გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №030310919003273817
№3/131-2019
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
დამცავი ორდერის დამტკიცების შესახებ
18 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: შოთა სირაძე
სხდომის მდივანი: მარიამ წულაძე
მსხვერპლი: ნ---- ხ----–--–---,მოძალადე: ი-----–- გ----–--,განიხილა ნ---- ხ----–--–---ს განცხადება დამცავი ორდერის დამტკიცების შესახებ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2019 წლის 08 ფოთის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა მსხვერპლმა ნ---- ხ----–--–---მ, ი-----–- გ----–--ს მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ.
ნ---- ხ----–--–---მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ყოფილი მეუღლის ი-----–- გ----–--სგან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში განიცდიდა ფსიგოლოგიურ ძალადობას, ყოფილა შემთხვევები, როდესაც სახლში, სამსახურში მოსულა და საჯაროდ შეურაცხოფა მიუყენებია, უჩხუბია დამუქრებია, ურეკავს ტელეფონზე და ემუქრება, ფსიქოლოგიურ ტრამვას იღებს მათი არასრულწლოვანი შვილიც, რომელსაც ვალდებულია გაუფრთხილდეს. მის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი და განცხადების შემოტანის შემდეგაც, 2019 წლის 16 ნოემბერს დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები და სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენა, რაზედაც დაიწყო გამოძიება. ნ---- ხ----–--–---ს განმარტებით, ასეთ პირობებში მშვიდად ვერ ცხოვრობს, მუდმივ სტრესშია და შიშის ქვეშ, დარწმუნებულია, რომ ი-----–- გ----–-- კვლავ გააგრძელებს მასზე ფსიქოლოგიურ ძალადობას. მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის ვადა ამოიწურა 2019 წლის 27 ნოემბერს და ამიტომ მომართა სასამართლოს რათა თავი იგრძნოს დაცულად და უსაფრთხოდ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს გამოცემულ იქნეს დამცავი ორდერი შემდეგი პირობებით: 1. აეკრძალოს ი-----–- გ----–--ს მასთან რაიმე ფორმით, მათ შორის სატელეფონო საშუალებების გამოყენებით კონტაქტი. ამასთან იმის გათვალისწინებით, რომ ი-----–- გ----–--ს მისი საქმიანობიდან გამომდინარე შესაძლოა მოუწიოს მის სამსახურში მოსვლა, ამიტომ აკრძალვა შეიძლება არ შეეხოს სამსახურებრივი ურთიერთობას, რომელიც უნდა განხორციელდეს მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროების შემთხვევაში პირდაპირი კომუნიკაციით;
2. აეკრძალოს ი-----–- გ----–--ს მის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფსიქოლოგიური ძალადობა ნებისმიერი ფორმით, მათ შორის ტელე-საკომუნიკაციო საშუალებებით.
სასამართლო სხდომაზე აღნიშნული ფაქტი დაადასტურა მსხვერპლმა ნ---- ხ----–--–---მ და მოითხოვა დამცავი ორდერის გამოცემა მაქსიმალური ვადით.
მოძალადე ი-----–- გ----–-- სასამართლო სხდომაზე არ დაეთანხმა ნ---- ხ----–--–---ს მოთხოვნას დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ, თუმცა აღნიშნა, რომ არ აპირებს ნ---- ხ----–--–---ს მიმართ რაიმე სახის ძალადობას და სურს შერიგება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია გამოცემულ იქნეს დამცავი ორდერი. ამდენად, დამცავი ორდერი გაიცემა მხოლოდ მაშინ, თუ დადასტურდება ძალადობის რაიმე ფორმის განხორციელება განმცხადებლის მიმართ.
,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. ამავე კანონის მე-11 მუხლით თანახმად, კი დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება აქვს მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
ამავე კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას.
,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2115 მუხლის მესამე ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს: მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან მიახლოების აკრძალავას, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ხოლო ,,ლ" ქვეპუნქტის თანახმად, სხვა საკითხებს, რომელიც აუცილებელი მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის. მხარეთა განმარტებების, საქმეში არსებული მტკიცებულებების და მითითებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქმედება, რომელიც ხორციელდება ი-----–- გ----–--ს მხრიდან ნ---- ხ----–--–---ს მიმართ, იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას, აღნიშნული კი თავის მხრივ წარმოადგენს ფსიქოლოგიურ ძალადობას. ამასთან, განმცხადებლის განმარტებით, კვლავ არსებობს ძალადობის განხორციელების საშიშროება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის გათვალისწინებული ძალადობა მოძალადე ი-----–- გ----–--ს მხრიდან მსხვერპლის - ნ---- ხ----–--–---ს მიმართ, რაც წარმოადგენს განცხადების დაკმაყოფილებისა და დამცავი ორდერის გამოცემის საკმარის საფუძველს.
მხარეთა განმარტებების, საქმეში არსებული მტკიცებულებების და მითითებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო დარწმუნდა, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილია „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის გათვალისწინებული ძალადობა ი-----–- გ----–--ს მხრიდან მსხვერპლის - ნ---- ხ----–--–---ს მიმართ.
საქმის მასალების მიხედვით, ი-----–- გ----–--ს 2019 წლის 19 ნოემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111,1811-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლითაც ირკვევა, რომ ი-----–- გ----–--ს მიმართ 2019 წლის 24 ოქტომბერს მეუღლის ნ---- ხ----–--–---ს სიტყვიერი შეურაცხოფის გამო, გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი და მას 30 დღით აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
მხარეთა განმარტებებით და საქმის მასალებიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ ნ---- ხ----–--–---ს მიმართ ი-----–- გ----–--ს მხრიდან მართლაც არსებობს ძალადობის რეალური საფრთხე, რაც წარმოადგენს განცხადების დაკმაყოფილებისა და დამცავი ორდერის გამოცემის საკმარის საფუძველს.
სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ სასამართლო სხდომაზე მსხვერპლმა მოითხოვა დამცავი ორდერის დამტკიცება 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც სასამართლოს აზრით სრულად უზრუნველყოფს მსხვერპლის - ნ---- ხ----–--–---ს უსაფრთხოებას.
სასამართლოს, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ ნ---- ხ----–--–---ს განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და ი-----–- გ----–--ს უნდა აეკრძალოს მსხვერპლთან - ნ---- ხ----–--–---სთან რაიმე ფორმით, მათ შორის სატელეფონო საშუალებების გამოყენებით კონტაქტი, გარდა სამსახურებრივი ურთიერთობისა, რომელიც უნდა განხორციელდეს მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროების შემთხვევაში პირდაპირი კომუნიკაციით;
ასევე უნდა აეკრძალოს მსხვერპლის ნ---- ხ----–--–---ს მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფსიქოლოგიური ძალადობა ნებისმიერი ფორმით, მათ შორის ტელე-საკომუნიკაციო საშუალებებით.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2113-ე, 2115-ე, მუხლებით, ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვის და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ---- ხ----–--–---ს განცხადება - დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. მოძალადე ი-----–- გ----–--ს მიმართ გამოიცეს დამცავი ორდერი, შემდეგი პირობებით:
აეკრძალოს ი-----–- გ----–--ს მსხვერპლთან - ნ---- ხ----–--–---სთან რაიმე ფორმით, მათ შორის სატელეფონო საშუალებების გამოყენებით კონტაქტი, გარდა სამსახურებრივი ურთიერთობისა, რომელიც უნდა განხორციელდეს მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროების შემთხვევაში პირდაპირი კომუნიკაციით;
აეკრძალოს ი-----–- გ----–--ს მსხვერპლის - ნ---- ხ----–--–---ს მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფსიქოლოგიური ძალადობა ნებისმიერი ფორმით, მათ შორის ტელე-საკომუნიკაციო საშუალებებით.
3. დამცავი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვროს 06 (ექვსი) თვის ვადით.
4. განემარტოთ მხარეებს, რომ დამცავი ორდერის დამტკიცების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შედის ძალაში და მისი გასაჩივრება არ აჩერებს დამცავი ორდერის მოქმედებას.
5. მოძალადის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. გადაწყვეტილების ასლი გადაეგზავნოთ მხარეებს და შსს ქ.ფოთის საქალაქო სამმართველოს.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 03 დღის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა სირაძე