განაჩენი

სისხლის სამართლის 20.12.2019
საქმის ნომერი
200100119003278533
დავის ტიპი
362 1
თარიღი
20.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 200100119003278533

N1/294-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

 

20 დეკემბერი, 2019 წელი თელავი

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

 

სახელმწიფო ბრალმდებელი, კ-------------–----------------------------------–--ის პროკურორი - ე-–------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული: ა-–---------- გ--–---–ი

მამის სახელი: ა----

დაბადებული: 1----------- წელი

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება:---–----–--

ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი

ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: ქ.თბილისი, დ---–-------ის 1, N40

მცხოვრები: ქ.თბილისი, ვ---------–------------–----- N2. ბინა N1

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება

 

აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2019 წლის 18 მარტს, დაახლოებით 21:30 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ ბ------–--ის საავტომობილო გზაზე, ა-–---------- გ--–---–ი მართავდა „პეჟოს“ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით S--------, რა დროსაც იყენებდა ყალბ მართვის მოწმობას.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით,, საბუთების ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებითა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

3. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა-–---------- გ--–---–მა ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4. სასამართლოს ბრალდებულ ა-–---------- გ--–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

6. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ ა-–---------- გ--–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

7. ა-–---------- გ--–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარი.

8. ა-–---------- გ--–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ა-–---------- გ--–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბერს განჩინებით დაყადაღებულ თ------–---–ის (პირადი N1----------) უძრავ ქონებას.

9. ნივთიერი მტკიცებულება - ა-–---------- გ--–---–ის სახელზე გაცემული მართვის მოწმობა, რაც ერთის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

10. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური