განაჩენი

სისხლის სამართლის 10.12.2019
საქმის ნომერი
140100119003281062
თარიღი
10.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #140100119003281062

საქმე #1/547-19 (077300819003)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ს ა ხ ე ლ ი თ

 

10 დეკემბერი, 2019 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი

სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - შ------- მ---–----–-–---–-

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ი-----–- ყ--–---–---–- (დაბადებული 1----–-–---------------, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თ---–----------------------–--–---------)

 

ადვოკატი - ქ------- გ-------

 

კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 ი-----–- ყ--–---–---–მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 16,39 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ნედლი მარიხუანა”, რაც მისგან ამოიღეს 2019 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 14:20 საათზე, ხაშურის რაიონის სოფელ ჩუმათელეთის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. ნარკოტიკული საშუალება ,,ნედლი მარიხუანას” უკანონო შეძენა-შენახვა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1 საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ი-----–- ყ--–---–---–მა აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული ქმედება. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;

 

3.2. გარდა ბრალდებულის აღიარებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად გ------- ო-----–--–---–ის, ნ-----–---- ჩ---–--ის გამოკითხვის, ამოღების ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ი-----–- ყ--–---–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ი-----–- ყ--–---–---–-ს აღიარებას, მტკიცებულებების უდავოდ ცნობასა და სწრაფი მართლმსაჯულებისათვის ხელშეწყობას, მის წარსულ ცხოვრებას (მისი წარსული არაფრითაა შებღალული, არ არის სახდელდადებულიც კი), ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს (ნაკლებად მძიმე), ოჯახურ პირობებს - ჰყავს მძიმედ ავადმყოფი მამა;

 

5.2 აღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია - მიღწევა ამ შემთხვევაში შესაძლებელია კანონით გათვალისწინებული ჯარიმის მინიმალური ოდენობით დაკისრების პირობებშიც.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 81-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი-----–- ყ--–---–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელად დაეკისროს ჯარიმა - 2 000 (ორი ათასი) ლარი;

 

2. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ ი-----–- ყ--–---–---–ს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო - საექიმო საქმიანობის, ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე - აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები - 10 (ათი) წლით;

 

3. აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს, ხოლო თანხა - დაუბრუნდეს მის შემტანს დადგენილი წესით;

 

4. ნივთიერი მტკიცებულება - ნარკოტიკული საშუალება - განადგურდეს;

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. დადეშქელიანი