განაჩენი

სისხლის სამართლის 09.09.2019
საქმის ნომერი
330100119003005064
თარიღი
09.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/2270-19

(გამოძიების №0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

9 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ა-–--–--------,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - მ---------------- (დაბადებული - 1-----–-–----------------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ზ--------------------–------–-----------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–---------------–------------------------------------------------------ში),კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

 

დისპოზიცია: ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისგან, ჩადენილი ძალადობის მუქარით.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2019 წლის 1--------–ს, დაახლოებით 16.00 საათზე, თ---–--–ი, წ-----------–---–--------------ში არსებულ აგრარულ ბაზარში, მ----------------- ტ--–-კომპანია „ი------“ საინფორმაციო გადაცემა ,,ქ--------ს’’ ჟურნალისტს ნ------------- და ოპერატორს ნ-------–---- სიუჟეტის გადაღებისა და რესპოდენტების გამოკითხვის შეწყვეტის მიზნით, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხელში მომარჯვებული დანის სალესით, ძალადობის განხორციელების მუქარით, აიძულა საინფორმაციო საშუალებაში გავრცელების მიზნით სიუჟეტის გადაღებოს შეწყვეტა, რითაც ხელი შეეშალა მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 1--------–ს, დაახლოებით 16.00 საათზე, თ---–--–ი, წ-----------–---–--------------ში არსებულ აგრარულ ბაზარში, მ----------------მ ტ--–-კომპანია „ი------“ საინფორმაციო გადაცემა ,,ქ--------ს’’ ჟურნალისტს ნ------------- და ოპერატორს ნ-------–---- სიუჟეტის გადაღებისა და რესპოდენტების გამოკითხვის შეწყვეტის მიზნით, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და აიძულა საინფორმაციო საშუალებაში გავრცელების მიზნით სიუჟეტის გადაღების შეწყვეტა, რითაც ხელი შეეშალა მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. მ---------------ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ბრალდებულის - მ---------------ის გამოკითხვის ოქმს, მოწმეების - ნ-----------ს, ნ-------–--ისა და თ------------------ს გამოკითხვის ოქმებს, 2019 წლის 1--------–-- საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმსა და 2019 წლის 1--------–-- ვიდეო-ჩანაწერის დათვალიერების ოქმს, 2019 წლის 1--------–-- ამოღების ოქმს.

 

3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ მ----------------ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

3.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

3.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის მე-2 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისათვის. აღნიშნული დანაშაულისგან სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია კონსტიტუციით აღიარებული ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლება. დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას - ერთი მხრივ, მის იძულებას გაავრცელოს ინფორმაცია, ხოლო მეორე მხრივ, მისი გავრცელებისაგან თავის შეკავებას. კანონიერი ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელის შეშლა გამოიხატება შეგროვებული ინფორმაციის განადგურებაში, ჟურნალისტური საქმიანობის შეწყვეტის მოთხოვნაში და სხვა. აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანია ქმედების ჩადენა ძალადობის მუქარით.

 

4.2. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს ვალდებულებაა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სამართლებრივად შეაფასებს და იმსჯელებს ბრალდებულის ქმედებების კვალიფიკაციის საკითხზე.

 

4.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულის ქმედების დაკვალიფიცირება სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით სამართლებრივად არამართებულია და მიაჩნია, რომ მ---------------ის ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 154-ე მუხლის პირველ ნაწილზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

4.4. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ მოწმე ნ------------- და ნ-------–--ის გამოკითხვის ოქმებით უტყუარად დადგენილია, რომ 2019 წლის 1--------–ს, დაახლოებით 16.00 საათზე, ქ. თ---–--–---–-----------–---–--------ში არსებულ აგრარულ ბაზარში, მ----------------- ტ--–-კომპანია „ი------“ ჟურნალისტს ნ-----------ს და ოპერატორ ნ-------–---- სიუჟეტის გადაღებისა და რესპოდენტების გამოკითხვის შეწყვეტის მიზნით, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და აიძულა ისინი, რომ შეეწყვიტათ სიუჟეტის გადაღება, რითაც მათ ხელი შეუშალა პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. ორივე მათგანის გამოკითხვის ოქმებით დადასტურებულია ის გარემოება, რომ ბრალდებული მათ მიმართვდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რათა შეეწყვიტათ გადაღება და ხელი შეეშალა ჟურნალისტიური საქმიანობის განხორციელებისათვის, თუმცა, არც ერთი მათგანი თავისი გამოკითხვის ოქმში არ უთითებს მ---------------ის მხრიდან მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის მუქარაზე. ნ----------- და ნ-------–--- თავიანთი გამოკითხვის ოქმებში, აღნიშნავენ, რომ ბრალდებული მათ არც სიცოცხლის მოსპობით და არც ჯანმრთელობის დაზიანებით არ დამუქრებია და არც სალესის მოქნევა აღუქვამთ მუქარად, რომელსაც შესაძლოა ზიანი მიეყენებინა მათი ჯანმრთელობისთვის და საფრთხე შეექმნა მათი სიცოცხლისათვის. ამდენად, მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით უტყუარად დასტურდება, რომ ბრალდებული მათ არ დამუქრებიათ და მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლივად მხედველობაში მიღებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზე არ არის აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება - ქმედების ჩადენა ძალადობის მუქარით.

 

4.5. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულ მ---------------ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველ ნაწილზე. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

5.3. განაჩენის 5.1. და 5.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთს ვადით ორ წლამდე ანდა შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე. ამდენად, სასამართლო მ---------------ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, იმსჯელებს და შეაფასებს, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.5. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მ---------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას (მტკიცებულებები გახადა უდავოდ) და აღიარა ჩადენილი ქმედება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (ბრალდებულმა ხელი შეუშალა კანონიერ ჟურნალისტურ საქმიანობას, რაც მნიშვნელოვანია დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობისთვის), მის პირად და ეკონომიკურ პირობებს (მუშაობს, აქვს მუდმივი შემოსავლის წყარო, ჰყავს ოჯახი), მ---------------ის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს, აგრეთვე, იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები მ---------------ის წარსული ცხოვრების უარყოფითად შეფასების საშუალებას არ იძლევა, ხოლო თავად ქმედება წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მ----------------ს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს ჯარიმა.

 

5.6. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

5.7. ამდენად, განაჩენის 5.5.-5.6. პუნქტებში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მ----------------ს საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და მ---------------ის პიროვნების გათვალისწინებით, ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ---------------ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

2. მ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

 

3. მ---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს.

 

4. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები :

 

· მეტალის სალესი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

· დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი