განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N200100119003198333
N1/247-19
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
23 დეკემბერი, 2019 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - ნ----------------–---–ი
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ი-–-----------–---–ი
ბრალდებული: ა-–---------- ბ-----–---–ი
მამის სახელი: შ--–--
დაბადებული: 1----------- წელი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: უ-----–---
ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი
ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: ქ.თელავი, რ-------ის ქუჩა N1
მცხოვრები: ქ.თელავი, რ-------ის ქუჩა N1
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილი - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ.
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 14 ივნისს, დღის საათებში, ფ–----–ი-აბანო-ო---–--ს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, სოფელი ო---–--დან სოფელი ფ–----–ის მიმართულებით მოძრაობდა „მიცუბიშის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით S------, რომელსაც მართავდა მძღოლი ა-–---------- ბ-----–---–ი.
2. საავტომობილო გზის 24-25-ე კილომეტრზე მოძრაობისას მძღოლმა ა-–---------- ბ-----–---–მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნები, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის შეცვლისას საგზაო პირობები არ გაითვალისწინა, ავტომობილი მოცურდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომობილი გადავარდა კლდიდან და ჩავარდა მდინარე სტორის კალაპორში. შედეგად გარდაიცვალა მიცუბიშის მარკის ავტომანქანის მგზავრი კ------------- ღ-----------–ი.
3. სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–---------- ბ-----–---–ი არაფხიზელ მდგომარეობაში ავტოტრანსპორტის მართვის ნაწილში უნდა გამართლდეს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
4. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სისხლის ნიმუშის აღების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, კომპლექსური ავტოტექნიკური, ტრანსოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებითა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
სამართლებრივი შეფასება:
5. არასადავო მტკიცებულებით, სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების ოქმითა და ქვითრით დადგინდა, რომ ა-–---------- ბ-----–---–ი შეამოწმეს შემთხვევის ადგილზე და მას ალკოჰოლური თრობა არ დაუდასტურდა, ალკოტესტმა აჩვენა 0% პრომილე, (ს.ფ.31-32). შემდგომ, მას აუღეს სისხლის ნიმუში (ს.ფ 33-34) და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით (ს.ფ. 167-168) აღმოაჩნდა 0,74%, რაც შეესაბამება მსუბუქი ხარისხის თრობას. დაცვის მხარემ შესავალ და დასკვნით სიტყვაში მიუთითა, რომ არ ეთანხმება წარდგენილ ბრალდებას მხოლოდ სიმთვრალის ნაწილში, ვინაიდან, ბრალდებული იყო ფხიზელი და შესაძლოა ალკოჰოლური თრობა დაუდგინდა იმის გამო, რომ სისხლის აღების დროს მას სპირტით გაუწმინდეს ინექციის ადგილი.
6. საქმეში არსებობს ორი ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულება და სასამართლო ვალდებულია, რომ ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის სასარგებლოდ და გამოიყენოს ის მტკიცებულება, რაც ამსუბუქებს მის მდგომარეობას. ანუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებული შემთხვევის დროს იყო ფხიზელი. ამასთან, სასამართლო არ არის ვალდებული დაადგინოს ახალი ფაქტობრივი გარემოება, ასაბუთოს, თუ რატომ აღმოჩნდა შემდგომში, ბრალდებულის სისხლში სპირტის შემცველობა, ეს ბრალდების მხარის ვალდებულებაა.
7. აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა-–---------- ბ-----–---–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
8. სასამართლოს ბრალდებულ ა-–---------- ბ-----–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიაჩნია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოხატული ქცევები, მისი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან. ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
9. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
10. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ ა-–---------- ბ-----–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
11. ა-–---------- ბ-----–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
12. ა-–---------- ბ-----–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 04(ოთხი) წლით, რაც ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 04(ოთხი) წელი.
13. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით 01(ერთი) წლით ჩამოერთვას საქმიანობის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
14. ა-–---------- ბ-----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ა-–---------- ბ-----–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის განჩინებით დაყადაღებულ შ--–-- ბ-----–---–ის (პირადი N2----------) უძრავ ქონებას.
15. ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული წყლის სინჯი, ა-–---------- ბ-----–---–ის სისხლის ნიმუში, კ------------- ღ-----------–ის სისხლის ნიმუში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
16. შემთხვევის ადგილის ფოტოსურათები, ერთ ცალ CD დისკზე, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
17. ა-–---------- ბ-----–---–ის ტანსაცმელი, კ------------- ღ-----------–ის ტანსაცმელი, მიცუბიშის მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით S------ და ორთვლიანი მოშავო ფერის მოტოციკლი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.
18. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
19. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური