განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/4763-19
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
გიორგი გარაშვილის მდივნობით
პროკურორ _ ნ----- გ-------–ის
ბრალდებულ _ ა---- კ--–-------ს
ადვოკატ - გ---–- გ----–-–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
_ ა---- ი-----------ს ძე კ--–-------ს, დაბადებულის 19---–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №3----------), ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ოზ----------------------------–---------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-----------–-------–--–---–----------------------–ში, ამჟამად პირადი თავდებობის ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა---- კ--–------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ა---- კ--–-------ს მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 21 აგვისტოს, დილის 07:00 საათზე, ქ.თბილისში, ვ----–---------–---–------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ა---- კ--–------ემ ფიზიკური ძალადობა განახორციელა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ლ--------–---–ის მიმართ, კერძოდ, სქესობრივ კავშირზე უარის თქმის გამო, შელაპარაკებისას, გაშლილი ხელი ორჯერ დაარტყა სახისა და ყელის მიდამოში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. ა---- კ--–------ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლოს დასკვნა ა---- კ--–-------ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ:
სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ერთის მხრივ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიერ მეუღლის მიმართ განხორციელებულია ფიზიკური ძალადობა, რის გამოც მას უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ხოლო მეორეს მხრივ მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ ძალადობა არ ატარებდა ისეთ დაუნდობელ ხასიათს, რაც მის მომეტებულ საშიშროებაზე და საპატიმრო სასჯელის გამოყენებით საზოგადოებისაგან იზოლირების საჭიროებაზე მიუთითებდა.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. იმის გათვალისწინებით, რომ ა---- კ--–------ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, არ არის ნასამართლევი და პირველად ხდება მის მიმართ სასჯელის დანიშვნა, ამ ეტაპზე ბრალდებული და დაზარალებული ცხოვრობენ ცალ-ცალკე და მათ შორის კონფლიქტის რისკი შემცირებულია, ხოლო საქმის მასალებით მიხედვით ა---- კ--–-------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სანქციის ფარგლებში - მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებული ვადით - 145 (ას ორმოცდახუთი) საათი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი უნდა შეუმცირდეს 2019 წლის 24 სექტემბრიდან - 2019 წლის 2-------------ის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დროის (29 დღე) გათვალისწინებით და შესაბამისად, მას დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს მოხდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა---- კ--–------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 145 (ას ორმოცდახუთი) საათის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 2019 წლის 24 სექტემბრიდან - 2019 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით და დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ჩაეთვალოს მოხდილად.
2. გაუქმდეს ა---- კ--–-------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პირადი თავდებობა.
3 განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი