განაჩენი

სისხლის სამართლის 10.11.2019
საქმის ნომერი
140100119003190479
თარიღი
10.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100119003190479

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე №1/451-19 10 ოქტომბერი, 2019 წელი

ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე შალვა კაკაურიძემ,თამარ ბერუაშვილის მდივნობით,პროკურორ - რ--------- ლ----ის,ადვოკატ - ა-–---- მ--------ის,ბრალდებულ - გ-- ბ--–--–---–ის

 

მონაწილეობით, სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №011110819002 საქმე გ-- გ----------- ბ--–--–---–ის (დაბადებული 19---–-–--------------- პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: გორის რაიონის სოფელ დ--- გ----------–-) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით;

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

გ-- ბ--–--–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 11 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე, გორის რაიონის სოფელ დ--- გ----------–- მდებარე მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში, გ-- ბ--–--–---–მა ძმის ი----- ბ--–--–---–ის მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რა დროსაც ი----- ბ--–--–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

წინასასამართლო სხდომაზე, ასევე საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულმა გ-- ბ--–--–---–მა თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია.

სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ, ამდენად მათ, საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

გ-- ბ--–--–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოცხრილით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოცხრილით, საცხოვრებელი სახლის, ეზოს, დამხმარე სათავსოების ჩხრეკის ოქმით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით - თოფი, ვაზნები და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო გ-- ბ--–--–---–ის ბრალეულობას დადასტურებულად მიიჩნევს და თვლის, რომ მის მიერ ჩადენილია სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. გ-- ბ--–--–---–ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

სასამართლოს მიაჩნია, რომ წარდგენილი ბრალდების სიმძიმის, პიროვნების (არ არის ნასამართლევი) და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მან აღიარა წარდგენილი ბრალდება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, გ-- ბ--–--–---–ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რომლის პირობით ჩათვლაც სრულად უზურუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ-- ბ--–--–---–ის ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაევალოს მსჯავრდებულ გ-- ბ--–--–---–ის პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება ჩააბას იგი ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.

3. პირობით მსჯავრდებულ გ-- ბ--–--–---–ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და მისადმი დახმარება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

4. გ-- ბ--–--–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

5. გ-- ბ--–--–---–ის სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 11 აგვისტოდან 2019 წლის 03 ოქტომბრის ჩათვლით.

6. საქმეზე დართული საგნები და ნივთები: თოფი, ვაზნების ქამარი და 12 ვაზნა, რომლებიც ინახება საქართველოს შსს გორის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონერ მფლობელს.

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: შალვა კაკაურიძე