სიზუსტით. გონივრულია ეჭვი თუ ის ეფუძნება ლოგიკას, საღ აზრს, მსჯელობას, მიზეზს და გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც საშუალო სტატისტიკურ გონიერ ადამიანს გაუჩნდებოდა მტკიცებულებათა აწონ-დაწონვის შედეგად.
ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე არსებული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ ზ-----------–---–მა - ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.3811-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ზ-----------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა ის ფაქტი, რომ მან ჩაიდინა დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ და იგი არის ნასამართლევი.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის თანახმად სასჯელის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.
შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ზ-----------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი ცხოვრების პირობებს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც ზ-----------–---–ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.3811-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 180-იდან 240 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო საბოლოოდ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.
სასამართლო საბოლოოდ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.
იმისათვის, რომ დამნაშავე განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა დააფიქროს ბრალდებული ჩადენილი ქმედების ირგვლივ და აუცილებლად უნდა მოხდეს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება. შესაბამისად სასამართლო მხედველობაში იღებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, ითვალისწინებს რა, ზ-----------–---–ის პიროვნულ მახასიათებლებს, კერძოდ იმას, რომ იგი არის ნასამართლობის მქონე პირი, ასევე იგი დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველ პირთა ერთიან მონაცემთა ბაზაში, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ითვალისწინებს ქმედების ჩადენის სპეციფიკას, ასევე იმ გარემოებას, რომ ქმედება ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ, შესაბამისად სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, ზ-----------–---–ს დაუნიშნოს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ზ-----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და ზ-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 4 სექტემბრიდან.
საქმეზე დართული ნივთები და საგნები:
მობილური ტელეფონის დათვალიერების ამსახველი ფოტოების ჩანაწერი 1 (ერთ) ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ელენე გოგუაძე