გადაწყვეტილება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N0502101190032-8369 (N2/943-19)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
2- დეკემბერი, 2--- წელი ქ.ოზურგეთი
შესავალი ნაწილი :
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ციცინო როხვაძე
სხდომის მდივანი - მაკა გუჯაბიძე
მოსარჩელე - სს ,,თი---------ი”
წარმომადგენელი - შპს ,,ტრ---'', ეკ----------------ე, ნი-------–--ა
მოპასუხე - ნი----–-----------–---
წარმომადგენელი - გოჩა ძიმისტარიშვილი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ნი----–-----------–---ს სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 20---–-–---------------ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - სესხის ძირითადი თანხაა - 1438.16 ლარი, პროცენტი - 579.50 ლარი და ჯარიმა - 273 ლარი.
1.2. მოპასუხე ნი----–-----------–---ს სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 20---–-–---------------ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 1438.16 ლარზე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, 20---–-–------------------დან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 43.14 ლარს.
1.3. მოპასუხე ნი----–-----------–---ს სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 20---–-–---------------ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 1438.16 ლარზე, 0.27% პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 20---–-–------------------დან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 3.88 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.
1.4. მოპასუხე ნი----–-----------–---ს სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 201--–-–-------------ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - სესხის ძირითადი თანხაა - 1000 ლარი, პროცენტი - 479.48 ლარი და შემცირებული ჯარიმა - 500 ლარი.
1.5. მოპასუხე ნი----–-----------–---ს სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 201--–-–-------------ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 1000 ლარზე, 0.27% პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 20---–-–------------------დან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 2.7 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.
ასევე მოითხოვა მოპასუხე ნი----–-----------–---ს სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 217.70 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი - 50 ლარის, საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარისა და იურიდიული მომსახურების საფასურის - 290.2- ლარის ანაზღაურება.
2--- წლის 12 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა მოთხოვნა მხარეთა შორის 20---–-–-------------ს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების ჯარიმის ნაწილში და მოითოვა, მოპასუხეს დაეკისროს ჯარიმის სახით ნაცვლად - 112-.12 ლარისა - 500 ლარი.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
20---–-–---------------ს სს ,,თი---------სა” და ნი----–-----------–---ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1700 ლარის ოდენობით, კრედიტის ვადა - 2020 წლის 18 ნოემბრამდე. ხელშეკრულებით შესაბამისი წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებდა ფიქსირებულ პირგასამტეხლოს 20 ლარის ოდენობით და ამას დამატებული პირგასამტეხლო 0.5%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულების პირობები 2018 წლის 21 სექტემბერს და მას შემდეგ აღარ მომხდარა გადახდა. 2--- წლის 11 ოქტომბერის მდგომარეობით მოპასუხეს ერიცხება დავალიანება - 2293.12 ლარის ოდნეობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1438.16 ლარი, პროცენტი - 579.50 ლარი და ჯარიმა - 273 ლარი და დაზღვევა - 2.46 ლარი.
20---–-–-------------ს სს ,,თი---------სა” და ნი----–-----------–---ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1000 ლარის ოდენობით, კრედიტის ვადა - 365 დღე, 2--- წლის 10 იანვრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხოციელებულიყო 2018 წლის 10 თებერვლიდან 12 შენატანის განხორციელებით ყოველი თვის 10 რიცხვში საკომისიოს - 50 ლარის გადახდით, ხოლო კრედიტის ძირი თანხისა და ბოლო თვის საკომისიოს 1600 ლარის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო კრედიტის ვადის ბოლოს. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებდა ყოველდღიურ პირგასამტეხლოს ვადაგადაცილების დღეს არსებული ნარჩენი თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულების პირობები 2018 წლის 21 დეკემბერს და მას შემდეგ აღარ მომხდარა გადახდა. 2--- წლის 11 ოქტომბერის მდგომარეობით მოპასუხეს ერიცხება დავალიანება - 2-03.60 ლარის ოდნეობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1000 ლარი, პროცენტი - 479.48 ლარი და ჯარიმა - 112-.12 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ შესაგებლითა და სხდომაზე წარმომადგენლის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო ნაწილობრივ. განმარტა, რომ იგი ნამდვილად იმყოფება სახელშეკრულებო ვალდებულებით ურთიერთობაში მოსარჩელესთან, თუმცა ეკონომიური და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დღეის მდგომარეობით არ შეუძლია დავალიანების დაფარვა, სარჩელს ცნობს ძირითადი თანხი ნაწილში, კერძოდ 20---–-–---------------ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ცნობს 400 ლარის, ხოლო 201--–-–-------------ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე 300 ლარის ნაწილში, ასევე ითხოვს პირგასამტეხლოს და მიუღებელი შემოსავლის შემცირებას.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. 20---–-–---------------ს სს ,,თი---------სა” და ნი----–-----------–---ს შორის ინტერნეტბანკის საშუალებით გაფორმდა საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1700 ლარის ოდენობით, კრედიტის ვადა - 2020 წლის 18 ნოემბრამდე. ხელშეკრულებით შესაბამისი წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებდა ფიქსირებულ პირგასამტეხლოს 20 ლარის ოდენობით და ამას დამატებული პირგასამტეხლო 0.5%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-20---–-–---------------ს საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 19-35);
- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 36);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 12.12.2--- წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.2. ნი----–-----------–---ს მიერ დარღვეული იქნა 20---–-–---------------ს ხელშეკრულების პირობები 2018 წლის 21 სექტემბერს და მას შემდეგ აღარ მომხდარა გადახდა. 2--- წლის 11 ოქტომბერის მდგომარეობით მოპასუხეს ერიცხება დავალიანება - 2293.12 ლარის ოდნეობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1438.16 ლარი, პროცენტი - 579.50 ლარი და ჯარიმა - 273 ლარი და დაზღვევა - 2.46 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დავალიანების ცნობა(ს.ფ. 41);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 12.12.2--- წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.3. 20---–-–-------------ს სს ,,თი---------სა” და ნი----–-----------–---ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1000 ლარის ოდენობით, კრედიტის ვადა - 365 დღე, 2--- წლის 10 იანვრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხოციელებულიყო 2018 წლის 10 თებერვლიდან 12 შენატანის განხორციელებით ყოველი თვის 10 რიცხვში საკომისიოს - 50 ლარის გადახდით, ხოლო კრედიტის ძირი თანხისა და ბოლო თვის საკომისიოს 1600 ლარის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო კრედიტის ვადის ბოლოს. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებდა ყოველდღიურ პირგასამტეხლოს ვადაგადაცილების დღეს არსებული ნარჩენი თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-201--–-–-------------ს საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 37-39);
- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 40);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 12.12.2--- წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.4. ნი----–-----------–---ს მიერ დარღვეული იქნა 201--–-–-------------ს ხელშეკრულების პირობები 2018 წლის 21 დეკემბერს და მას შემდეგ აღარ მომხდარა გადახდა. 2--- წლის 11 ოქტომბერის მდგომარეობით მოპასუხეს ერიცხება დავალიანება - 2-03.60 ლარის ოდნეობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1000 ლარი, პროცენტი - 479.48 ლარი და ჯარიმა - 112-.12 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დავალიანების ცნობა(ს.ფ. 41);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 12.12.2--- წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, რათა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში მართლმსაჯულების როლი შეზღუდული არ არის. პირიქით, სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XIII თავით, რომლის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულია ნუსხა, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მტკიცების საპროცესო სამართლებრივ სტანდარტებზე და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.
ფულადი ვალდებულების სპეციფიკისა და სამოქალაქო ბრუნვის თავისებურების გათვალისწინებით, თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ვალდებულების არსიდან გამომდინარე, თავადვე აგებს პასუხს იმ სამოქალაქო რისკის თაობაზე, რომელიც ვალდებულების შესრულების, ან შეუსრულებლობის დამადასტურებელი მტკიცებულების მოუპოვებლობას შეიძლება მოჰყვეს შედეგად. ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესი ორიენტირებულია მატერიალური თვალსაზრისით მტკიცებულებათა სათანადოობის დადგენაზე.
განსახილველ შემთხვევაში, სადავოა 20---–-–---------------სა და 201--–-–-------------ს ხელშეკრულებებიდან გაფორმებული გამომდინარე ვალდებულების შესრულების ფაქტი, მოქმედი კანონმდებლობა ფულადი ვალდებულების შესრულების მიმართ მხოლოდ რიგ შემთხვევაში ითვალისწინებს მტკიცების განსხვავებულ სტანდარტს.
სასამართლო თვლის, რომ სადავო ფაქტობრივი გარემოების დადასტურება შესაძლებელია ემყარებოდეს ასევე სხვა მტკიცებულებებსაც (მაგ. მოწმეთა ჩვენებას). თავის მხრივ, მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი).
სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს კანონით გათვალისწინებული მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ნი----–-----------–---ს მიერ ზემოაღნიშნული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების არ არსებობის ფაქტს, ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ საქმეზე ვერ უზრუნველყო ზემოაღნიშნული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულის სრულად და ჯეროვნად შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,თი---------ის” სარჩელი საფუძვლიანია, ამასთან სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე, 361-ე, 405-ე, 411-ე, 417-ე-418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე მუხლები და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხემ ცნო სარჩელი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის მოთხოვნის, კერძოდ 20---–-–---------------ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ცნობს 400 ლარის, ხოლო 201--–-–-------------ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე 300 ლარის ნაწილში, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „თი---------ის“ სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 62--ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ხოლო, ამავე კოდექსის კოდექსის 625-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ მხარეებს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებები, კერძოდ 20---–-–---------------ს სს ,,თი---------სა” და ნი----–-----------–---ს შორის ინტერნეტბანკის საშუალებით გაფორმდა საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1700 ლარის ოდენობით, კრედიტის ვადა - 2020 წლის 18 ნოემბრამდე. ხელშეკრულებით შესაბამისი წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებდა ფიქსირებულ პირგასამტეხლოს 20 ლარის ოდენობით და ამას დამატებული პირგასამტეხლო 0.5%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ასევე დადგენილია, რომ 20---–-–-------------ს სს ,,თი---------სა” და ნი----–-----------–---ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1000 ლარის ოდენობით, კრედიტის ვადა - 365 დღე, 2--- წლის 10 იანვრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხოციელებულიყო 2018 წლის 10 თებერვლიდან 12 შენატანის განხორციელებით ყოველი თვის 10 რიცხვში საკომისიოს - 50 ლარის გადახდით, ხოლო კრედიტის ძირი თანხისა და ბოლო თვის საკომისიოს 1600 ლარის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო კრედიტის ვადის ბოლოს. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებდა ყოველდღიურ პირგასამტეხლოს ვადაგადაცილების დღეს არსებული ნარჩენი თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ანუ, საკრედიტო ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ მის ყველა არსებით პირობაზე: თანხის ოდენობაზე, ვადაზე, სარგებელზე და ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო პასუხისმგებლობის წესსა და ოდენობაზე.
სასმართლო მიუთითებს, რომ 20---–-–---------------ს ხელშეკრულება და 201--–-–-------------ს ხელშეკრულება წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ საფუძველს, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:
ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
როგორც ზემოთ აღინიშნა ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს „თი---------ის'' მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა კრედიტები, ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები სრულად არ შესრულებულა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს 20---–-–---------------ს საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტამდე დარიცხული სესხის პროცენტის - 579.50 ლარისა და ასევე 2018 წლის10 იანვრის საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტამდე დარიცხული სესხის პროცენტის - 479.48 ლარის თაობაზე მოთხოვნების ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს წარმოდგენილი ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით (საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი) არ დასტურდება, რომ მოპასუხის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
6.3. სასარჩელო მოთხოვნას ასევე წარმოადგენს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 20---–-–---------------ს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 1438.16 ლარზე წლიური 36% სარგებლის გადახდა, 20---–-–------------------დან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 43.14 ლარს.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით.
სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა ''უნდა-ყოფილიყო'' და ''არის მდგომარეობას'' შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (თოტალრეპარატიონ-ის პრინციპი). ამასთანავე, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა, თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (იხ., სუსგ-ის 2012 წლის 11 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-630-593-2012). ანალოგიურ დათქმებს შეიცავს ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 8:101-ე (2) და უნიდრუას სახელშეკრულებო პრინციპების 7.1.7-ე (1) მუხლები.
მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ''წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს'', რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.
მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ., სუსგ-ის 2011წლის 2- ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nას-307-291-2011).
როგორც მოცემული საქმის მასალებით დგინდება მოპასუხეზე გაიცა სარგებლიანი სესხები. შესაბამისად, მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენდა სარგებლის მიღება. ამდენად, მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი სახეზე გვაქვს, რაც ამ ნაწილში, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის სახით მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს საბანკო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად მინიმუმ წლიურ 8%-ს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეს მიუღებელი შემოსავლის სახით უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხებზე - 1438.16 ლარზე წლიური 8% სარგებლის გადახდა, 20---–-–------------------დან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 10 თვისა.
სასამართლო მიუთითებს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. ამდენად, სს „თი---------ი“ უფლებამოსილია, მოითხოვოს მოპასუხის მიერ საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევით განპირობებული ზიანის ანაზღაურება 20---–-–------------------დან - (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან, ხელშკრულებების შეწყვეტიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არა უმეტეს ხელშეკრულების მოქმედების ვადისა - 18.11.2020 წლისა, ანუ მანამდე, ვიდრე ხელშეკრულების მოქმედების ვადაში მიიღებდა კრედიტორი.
შესაბამისად, მოპასუხე ნი----–-----------–---ს სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 20---–-–---------------ს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 1438.16 ლარზე წლიური 8% სარგებლის გადახდა, 20---–-–------------------დან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 10 თვისა. ამდენად, ზემოთმითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მსესხებელს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შედეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება.
კერძოდ, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს: 20---–-–---------------ს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 100 ლარის ოდენობით. ასევე უნდა შემცირდეს მიმდინარე პირგასამტეხლოს ოდენობა 0.05 %-მდე და მოპასუხეს უნდა დაეკისროს: 20---–-–---------------ს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე და დარიცხულ პროცენტზე - 1438.16 ლარზე 0.05% პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 20---–-–------------------დან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 50 დღისა.
ასევე, 2018 წლის 09 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე -პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდეს 100 ლარამდე. ასევე ამავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა შემცირდეს მიმდინარე პირგასამტეხლოს ოდენობა 0.05 %-მდე და მოპასუხეს უნდა დაეკისროს: 201--–-–-------------ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 100 ლარზე, 0.05% პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 20---–-–------------------დან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 50 დღისა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა - 217.70 ლარი (ს.ფ. 50), სარჩელის უზრუნველყოფისათვის - 50 ლარი (ს.ფ. 51), იურიდიული მომსახურების საფასური - 290.2- ლარი (ს.ფ. 52) და საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარის (ს.ფ.68).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს, ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, დავალიანების ძირითადი თანხისა და დარიცხული პროცენტის ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ამდენად, მოპასუხე ნი----–-----------–---ს სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 217.70 ლარიდან - 110.91 ლარის ანაზღაურება სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად (სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკმაყოფილების ნაწილში), ხოლო დარჩენილი თანხა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად. ასევე უნდა დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი - 50 ლარის, საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარისა და იურიდიული მომსახურების საფასურის - 290.2- ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 2- ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელე სს ,,თი---------ის'' განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ნი----–-----------–---ს (პ/ნ 3----------) აეკრძალა მის თანასაკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებიდან მდებარე - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბახვი, საკადასტრო კოდი N2-.2-.2-.1-- - მისი წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არ არსებობს საქმეზე 2--- წლის 2- ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 49-ე, 53-ე, 2-3-ე-2-4-ე, 2-8-ე-2-9-ე, 257-ე, 2591-ე, 2-3-ე-364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,თი---------ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე ნი----–-----------–---ს სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 20---–-–---------------ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2117.66 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1438.16 ლარი, პროცენტი - 579.50 ლარი და ჯარიმა - 100 ლარი.
1.2. მოპასუხე ნი----–-----------–---ს სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 20---–-–---------------ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 1438.16 ლარზე, წლიური 8% სარგებლის გადახდა, 20---–-–------------------დან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 10 თვისა.
1.3. მოპასუხე ნი----–-----------–---ს სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 20---–-–---------------ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 1438.16 ლარზე, 0.05% პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 20---–-–------------------დან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 50 დღისა.
1.4. მოპასუხე ნი----–-----------–---ს სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 201--–-–-------------ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1579.48 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1000 ლარი, პროცენტი - 479.48 ლარი და ჯარიმა - 100 ლარი.
1.5. მოპასუხე ნი----–-----------–---ს სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 201--–-–-------------ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 100 ლარზე, 0.05% პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 20---–-–------------------დან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 50 დღისა.
2. მოპასუხე ნი----–-----------–---ს სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 217.70 ლარიდან - 110.91 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი - 50 ლარის, საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარისა და იურიდიული მომსახურების საფასურის - 290.2- ლარის ანაზღაურება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო როხვაძე