განაჩენი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 3-----------------
საქმე №1/2---19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 დეკემბერი, 2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ
ალიკა ლეგაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის - თინათინ ზუბაშვილის
ბრალდებულ - ავ--------–- მე-----–--ლის
ადვოკატ - ნო–------ ქე-–----–--ლის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: ავ--------–- მე-----–--ლი;
მამის სახელი: ნო------;
დაბადებული: 05.10.1----–--–-;
პირადი ნომერი: 1----------;
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება: საშუალო;
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე;
რეგისტრირებული: ქ. გურჯაანი, ლეონიძის ქ.N1-;
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.გურჯაანი, ლეონიძის ქ.N1-;
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
კვალიფიკაცია: ავ--------–- მე-----–--ლს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 17 ოქტომბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. გურჯაანში, ლეონიძის ქ.N1--ში მდებარე, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, მარჯვენა ყბისა და კისრის არეში, ხელი ერთხელ გაარტყა არასრულწლოვან შვილს, 01.07.2--- წელს დაბადებულ ნო----- მე-----–--ლს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ავ--------–- მე-----–--ლი 2019 წლის 18 ოქტომბერს 19:05 საათზე დააკავეს და 2019 წლის 19 ოქტომბერს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 17 ოქტომბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ.გურჯაანში, ლეონიძის ქ.N1--ში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ავ--------–- მე-----–--ლმა სცემა 11 წლის არასრულწლოვან შვილს, ნო----- მე-----–--ლს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმეების - ნო----- მე-----–--ლის, ლუ---- სი--–--ლის, ლი- მე-----–--ლის, რუ------- ყო---–--ლის გამოკითხვის ოქმებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ავ--------–- მე-----–--ლმა სცემა 11 წლის არასრულწლოვან შვილს, ნო----- მე-----–--ლს, რომელსმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა.
ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.
ამასთან, აღნიშნულმა ქმედებებმა არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმეების - ნო----- მე-----–--ლის, ლუ---- სი--–--ლის, ლი- მე-----–--ლის,რუ------- ყო---–--ლის გამოკითხვის ოქმებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ავ--------–- მე-----–--ლმა სცემა 11 წლის არასრულწლოვან შვილს, ნო----- მე-----–--ლს, რომელსმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელება არასრულწლოვანი - 18 წელს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ, ამასთან, მოძალადისათვის წინასწარ უნდა იყოს ცნობილი, რომ ძალადობრივ ქმედებას არასრულწლოვანის მიმართ სჩადის.
დაზარალებული ნო----- მე-----–--ლი არის ბრალდებულ ავ--------–- მე-----–--ლის შვილი, ოჯახის წევრი და ბრალდებულისათვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ იგი იყო არასრულწლოვანი.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ავ--------–- მე-----–--ლმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 119-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ავ--------–- მე-----–--ლის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
ავ--------–- მე-----–--ლის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ავ--------–- მე-----–--ლი არ არის ნასამართლევი. აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ავ--------–- მე-----–--ლის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შემთხვევაში. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ყველა საჭირო საფუძველი იმისათვის, რომ ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლებით გათვალისწინებული შეღავათი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-259-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ავ--------–- მე-----–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.
2. ავ--------–- მე-----–--ლის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაო - გაუქმდეს. ამ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინება N12/2--19 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. ყადაღა მოეხსნას ავთანდილ მე-----–--ლის (პირადი N1----------) მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, ლი- მე-----–--ლის (პირადი N13---------) სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას - სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელიც მდებარეობს ქ. გურჯაანში, ჯაფარიძის ქუჩა N24-ში, საკადასტრო კოდი 51.01.61.013; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი 410.00 კვ. მეტრი. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1, შენობა-ნაგებობების საერთო ფართი 131.70 კვ.მ. რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 10000 (ათი ათასი) ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 2000 (ორი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს და მესაკუთრეს ლი- მე-----–--ლს (პირადი N13---------) სრულად დაუბრუნდეს.
3. ავ--------–- მე-----–--ლს სასჯელის მოხდის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 18 ოქტომბერს 19:05 საათიდან და 2019 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით.
4. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი N7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. გურჯაანი, სანაპირს ქუჩა N24) მეშვეობით.
მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე