განაჩენი

სისხლის სამართლის 10.12.2019
საქმის ნომერი
130100119003247947
თარიღი
10.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/200-19

გამოძიების N 027130919001

განაჩენი

საქართველოს სახელით

10 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ხაშური

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი ნანა ლომიძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - როზა სამუშია

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ნ-------–------ე, დაბადებული 1997 წლის 23 მარტს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 0----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქალაქ თბილისში, რ-------–--–-----------------------ში

ადვოკატი - გიორგი ჯეირანაშვილი

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-4 ნაწილი

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1.სასამართლომ დაადგინა:

ნ-------–------ემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, დიდი ოდენობით, რაც გამოხატა შემდეგში:

2019 წლის 13 სექტემბერს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბისის მიმდებარე ტერიტორიაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქარელის რაიონული სამმართველოს N1 განყოფილების (აგარა) თანამშრომლების მიერ, ნ-------–------ის პირადი ჩხრეკისას მისგან ამოღებული იქნა, მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება ნედლი „მარიხუანა“, საერთო წონით - 162.85 გრამი.

ესე იგი, ნ-------–------ემ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273 1 მუხლის მე-4 ნაწილით.

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლოს დასკვნა ნ-------–------ის მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისივე აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმს და ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებას, მოწმეების: ზ---------–---–---–----------------------–---–------------------------------- ოქმებს, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, ქიმიური ექსპერტიზის N288/სქ დასკვნას და საქმის სხვა ერთობლივ მასალებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიაჩნია ნ-------–------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ნ-------–------ემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება ნედლი „მარიხუანის“ უკანონო შეძენა, შენახვა და შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ბრალდებულ ნ-------–------ეს.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.3. საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ნ-------–------ემ ჩაიდინა - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-4 ნაწილით. შესაბამისად აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა იქნეს იგი ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ნ-------–------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების საქმეში არ მოიპოვება.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ხარისხს, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის პიროვნებას, რომ გულწრფელად განიცდის და ნანობს ჩანადენს.

 

5.3.სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ნ-------–------ეს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა განესაზღვროს სასჯელის სახედ - ჯარიმა

სა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-ე მუხლების შესაბამისად,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ნ-------–------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

2. "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, ნ-------–------ეს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას ა) საადვოკატო საქმიანობის უფლება; ბ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; გ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; დ) პასიური საარჩევნო უფლება; ე) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ვ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; აღნიშნულ უფლებათა ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის სამსახურებს.

3. გაუქმდეს ნ-------–------ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.

4. ნივთიერი მტკიცებულება - მარიხუანა, რომელიც გადაგზავნილია შინაგან საქმეთა სამინისტროს ქარელის რაიონული სამმართველოს პოლიციის N1 განყოფილებაში (ს.ფ. 38), განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

6. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ზაზა რამიშვილი