განაჩენი

სისხლის სამართლის 29.10.2019
საქმის ნომერი
330141319003188811
თარიღი
29.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/4279-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 ოქტომბერი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ - ლ-–- კ----------ის

ბრალდებულ - თ------ მ-----–-–---–ის

ადვოკატ - მ--–---- ვ--–------–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

- თ------ გ-----ის ძე მ-----–-–---–ის, დაბადებულის 19---–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ქ-------–--–---------------------–----------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-----–-----------–---–----------------------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ------ მ-----–-–---–ს წარედგინა ბრალდება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირებისათვის, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ------ მ-----–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

თ------ მ-----–-–---–ი, თანაცხოვრების პერიოდში, 2019 წლის 14 აგვისტომდე სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - ნ--- ბ-–---–---–ს, ასევე ამცირებდა უწმაწური და ღირსების შემლახავი სიტყვებით მიმართვის გზით, რასაც ჰქონდა განგრძობადი ხასიათი და რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია.

გარდა ზემოაღნიშნულისა, 2019 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით 23:45 საათზე, ქ-------–--–-----–-----------–---–----------------------------ში, თ------ მ-----–-–---–მა მეუღლის მიმართ განახორციელა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით. კერძოდ, მან ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, რის შემდეგაც ხელი დაარტყა მარჯვენა ფეხისა და მარჯვენა ხელის არეში, რასაც შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილები - ნ-----–---- და ნ---- მ-----–-–---–ები. აღნიშნული ქმედებების შედეგად, ნ--- ბ-–---–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

ე.ი. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ------ მ-----–-–---–ს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ------ მ-----–-–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ე.ი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით.

სასამართლოს დასკვნა თ------ მ-----–-–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, ოქმს ალკოტესტით შემოწმების შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, შემაკავებელ ორდერს, სამკერდე ვიდეოკამარების ჩანაწერების დათვალიერების ოქმს, სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნას, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

აქვე, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს თ------ მ-----–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების სამართლებრივ შეფასებაზე. კერძოდ, ბრალდების მხარემ მისი ქმედება დააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც არასწორია, ვინაიდან, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობისა და სისტემატური შეურაცხყოფა/დამცირების, როგორც ერთი დანაშაულის (ოჯახში ძალადობის) ალტერნატიული ქმედებების ერთობლივად ჩადენისას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე ცალკე მითითება საჭირო აღარ არის, რამდენადაც ამავე მუხლის მე-2 ნაწილი სრულად მოიცავს პირველ ნაწილში მითითებულ ქმედებებსაც.

სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია თ------ მ-----–-–---–ის მხრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის - ნ--- ბ-–---–---–ის მიმართ როგორც ფიზიკური ძალადობის, ისე სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამცირების მიყენების ფაქტი, რასაც არც თავად ბრალდებული უარყოფს და ადასტურებს უდავოდ ცნობილ დაზარალებულის გამოკითხვის ოქმს, რომლის თანახმად, „თ------ მ-----–-–---–ის სამუშაო გრაფიკი არის მორიგეობით და როდესაც იგი არ არის ხოლმე სამსახურში, ხშირად სვამს ალკოჰოლურ სასმელს, რის შემდეგაც ხდება ჩემს მიმართ აგრესიული და მთვრალ მდგომარეობაში სისტემატურად მაყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. მე ასეთ მდგომარეობაში ვცხოვრობ თ------ მ-----–-–---–თან უკვე მრავალი წელია... ჩვენი შვილები ხშირად შესწრებიან თ------ მ-----–-–---–ის მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფებს, რის გამოც ისინი განიცდიან ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ტანჯვას...“, ასევე გამოკითხვის ოქმში იგი აღნიშნავს, რომ 2019 წლის 14 აგვისტოს საძინებელ ოთახში თ------ მ-----–-–---–ის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტს შეესწრო მათი მცირეწლოვანი (2----–-–---------------ს დაბადებული) შვილი - ნ---- მ-----–-–---–ი, ხოლო ნ-----–---- მ-----–-–---–ი (დაბადებული 20---–-–-----------------ს) მოგვიანებით შევიდა ოთახში და ესმოდა დაზარალებულის მიმართ თ------ მ-----–-–---–ის გინება და ლანძღვა, რის გამოც ისინი ძალიან „ღელავდნენ, ტიროდნენ და განიცდიდნენ ტანჯვას“.

ამდენად, როცა პირს ერთდროულად განხორციელებული აქვს ერთი დანაშაულის (ოჯახში ძალადობის) ორივე ალტერნატიული ქმედება - ფიზიკური ძალადობაც და სისტემატური შეურაცხყოფა/დამცირებაც და ამასთან, ორივე მათგანი ჩადენილია არასრულწლოვნების თანდასწრებით მათივე ოჯახის წევრის მიმართ, ქმედების შეფასებისას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის პარალელურად პირველ ნაწილზეც მითითება არასწორია, რის გამოც თ------ მ-----–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდებიდან პირველი ნაწილი უნდა ამოირიცხოს, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ თ------ მ-----–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:

აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაცა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების კუთხით.

სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს, მისი ჩადენის გარემოებებს და ინტენსიურობას, ასევე აფასებს მომავალში მისი ჩადენის რისკებს. მოცემულ შემთხვევაში, თ------ მ-----–-–---–ის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა არ ატარებდა დაუნდობელ ხასიათს, თუმცა აღსანიშნავია, რომ თ------ მ-----–-–---–ის მხრიდან მეუღლის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა და დამცირება გრძელდებოდა წლების განმავლობაში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში და ხშირად არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, რომლებიც ყოველჯერზე ხდებოდნენ მამის მხრიდან განხორციელებული ძალადობის არაპირდაპირი მსხვერპლები, რამაც უარყოფითი გავლენა იქონია მათ ფსიქიკაზე.

ოჯახში ძალადობა არასრულწლოვნის თანდასწრებით, როგორი ფორმითაც არ უნდა გამოვლინდეს, სავალალო გავლენას ახდენს ბავშვის ემოციურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე და მოწყვლადს ხდის აგრესიული ქცევების ათვისებისა და შემდგომში გამოვლინების მიმართ. სწორედ ამის გამო „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, „მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა“. ამდენად, ბრალდებულის ძალადობრივ ქმედებას შედეგად მოჰყვა არამარტო დაზარალებულის ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა, არამედ ამით დაირღვა დანაშაულის თვითმხილველი არასრულწლოვნების სოციალურად ჯანმრთელ, ნორმალურ გარემოსა და თავისუფალ და ღირსეულ პირობებში მათი ფიზიკური, გონებრივი, მორალური და სულიერი განვითარების ფუნდამენტური უფლება („ბავშვთა უფლებათა დეკლარაცია“).

ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასჯელის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლის დაცვა, მოძალადის მიმართ ეფექტიანი იძულების ღონისძიების გამოყენება და პრევენცია. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენციის) 45-ე მუხლი მოუწოდებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, გაატარონ ყველა საჭირო ზომები იმისთვის, რომ ოჯახში ძალადობის დანაშაულები იყოს დასჯადი „ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე“ სანქციის მეშვეობით.

სასამართლო აფასებს ბრალდებულის მხრიდან ძალადობის განმეორების რისკებს, რა დროსაც სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც უკვე გამოვლენილი ძალადობის ინტენსივობას (მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულის მიმართ შეურაცხყოფა და დამცირება წლების განმავლობაში ატარებდა სისტემატურ ხასიათს), ასევე ბრალდებულის მიდრეკილებას ალკოჰოლური სასმელის მიმართ, რაზეც საუბრობს დაზარალებული თავის გამოკითხვის ოქმში, კერძოდ, მისი თქმით, ბრალდებული არასამუშაო დღეებში სისტემატურად იყო ნასვამი, ხოლო ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ხდებოდა აგრესიული და აყენებდა შეურაცხყოფას.

აღსანიშნავია, რომ ბრალდებული დაკავებამდე დასაქმებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში უფროს პატრულ-ინსპექტორად და ის გარემოება, რომ თავად წარმოადგენდა კანონდამცველს, რომლის მოვალეობაში მათ შორის სწორედ ძალადობის გამოვლენა და აღმოფხვრა შედიოდა, ვერ გახდა ბრალდებულის ძალადობრივი ქცევის შემაკავებელი ფაქტორი და არასამუშაო საათებში წლების განმავლობაში საკუთარი ოჯახის წევრის მიმართ ახორციელებდა ძალადობას, რაც ზრდის მისი პიროვნული გასაკიცხაობის ხარისხს. აღნიშნული გარემოებები მიუთითებს, რომ ბრალდებულისაგან ძალადობის განმეორების რისკი კვლავ არსებობს, რაც აღკვეთილი უნდა იქნეს შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმებით.

ყოველივე აღნიშნულის ფონზე კი, ერთის მხრივ ბრალდებულის აღიარება, ხოლო მეორეს მხრივ, დაზარალებულის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომელშიც იგი მიუთითებს, რომ ბრალდებულის მიმართ პრეტენზია აღარ გააჩნია და არასრულწლოვანი შვილების ინტერესებიდან გამომდინარე ითხოვს ბრალდებულის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას, ვერ მიიჩნევა ბრალდებულის მიმართ პრიორიტეტულად არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების წინაპირობად. სასამართლოს აუცილებლად მიაჩნია მის მიმართ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრა, ვინაიდან საბოლოოო სასჯელის სახით მხოლოდ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ანდა პირობითი მსჯავრის დანიშვნით, ბრალდებულის პიროვნების, განხორციელებული ძალადობის ხასიათისა და დანაშაულის რეციდივის რისკის გათვალისწინებით, ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები (მით უფრო, პრევენციის მიზანი).

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, თ------ მ-----–-–---–ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასამართლო ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით და იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი, მეუღლეები აპირებენ განქორწინებას, რაც გარკვეულწილად ამცირებს ძალადობის განმეორების რისკს, სასამართლოს შესაძლებლად მიაჩნია დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ნახევრის პირობითად ჩათვლა და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რომელიც იქნება პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მისი ნორმალური ქცევის უზრუნველმყოფელი, რათა მან გათავისუფლების შემდეგ ოჯახის წევრებთან გააგრძელოს მშვიდი და არაკონფლიქტური ურთიერთობა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ------ მ-----–-–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება მოიხსნას, როგორც ზედმეტად წარდგენილი და თ------ მ-----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

2. თ------ მ-----–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 15 აგვისტოდან.

3. მსჯავრდებულ თ------ მ-----–-–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი საპატიმრო სასჯელის მოხდის შემდეგ გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. თ------ მ-----–-–---–ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

4. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დაზიანებული ხის მაგიდა და სამზარეულოს უჯრის გარე მოპირკეთების ხის ნაჭერი (მოთავსებული 1 ფუთაში, დალუქული №-- ლუქით) და ორი ცალი ფარდა (მოთავსებული 1 ფუთაში, დალუქული №------------, რომლებიც ინახება თ---–-----------------------------------------–--–ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

- სსიპ „112“-დან მიღებული შეტყობინებების აუდიო ვერსია, განთავსებული 1 ცალ CD დისკზე და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების სამკერდე ვიდეოკამერების დათვალიერების შედეგად მოპოვებული ვიდეო ფაილები, განთავსებული 9 (ცხრა) ცალ DVD დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით;

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი