განაჩენი

სისხლის სამართლის 12.11.2019
საქმის ნომერი
330100118002709497
თარიღი
12.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/5007-18

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 ნოემბერი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ _ მ------–-------ას

ბრალდებულ _ ლ---- თ------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ ლ---- დ--------ს ძე თ------ის, დაბადებულის 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის (შეწყალებულის), საშუალო განათლების მქონის, დასაოჯახებლის, მცხოვრების: ქ-------–--–-----–-–-------------------–---–----------–--–--------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ---- თ------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ლ---- თ------იას მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 29 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. თბილისში, ვ-–-–----------------–---–-----------------–--–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ---- თ------მა ძმის - გ------- თ------ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, რკინის ჯოხის მსგავსი საგანი თავში ჩაარტყა ერთხელ, ხოლო წაქცევის შემდეგ, ზურგის არეში ჩაარტყა რამდენჯერმე. ლ---- თ------ის აღნიშნული ქმედებების შედეგად გ------- თ------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ე.ი. ლ---- თ------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოს დასკვნა ლ---- თ------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ამოღების ოქმს, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ:

სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას. მოცემულ შემთხვევაში მართალია, ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული, რის გამოც ლ---- თ------მა პასუხი უნდა აგოს, თუმცა იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ბრალდებულის მხრიდან ძმის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას პირველად ჰქონდა ადგილი და ძალადობას არ ჰქონია განმეორებითი ხასიათი, ამასთან, კონფლიქტი გარკვეულწილად პროვოცირებული იყო დაზარალებულის მხრიდან ბრალდებულის სიტყვიერი შეურაცხყოფით, რამაც ბრალდებულის გაღიზიანება და დანაშაულებრივი ქცევა გამოიწვია, სასამართლოს ლ---- თ------ის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება და მისი საზოგადოებისაგან იზოლირება საჭიროდ არ მიაჩნია, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს დანაშაულის ჩადენას, იგი დღეის მდგომარეობით ითვლება ნასამართლობის არმქონედ (შეწყალებულია) და მისგან მომდინარე საფრთხეების აღკვეთა შესაძლებელია არასაპატიმრო სასჯელის პირობებშიც.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული დასაქმებულია (მუშაობს კურიერის პოზიციაზე) და სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე ვერ შეძლებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შესრულებას, რის გამო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მის მიმართ პირობითი მსჯავრის დანიშვნა და გამოსაცდელი ვადის დადგენა, რომელიც იქნება მისი ნორმალური ქცევის უზრუნველმყოფელი, რათა მან ოჯახის წევრებთან გააგრძელოს მშვიდი და არაკონფლიქტური თანაცხოვრება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ---- თ------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

2. მსჯავრდებულ ლ---- თ------ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლ---- თ------ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

3. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული რკინის მცირე ზომის დეტალი (ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-------------------–---ში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი 1 (ერთი) ცალი კომპიუტერული დისკი, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი