განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100119003188410
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე №1/447-19 02 ოქტომბერი, 2019 წელი
ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე შალვა კაკაურიძემ,თამარ ბერუაშვილის მდივნობით,პროკურორ - ნ----- კ----–-ას,ადვოკატ - მ--- გ-------–-–---–ის,ბრალდებულ - თ------ რ-------ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №011300719004 საქმე თ------ გ-------- ძე რ-------ის (დაბადებული 1----–-–------------------, პირადი №------------ საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, არასრული-საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: ქ.გორში, ცხ-----–-----------–--–---------–ი) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თ------ რ-------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალსწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქალაქ გორში ცხ-----–-----------–--–------------------–- მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკების ნიადაგზე მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა თ------ რ-------ემ არასრულწლოვანი შვილების - 9 წლის ზ---- რ-------ის და 11 წლის ქ---- რ-------ის თანდასწრებით, მეუღლეს ნ---- რ-------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - თავის არეში ორჯერ დაარტყა ხელი, რა დროსაც ნ---- რ-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
წინასასამართლო სხდომაზე, ასევე საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულმა თ------ რ-------ემ თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია.
სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ, ამდენად მათ, საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
თ------ რ-------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოცხრილით, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო თ------ რ-------ის ბრალეულობას დადასტურებულად მიიჩნევს და თვლის, რომ მის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. თ------ რ-------ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, შეურიგდა დაზარალებულს, რომელსაც პრეტენზია არ გააჩნია მის მიმართ, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ წარდგენილი ბრალდების სიმძიმის, პიროვნების (არ არის ნასამართლევი) და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მან აღიარა წარდგენილი ბრალდება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულს მის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია, თ------ რ-------ეს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რომლის პირობით ჩათვლაც სრულად უზურუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ------ რ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაევალოს მსჯავრდებულ თ------ რ-------ეს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება ჩააბას იგი ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.
3. პირობით მსჯავრდებულ თ------ რ-------ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და მისადმი დახმარება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. თ------ რ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
5. თ------ რ-------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 31 ივლისიდან 2019 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით.
6. საქმეზე დართული საგნები და ნივთები: მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება შსს გორის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: შალვა კაკაურიძე