გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3168073-2/543-19წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი მარიამ სუხიაშვილი
მოსარჩელე - ბ----- ბ--–---ია
მოპასუხე - ბ--–- შ----–-–---–ი
წარმომადგენელი - მ------------–---–ი
მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს
სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი
წარმომადგენელი - დ--------------ე
დავის საგანი - ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნ-----–---- ბ--–---იას და ი-----–- ბ--–---იას საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის ბ----- ბ--–---იას საცხოვრებელი ადგილი, ქ.ზ--------ი, სოფელი ჭ-------–ი, დ-----------–-----–ის ქ. N20.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ბ----- ბ--–---ია და ბ--–- შ----–-–---–ი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2019 წლის 6 ივნისს სსგს ზ--------ის სამოქალაქო რეეტსრის სამსახურში მოხდა განქოწინების რეგისტრაცია. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი ნ-----–---- და ი-----–- ბ--–---ია. ზაფხულის პერიოდში დედამ ბ--–- შ----–-–---–მა ბავშვები შეთანხმების საფუძველზე ერთი თვის ვადით წაიყავან ახალციხეში, სადაც არის მისი საცხოვრებელი სახლი. ერთი თვის შმედეგ კი ბავშვები უნდა დაებრუნებინა მამის საცხოვრებელ სახლში. უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვებს სურვლი აქვთ სახლში დაბრუნების, რადგან მიჯაჭვული და დამოკიდებული არიან მამაზე. თუმცა მოპასუხე დღეის მდგომარეობით წინააღმდეგია ბავშვები დაბრუნდნენ მამასთან და იცხოვრონ მასთან. დედა სათანადო ყურადღებას ვერ აქცევს ბავშვებს. მოსარჩელე არის ხელოსანი, აქვს შემოსავალი, ასევე დამატებითი შემოსავალი სოფლის მეურნოებიდან. მას აქვს ბავშვებისატვის საჭირო საყოფაცხოვრებო პირობები და უსაფრთხო ოაჯხური გარემო.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ბ--–- შ----–-–---–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ბავშვებს არ სურთ მამასთან დარჩენა. მამა სათანადო ყურადრებას არ მიაქცევს,3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ცენტრის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ბავშვი ძალიან მიჯაჭვულია დედასთან და მისი ინტერესებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია ბავშვი იყოს მასთან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ბ----- ბ--–---ია და ბ--–- შ----–-–---–ი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.
სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- განქორწინების მოწმობა;
3.1.2. ბ----- ბ--–---იას და ბ--–- შ----–-–---–ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი 2----–-–------------ს დაბადებული ი-----–- ბ--–---იას და 2----–-–-----------------ს დაბადებული ნ-----–---- ბ--–---ია.
სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობები;
3.1.3. ბ----- ბ--–---იას და ბ--–- შ----–-–---–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება 2019 წლის 6 ივნისს შეწყდა.
სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:
- განქორწინების მოწმობა;
3.1.4. ამჟამად მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. ი-----–- და ნ-----–---- ბ--–---იები ცხოვრობენ დედასთან ქ. ახალციხეში.
სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.5. სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის დასკვნის თანახმად, ბ----- ბ--–---ია ცხოვრობს დედასთან და ბაბუასთან ერთად ორსართულიან სახლში, რომელიც შედგება 7 ოთახისაგან. ოთახებში განლაგებულია აუცილებელი საჭიროების ავეჯი და ნივთები. სარგებლობენ ეზოში არსებული ჭის ყლით, გამართულია ელექტროგაყვანილობა და არის ბავშვებისათვის უსაფრთხო და კეთილსაიმედო გარემო. ბ-----ს მიღებული აქვს საშუალო განათლება. ის ხელოსანია და ამ საქმიანობიდან წელიწადში აღებული თანხა შეადგენს 2000 ლარს. შემოდგომაზე მუშაობს საფრეზი და სათიბი ტრაქტორით, საიდანაც აქვს შემოსავალი 400 ლარამდე. შეშის გადაზიდვიდანაც აქვს შემოსავალი 100-150 ლარის ფარგლებში. ბ-----ს დედა მუშაობს სოფელ ჭ-------–ი ს სკოლაში დამლაგებლად. აქვს ხელფასი 140 ლარი. ბაბუის პენსია შეადგენს 200 ლარს. ოჯახს აქვს დამატებით შემოსავალი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციიდან თვეში 300 ლარამდე. ოჯახს ჰყავთ შინაური ცხოველები და ფრინველები. ოჯახს ჰყავს ძლიერი თანადგომის ქსელი, რომლებიც ფსიქოლოგიურ და ფინანსურ დახმარებას უწევენ. ოჯახის შემოსავალი საშაულებას იძლევა უზრუნევლყოფილი იყოს არასრულწლოვნების ძირითადი საჭიროებები. სამეზობლოში ბ-----ზე პატივისცემით საუბრობენ.
სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:
- სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 29.10.2019წ. დასკვნა;
-
3.1.6. ბ--–- შ----–-–---–ი ქ. ახალციხეში, მ---------------ს ქ. N1-----ში შვილებთან ნ-----–---- ბ--–---იასთან, ი-----–- ბ--–---იასთან, მშობლებთან რ-------ა და გ---- შ----–-–---–ებთან ერთად ცხოვრობს. ბ--–- შ----–-–---–ი დასაქმებულია საკვებ ობიექტში და მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 600 ლარს. როდესაც დედა არ იმყოფება სახლში ბებია ბავშვებზე ახორციელებს შესაბამის მზრუნველობას. ბავშვების პაპა გ---- შ----–-–---–ი არის თვითდასაქმებული და მისი საშაუალო შემოსავალი შეადგენს 600 ლარს. ოჯახსი შემოსავლის წყაროა გ---- შ----–-–---–ის სოციალური პაკეტის თანხა 22 ლარი. გ---- შ----–-–---–ს აქვს კრეიდტი და თვიური გადასახადის შეადგენს 473 ლარს. არასრულწლოვნების ამჟამინდელი საცხოვრებელი კეთილმოწყობილია, რეგისტრირებულია გოცა შ----–-–---–ის სახელზე, შედგება ორი ოთახისაგან, არის სამზარეულო და აბაზანა. არასრულწლოვნებს ძინავთ დედასთან ერთად ოთახში. ი-----–-ს ძინავს ორ საწოლიან საწოლზე, დედასთან, ნიკას აქვს საკუთარი საწოლი. სახლში არის მუდმივი ცხელი და ცივი წყალი. წესრიგშია ელექტროგაყვანილობა. თბებიან გაზის საშაულებით. სანიტარულ ჰიგიენური ნორმები სახლში დაცულია. რაც შეეხება ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას ბ--–- შ----–-–---–ის ინფორმაციით მისი არასრულწლოვანი შვილების და მამის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დედას აქვს სარძევე ჯირკველბის ცენტრალური ნაწილის ავთვისებიანი სიმსივნე. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, დაავადება გადასულია რემისიულ პერიოდში. პაციენტი შრომისუნარიანია. იგი აქტიურად არის ჩართული საოჯახო საქმიანობაში. ოჯახის არცერთი წევრი არ იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ჰყავთ ძლიერი თანადგომის ქსელი. ოჯახს მეზობლები დადებითად ახასიათებენ. მეზობელბისაგან მოპოვებული ინფორმაციიტ ოჯახის არცერთი წევრი არ არის დამოკიდებული ალკოჰოლურ სასმელზე. ბავშვები სწავლობენ N-----------------–-ში. ბავშვები დედის მიერ უზრუნველყოფილი არიან სასკოლო საკანცელარიო ნივთებით. სეზონის შესაბამისი ტანსაცმლით, ჯანსაღი საკვებით, დაცულები არიან ძალადობისაგან და უგულველყოფისაგან. ბ--–- შ----–-–---–ი აღნიშნავს, რომ ის არ არის წინააღმდეგი ბავშვებს ქონდეთ მამასთან სატელეფონო ურთიერთობა, ასევე სკოლის არდადეგებზე წავიდნენ მამასთან. ბავშვებს უნდათ იცხოვრონ დედასთან. არ იციან უნდათ თუ არა სკოლის არდადეგები გაატარონ მამის საცხოვრებელ სახლში.
სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:
- სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 30.10.2019წ. დასკვნა;
3.1.7. სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგის თამარი გოგოლაურის 05.11.2019წ. დასკვნით დადგენილია, არასრულწლოვნებს საიმედო მიჯაჭვულობა აქვთ დედასთან, არიან თავისუფლად, ესაუბრებიან სხვადასხვა თემაზე, გამოთქვამენ საკუთარ აზრს, ბავშვებს სურთ მასთან ცხოვრება. თუმცა მამის მიმართაც არიან კეთილგანწყობილნი, სიამოვნებთ მასთან ურთიერთობა. მოწონთ როდესაც მამა ჩამოდის და ნახულობს მათ. მოლოდინის ერთერთი მიზეზი არის ის, რომ მამა მათ სათამაშოებს ყიდულობს. მამასთანაც არიან თავისუფლად, მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ ი-----–- მეტად თავისუფალი მამასთან ურთიერთობაში, მეტად ღია და კომუნიკაბელურია. ნ-----–----ი ურო ჩაკეტილია და იარკლის მიერ წამოწყებულ ინიციატივას ყვება მამასთან ურთიერთობის დროს.
სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:
- სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგის თ-------------–-----ის 05.11.2019წ. დასკვნა.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
,,ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენცია''
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ „ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად: “მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებული ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ბავშვზე, იმაზე, რომ სათანადოდ ხელმძღვანელობდნენ ბავშვს წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განხორციელებაში და აკეთებდნენ ამას ბავშვის უნართა განვითარების გათვალისწინებით.”
სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს.
კანონი პატივს სცემს რა მშობლის უფლებას ურთიერთობა იქონიონ შვილებთან, აღნიშნული უფლების განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობას ანიჭებს ბავშვის ინტერესს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1187-ე მუხლის თანახმად, მშობლებისა და შვილების ურთიერთ უფლება-მოვალეობებს საფუძვლად უდევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სამოქალაქო კოდექსის 1198.1 მუხლი).
ამავე კოდექსის 1199-ე მუხლის თანხმად მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
სასამართლოს ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიეტქად მიჩნევა, არამედ მისი, როგროც სუბიექტის უფლებების აღაირება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასტან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასესბიას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება. (იხ.ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany, # 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, # 28945/95, 10.05.2001, პარ.72) - შდრ. ასევე,სუსგ #ას-967-916-2015, 25.02.2016წ.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთანურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვისინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი(Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისიშინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი(Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარეე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელტა განხორციელებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას და განვითარებას. (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzari and Giunta v. Italy [GC], nos. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. The United Kingdom, no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI).
აღნიშნულმა პრინციპმა საქართველოს შიდა ნორმატიულ აქტებშიც ჰპოვა ასახვა. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს განქორწინებული ან ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლების უფლებებსა და მოვალეობებს შვილების მიმართ, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველეს მოვალეობას წარმოადგენს ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნა, ხოლო ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება.
მოცემულ საქმეში სასამართლოს შემომწების საგანს წარმოადგენს არის თუ არა მცირეწლოვანი ნ-----–---- და ი-----–- ბ--–---იების საუკეთესო ინტერესებში მის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა. მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობის შესასწავლად, მნიშვნელოვანია შეფასდეს მცირეწლოვანი ნ-----–---- და ი-----–- ბ--–---იების დამოკიდებულება მამის მიმართ. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგის 2019 წლის 5 ნოემბრის დასკვნაზე, რომლის თანახმად, ,,როდესაც დედასთან და მამასთან ერთად ცხოვრობდნენ... ხანდახან დედა და მამა ჩხუბობდნენ, დედას ეჩხუბებოდა თ--- (მამის დედა).’’ ,,ბავშვებს სურდათ ტელევიზორში მულტფილმების ყურება ბებო კი არ აყურებინებდა, როგროც ნ-----–----ი ამბობს ერთხელ როდესაც მან ტელევიზორი გადაურთო ბებოს ის გაბრაზდა და ტელევიზორი გადმოაგდო.’’,, როდესაც დედამ და ბებომ იჩხუბეს ბებომ მას ჩაქუცი ესროლა’’. ,,ნ-----–----თან საუბრიდან ჩანს, რომ მას არ აქვს კარგი ურთიერთობა თ---სთან. მის მიმართ საუბრობს აგრესიულად და არ მოიხსენიებს დადებითად.’’ ,,მამამ მათ უთხრა, რომ გაჰყოლოდნენ სოფელში თუმცა არ წავიდნენ, რადგან დედასთან უნდოდათ ყოფნა.’’ ,,ი-----–- აღნიშნავს, რომ გაეხარდა მამის ჩამოსვლა, მოენატრა თუმცა მასთან წასვლა არ უნდა,, რადგან დედასთან აქ რჩება და დედასთან უნდა რომ იყოს.’’ ,,,,ნ-----–----მა სწორედ დედა დახატა პირველ რიგში, რაც მიუთითებს და აღნიშნავს კიდევ ერთხელ დედასთან მიჯაჭვულობას. მიუხედავად იმისა, რომ ნ-----–----მა დახატა ნახატში 8 ადამიანი არ დახატა მამა, კითხვაზე თუ სად იყო მამა და რატომ არ ეხატა, მითხრა, რომ დაავიწყდა და თან აღარ დაეტეოდა.’’ ,,ი-----–- ნახატის დახატვის დროს დახატა პირველ რიგში დედას... მის გვერდით დახატა საკუთარი თავი, რომელიც ხელჩაკიდებულია დედასთან, ეს მიუთითებს მასთან საიმედო მიჯაჭვულობაზე.’’
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ფსიქოლოგის მიერ გამოკვლეული ბავშვის ფსიქიკური მდგომარეობა უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებსაც გააჩნია იურიდიული მნიშვნელობა (სუსგ №ას-1062-996-2012, 2013 წლის 22 იანვარი).
მოცემული დასკვნიდან ნათლად ჩანს, რომ ბავშვებს სურთ მამასთან ურთიერთობა, თუმცა დედის მიმართ გააჩნიათ ძლიერი ემოციური მიჯაჭვულობა, და სწორედ აღნიშნული წარმოადგენს მათ საკუთარ შეხედულებას. ის, რომ სურვილი არ აქვთ მუდმივად საცხოვრებლად წავიდნენ მამასთან, ნ-----–---- და ი-----–- ბ--–---იებმა აგრეთვე გამოხატეს სხდომაზე ფსიქოლოგის მონაწილეობით მისი მოსმენისას
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღიარებს, რომ ბავშვის სურვილები და გრძნობები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მშობელთან ურთიერთობის საკითხის გადაწყვეტისას (Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 73, ECHR 2003-VIII).
„ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოხატოს ეს შეხედულებანი ბავშვთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, ამასთან ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა ბავშვის ასაკისა და მოწიფულობის შესაბამისად.
გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში №12 (2009), რომელიც ეხება ბავშვის უფლებას, იქნეს მოსმენილი, მითითებულია, რომ ბავშვის მიერ საკუთარი შეხედულებების თავისუფლად გამოხატვა ნიშნავს იმას, რომ არ უნდა მოხდეს ბავშვის მანიპულირება ან ბავშვი არ უნდა დაექვემდებაროს ზემოქმედებას ან ზეწოლას. ამასთან ერთად, „თავისუფლად“ თავისთავად დაკავშირებულია ბავშვის „საკუთარ“ შეხედულებებთან: ბავშვს გააჩნია უფლება გამოხატოს თავისი შეხედულებები და არა - სხვების შეხედულებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის ანალიზი იძლევა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვანის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვანი/მცირეწლოვანის, როგროც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის განვითარებაში. ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, როდესაც იგი არასრულწლოვანის უფლებებს შეეხება, მიუხედავად კანონით რეგლამენტირებული ორივე მშობლის თანასწორობის პრინციპისა, ამოსავალი დებულება ყოველთვის ბავშვის საუკეთესო ინტერესია, რომლის მიზნით დაიშვება, როგროც ერთ-ერთი, ისე ორივე მშობლის უფლების შეზღუდვა, თუკი მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი დასახული მიზნის მიღწევა.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ერთ-ერთ საქმეში - ,,ნ.წ. და სხვები საქარტველოს წინააღმდეგ’’ გაკეტებულ განმარტებაზე - ბავშვის საუკთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგან და მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება აჭარბებდეს მშობლის ინტერესებს.’’
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ბ----- ბ--–---იას სასარჩელო მოთხოვნა, ნ-----–---- და ი-----–- ბ--–---იების საცხოვრებელ ადგილად მისი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რათა საფრთხე არ შეექმნას ბავშვების საუკეთესო ინტერესს და მათი უფლებების განხორციელებას.
7. საპროცესო ხარჯები
7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ბ----- ბ--–---იას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის ქ. 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი