განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/4449-19
(N0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - ნათია ნებაძე,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ----------–-,დაცვის მხარე:
ბრალდებული: - თ-------------–ის ასული გ------–--ე დაბადებული 1----–-–----------------, პ/ნ 0----------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული მ–-------------------–--–-----, ფაქტობრივად მცხოვრები მ–-------------------–--–---------------------------ში,ადვოკატი: - ა-–--–------------,კვალიფიკაცია: -საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები,სხდომის სახე - ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ-ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენლად ცნო: თ----- გ------–--ე ცხოვრობს ქ------–--–----–---------------------–-------------------------. ა-------ში, ოჯახის წევრებთან ერთად. ბოლო რამდენიმე წელია, თ----- გ------–--ე ხშირად მოიხმარს ალჰოლოლურ სასმელს და გახდა ალკოჰოლზე დამოკიდებული. ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი თ----- გ------–--ე სისტემატურად ავლენდა აგრესიას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა მასთან ერთად მცხოვრებ დედას - მ---------------–--ეს და არასრულწლოვან ქალიშვილს - 8-–-–------–--------ეს. თ----- გ------–--ის ქმედებების გამო, მ---------------–--ე და არასრულწლოვანი ნ--–- ს-----ე განიცდიდნენ ტანჯვას. ამასთან, როდესაც თ----- გ------–--ე იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ნ--–- გ------–--ეს ეშინოდა დედის და მასთან ერთად ერთ სახლში ყოფნით იყო დათრგუნული. 2019 წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 18:00 საათზე, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი თ----- გ------–--ე იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც დედამისს მ---------------–--ეს სიტყვიერი შელაპარაკებისას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ორივე ხელი მოავლო ხელებში და გადაუგრიხა, იმავდროულად თ----- გ------–--ემ მარცხენა ხელზე უკბინა მ---------------–--ეს, რომელმაც აღნიშნულის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი, თ----- გ------–--ის მიერ მ---------------–--ის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას შეესწრო 8-–-–------–--------ე, რომელმაც სცადა ბებიის - მ---------------–--ის დაცვა, რა დროსაც თ----- გ------–--ემ, თავის 8 წლის ქალიშვილს რამდენჯერმე დააარტყა ხელი სხეულის არეში და მოქაჩა თმები, რამაც გამოიწვია ნ--–- გ------–--ის ფიზიკური ტკივილი. ყოველივე აღნიშნულის გამო, მ---------------–--ის მიერ გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია და განაცხადა თ----- გ------–--ის მიერ ჩადენილი ქედებების შესახებ, რის საფუძველზეც თ----- გ------–--ე შემთხვევის ადგილზე იქნა დაკავებული.
მხარეებმა წარდგენილი მტკიცებულებები გახადეს უდავოდ, რაც სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული. თ----- გ------–--ის აღიარება დასტურდება მ---------------–--ის, ნ--–- ს-----ის, მ--------------–--ის, გ---------------–---–ის, ს---------–---–-----ის, დ-----------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ბარათი და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შემაკავებელი ორდერით, ალკოტესტით შემოწმების ოქმით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ასევე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა ოქმებით, რომელთა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ თ----- გ------–--ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა, ბ და გ“ ქვეპუნქტებით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
თ----- გ------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა ჩადენილი დანაშაული, რაც შეეხება დამამძიმებელ გარემოებას დანაშაული ჩადენილია ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში და ბრალდებულის მიმართ გამოცემულია შემაკავებელი ორდერი.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 267-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ----- გ------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 2(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;
თ----- გ------–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 13 აგვისტოდან - 2019 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი;
გაუქმდეს თ----- გ------–--ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------- განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზში.
მსჯავრდებულის თ----- გ------–--ის ყოფაქცევაზე კონტროლი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე :
/ლელა ნოზაძე/