განაჩენი

სისხლის სამართლის 12.11.2019
საქმის ნომერი
330100119003224314
თარიღი
12.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/4694-19

(--------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - ნათია ნებაძე,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ზ---------------–ია,დაცვის მხარე:

ბრალდებული ი-–----------------------–-–---–ი - დაბადებული 1----–-–------------–-----------------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული ბ--------–----------–--–-----–----------------------, ფაქტობრივად მცხოვრები თბილისში, ა---––------------------------------------,ბრალდებული გ-----------------------------ე - დაბადებული 1----–-–-----------------–-------------------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული ბ----------------------------–--–-----–--------------------, ფაქტობრივად მცხოვრები თბილისში, ნ---------------------------

 

ბრალდებული ჯ----–-------–-----------–--–---–ი - დაბადებული 1----–-–------------–-- პ--------------- საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული ბ----------------------------–-----------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები თ---–--–-----------–---–----------------------------

 

ბრალდებული ვ--–-------------------------–--- - დაბადებული 1-----–-–-----------------------------------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები თბ--–--–-----–-------------------------

ადვოკატი _ რ---–-------------–--ლი,კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით,სხდომის სახე - ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ-ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დადგენლად ცნო: 2----–-–---------------ს, დაახლოებით 2-------------, ქ.თბილისი და-------------–---–-----------------–- მდებარე სასტუმრო „–---–--, ი-–--------–-–---–-ა, გ----------------ემ, ჯ----–-----–--–---–მა და ვ--–-----------–--ემ, რასობრივი დისკრიმინაციის მოტივით, ეთნიკური ნიშნისა და განსხვავებული კანის ფერის გამო, ჯგუფურად სცემეს საუდის არაბეთის მოქალაქე ა--------–--------ი. კერძოდ: სასტუმრო „შაინი“-ს ეზოში მყოფ ა--------–--------ს, ყოველგვარი რეალური მიზეზის გარეშე, ხელებით და ფეხებით მიაყენეს მრავლობითი დარტყმები თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ჩხუბის დროს წარმოთქვამდნენ ფრაზებს, რომ “არაბებს მათ სამშობლოში არაფერი ესაქმებოდათ“. აღნიშნულის შემდეგ ა--------–--------ი ამ უკანასკნელის დაცვის მიზნით სასტუმრო „შ-----“ თანამშრომლებმა შეიყვანეს შენობაში, რა დროსაც ვ--–-----------–--ემ ფეხის დარტყმით ჩაამტვრია შესასვლელი კარის მინა, საიდანაც ვ--–----------–-ძე, ი-–--------–-–---–ი, გ----------------ე და ჯ----–-----–--–---–ი ჯგუფურად შევიდნენ სასტუმროს ფოიეში კვლავ სცემეს ა--------–--------ი, კერძოდ: ხელებით და ფეხებით მიაყენეს რამოდენიმე დარტყმა თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში რის გამოც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ამავე კონფლიქტის დროს დაზარალებულის დაცვას შეეცადა სასტუმრო „შ-----“ ფინანსური დირექტორი ჭ-------------–--ლი, რომელიც ჯგუფურად სცემეს ი-–--------–-–---–-ა, გ----------------ემ, ჯ----–-----–--–---–მა და ვ--–-----------–--ემ, კერძოდ ხელებით და ფეხებით მიაყენეს რამოდენიმე დარტყმა თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში რის გამოც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

2.1 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

2.2 მხარეებმა წარდგენილი მტკიცებულებები გახადეს უდავოდ, რაც სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

2.3 სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმა არ შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სასამართლო შენიშნავს, რომ უფლებაზე უარის თქმა, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია განხორციელდეს აშკარა ფორმით და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური დაცვის გარანტიები. ამასთან დამატებით უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1 მტკიცებულების შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა, ბრალდებულის აღიარება შეიძლება შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დაედოს საფუძვლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაკმაყოფილებისათვის. საკმარისად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა პირველწყაროს წარმოადგენს არა მხოლოდ ბრალდებულის აღიარება, არამედ ბრალდებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებელი სხვა მტკიცებულებითი ინფორმაციის წყაროები.

3.2 საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ბრალდებულებმა ი-–--------–-–---–-ა, გ----------------ემ, ჯ----–-----–--–---–მა და ვ--–-----------–--ემ აღიარეს ჩადენილი დანაშაული.

3.3 ი-–--------–-–---–ის, გ----------------ის, ჯ----–-----–--–---–ის და ვ--–-----------–--ის აღიარება დასტურდება ა--------–--------ის და ჭ-------------–--ლის, მ------------------ის, თ-----------------–--ის, ს--–------–--------ის, კ-------------------–---–--ის, ს---------------ის, ლ--–----------ის, დ---------–----ნის, ნ-----–-------, დ-----------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, პირსა და ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით და საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებებით რომელთა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ი-–--------–-–---–-ა, გ----------------ემ, ჯ----–-----–--–---–მა და ვ--–-----------–--ემ ჩაიდინეს დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

4.1 სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.2 ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

4.3 სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

4.4 ი-–--------–-–---–ის, გ----------------ის, ჯ----–-----–--–---–ის და ვ--–-----------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დ-----------–-–---–ის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა რასობრივი დისკრიმინაციის მოტივით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 267-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ი-–--------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2.გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–---------------- განჩინებით ი-–--------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს.

 

3.ი-–--------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო, 2----–-–------------------- 2----–-–---------------- ჩათვლით პერიოდი.

 

4.გ------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

5.გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–----------------- განჩინებით გ----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს.

 

6.გ----------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო, 2----–-–------------------- - 2----–-–---------------- ჩათვლით პერიოდი.

 

7.ჯ----–-----–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

8. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–---------------- განჩინებით ჯ----–-----–--–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს.

 

9.გ----------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო, 2----–-–------------------- - 2----–-–---------------- ჩათვლით პერიოდი.

 

10.ვ--–-----------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

8.გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–---------------- განჩინებით ვ--–-----------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს.

 

9.ვ--–-----------–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო, 2----–-–------------------- 2----–-–---------------- ჩათვლით პერიოდი.

 

10.მსჯავრდებულების ყოფაქცევაზე კონტროლი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

11.ნივთმტკიცება: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, ერთ დისკზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

12.შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მინის ნატეხი, მოწითალო ფერის ლაქების ანაწმენდები, ფეხსაცმელი წინდასთან ერთად, სუნის კვალის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ,, განადგურდეს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

13.შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ფეხსაცმელი წინდასთან ერთად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

14.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე :

/ლელა ნოზაძე/