განაჩენი

სისხლის სამართლის 03.12.2019
საქმის ნომერი
140100119003227946
თარიღი
03.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 14010011900322794-

საქმე №1/497-19

გორის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

03 დეკემბერი, 2019 წელი ქ.გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე შალვა კაკაურიძემ,თამარ ბერუაშვილის მდივნობით,პროკურორ - რ--------- ლ----ის,ადვოკატ - ს-------- ვ------–-–---–ის,ბრალდებულ - დ----- ბ-----------–---–ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №011281018003 საქმე დ----- ტ---------- ძე ბ-----------–---–ის მიმართ (პირადი №----------0) დაბადებულის 19---–-–------------------, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არ მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის: გორის რაიონის სოფელ კ-----–---ში, მცხოვრების: ქ.გორში, ც------–-----------–--–--------–-------აშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეოთხე და მერვე ნაწილებით (2018 წლის 28 ოქტომბერს მოქმედი რედაქცია);-

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

დ----- ბ-----------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და სამი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 28 ოქტომბერს, დაახლოებით 20:20 საათზე, გორის რაიონის სოფელ კ-----–---ში გამავალ საავტომობილო გზაზე მოძრაობისას ,,BMW’’-ს მარკის ავტომობილის, სახელმწიფო №---------- მძღოლმა, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, დ----- ბ-----------–---–მა დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, მოსახვევში მაღალი სიჩქარით შესვლისას ვერ დაიმორჩილა საჭე და შეეჯახა საპირისპირო ზოლში მოძრავ ,,Nissan“-ის მარკის ავტომობილს, სახელმწიფო №---------. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ,,BMW’’-ს მარკის ავტომობილის მგზავრმა -გ------- ფ-----–---–მა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე (სიცოცხლისათვის სახიფათო) დაზიანება, ხოლო ამავე ავტომობილის მგზავრი - გ------- ბ-----------–---–ი და ,,Nissan“-ის მარკის ავტომობილში მსხდომი ორი პირი - ა-–---- ე–----–---–ი და თ-------- ს-----–---–ი გარდაიცვალნენ.

წინასასამართლო სხდომაზე, ასევე საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა დ----- ბ-----------–---–მა თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია.

სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ, ამდენად მათ, საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

დ----- ბ-----------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შეტყობინებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, სატრანსპორტო ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ნიმუშის აღების ოქმებით.

ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო დ----- ბ-----------–---–ს ბრალეულობას დადასტურებულად მიიჩნევს და თვლის, რომ მის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეოთხე და მერვე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. კერძოდ, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები დ----- ბ-----------–---–ს არ გააჩნია. სასამართლო მხედველობაში იღებს დამდგარ შედეგს, ბრალდებულის მისწრაფებას აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, იმ გარემოებას, რომ დ----- ბ-----------–---–მა უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა სანქციით გათვალისწინებული მინიმალური ოდენობით - 8 (რვა) წლის ვადით, რაც სრულად უზურუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დ----- ბ-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეოთხე და მერვე ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

მასვე, 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

დ----- ბ-----------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 09 ოქტომბრის №140734319003223634 (12/26-19) განჩინებით, ტ-------- ბ-----------–---–ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე გორის რაიონის სოფელ კ-----–---ში, საკადასტრო მონაცემებით: 6-.4-.0-.---.1--- მესაკუთრე: ტ-------- ბ-----------–---–ი (პირადი №010-5013216).

დ----- ბ-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 03 დეკემბრიდან.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ,,Nissan“-ის მარკის ავტომობილი, სახელმწიფო №---------, ,,BMW’’-ს მარკის ავტომობილი სახელმწიფო №---------- ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, პირადი ნივთები, მობილური ტელეფონი, სანომრე ნიშნები, სარკე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს და დაზარალებულის უფლებამონაცვლეებს, ხოლო ამოღებული მიკრონაწილაკების ნიმუშები, საჰაერო ბალიშები, სავარძლის ნაწილი, სისხლის ნიმუშები, შალითის ნიმუშები, სისხლისმაგვარი ლაქები - განადგურდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შალვა კაკაურიძე