განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/701-19 (№041050719001)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 დეკემბერი 2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი დავით აბაშიძე
ბრალდების მხარე:
სტაჟიორ-პროკურორი: კ------- ბ------
დაცვის მხარე:
ბრალდებული: ა-------- წ---–---
მამის სახელი: ტ------–-
დაბადებული: 2--------- წელი
პირადი ნომერი: 5----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ნასამართლეობა: მქონე
ფაქტობრივად: წყალტუბო, თ----------------------
ადვოკატი: მ----- წ---–---
ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით;
დისპოზიცია: ძარცვა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 4 ივლისს, დაახლოებით 23:40 საათზე, ქუთაისში,-------- თ------–---–-ს ქუჩაზე არსებულ N-- საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2013 წლის 29 აპრილის განაჩენით საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევი ა-------- წ---–---მ აშკარად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით შ------- ა---–---–- ხელიდან გასტაცა (ჩამოგლიჯა ბეჭიდან) და დაეუფლა 30 ლარის ღირებულების ხელჩანთას და მასში არსებულ ნივთებს: 495 ლარად ღირებული სათვალე ჩასადებით, 200 ლარის ღირებულების მხედველობის სათვალე და 25 ლარად ღირებული ჩასადები, საფულე, მასში მოთავსებული 25 ლარით, 40 ლარად ღირებული ჰუავეის მობილური ტელეფონი, 100 ლარად ღირებული ჰუავეის ტელეფონი და 39 ლარად ღირებული ჩიპი, 80 ლარად ღირებული სამაჯური, 50 ლარად ღირებული ბეჭდის თვალი, ტელეფონის ჩასადები, ღირებული 10 ლარად და 85 ლარის ღირებულების პირადი ნივთები, 30 ლარის ღირებულების სამკერვალო აქსესუარები, 15 ლარად ღირებული მაკრატელი. აღნიშნული ქმედების შედეგად შ------- ა---–---–- მიადგა 1194 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გარდა ბრალდებულ ა-------- წ---–---ს აღიარებისა, სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (დაზარალებულ შ------- ა---–---–-- გამოკითხვის ოქმი, მოწმეების ნ-----–---- კ---------, დ-----------–---- გამოკითხვის ოქმები, ა-------- წ---–---ს პირადი ჩხრეკის ოქმი და ამოღებული მობილური ტელეფონი, ამოღების ოქმი და შ------- ა---–---–--აგან ამოღებული მობილური ტელეფონის ყუთი, პირის ამოცნობის ოქმი, 2013 წლის 29 აპრილის განაჩენი) ერთობლიობა ა-------- წ---–---ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მხარეებმა, გარდა სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნისა, მტკიცებულებები არ გახადეს სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ა------- წ---–---ს ბრალად შერაცხული მართლსაწინააღდმეგო ქმედების ჩადენამდე და ჩადენის დროს აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ემოციურად არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობა (კოდი - F60.3, დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით) და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). ამჟამად მას აღენიშნება არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ემოციურად არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობა, დეკომპენსაციის მდომარეობა და მას არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში. ამჟამად იგი დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელის მან უნდა მოიხადოს შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში (აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი, ხონი - ქუტირი) მისი ფსიქიკური მდგომარეობის საგრძნობლად გაუმჯობესებამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა შეიძლება გაუგრძელდეს საერთო წესით.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და კანონთან შესაბამისობა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ--- დ--–---–---–--.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა-------- წ---–---მ ჩაიდინა ძარცვა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით;
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ა-------- წ---–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციის შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ა-------- წ---–---ს სასჯელი უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სამართლიანი ზომით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-------- წ---–---ს საბოლოოო სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
აგრეთვე სასამართლო განსაზღვრავს, რომ საქმეში არსებული სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ა-------- წ---–--- სასჯელის მოხდის პერიოდში არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე მოთავსებულ უნდა იქნეს შპს ,,აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ხონი, ქუტირი).
5. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
დ-----------–---–----- პირადი ჩხრეკისას ამოღებული სათვალე, ხურდა ფული, მობილური ტელეფონი ,,Huawei’’, ა-------- წ---–---ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ხურდა ფული, ტყავის საფულე, მასში მოთავსებული პირადობის მოწმობით, პლასტიკური ბარათებით, ბილაინის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული სიმბარათით, შ------- ა---–---–--აგან ამოღებული ტელეფონის ყუთი - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მესაკუთრეებს, ან მათ ნდობით აღჭურვილ პირებს;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა-------- წ---–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
ა-------- წ---–---ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
ა-------- წ---–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 5 ივლისიდან.
ა-------- წ---–--- სასჯელის მოხდის პერიოდში არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე მოთავსებულ იქნეს შპს ,,აკად. ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ხონი, ქუტირი); ხოლო აღნიშნული კრიტერიუმების ამოწურვის შემდეგ სასჯელის მოხდა გაუგრძელდეს საერთო წესით.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები:
დ-----------–---–----- პირადი ჩხრეკისას ამოღებული სათვალე, ხურდა ფული, მობილური ტელეფონი ,,Huawei’’, ა-------- წ---–---ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ხურდა ფული, ტყავის საფულე, მასში მოთავსებული პირადობის მოწმობით, პლასტიკური ბარათებით, ბილაინის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული სიმბარათით, შ------- ა---–---–--აგან ამოღებული ტელეფონის ყუთი - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მესაკუთრეებს, ან მათ ნდობით აღჭურვილ პირებს;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური