განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 200100119003176215
N1/228-19
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
23 დეკემბერი, 2019 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, კ-------------–----------------------------------–--ის პროკურორი - თ---------ე
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ჯ------------–-–---–ი
ბრალდებული: ა---------– ბ---------–---–ი
მამის სახელი: მ------
დაბადებული: 2----------- წელი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: ა---------–----–----–--
ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი
ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: თელავის რაიონი სოფელი ნ---------–ი
მცხოვრები: თელავის რაიონი სოფელი ნ---------–ი
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილები - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ.
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 23 იანვარს, დაახლოებით 23:45 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წ--------–ში გამავალ ახმეტა-თელავი-ბ------–--ის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ბ------–--ის მიმართულებით, დაახლოებით 80 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა „სუბარუს“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით C------, რომელსაც მართავდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ა---------– ბ---------–---–ი.
2. ა---------– ბ---------–---–მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის (მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება) მოთხოვნები, სიჩქარის მომატების გამო, ავტომობილი მოცურდა, მძღოლმა ა---------– ბ---------–---–მა საჭე ვერ დაიმორჩილა, გადავიდა საპირისპირო სავალი ნაწილის გვერდულზე და შეეჯახა გარე განათების ბოძს.
3. აღნიშნულის შედეგად, მგზავრმა არასრულწლოვანმა ლ-–---------–---–მა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება. ასევე, მგზავრმა შ--–---------------მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზაინება, რამაც მისი ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
4. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სისხლის ნიმუშის აღების სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ტრანსოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებითა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
სამართლებრივი შეფასება:
5. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა---------– ბ---------–---–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
6. სასამართლოს ბრალდებულ ა---------– ბ---------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიაჩნია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოხატული ქცევები, მისი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან. ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
7. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
8. სასამართლო აქვე განმარტავს, იმის გათვალისწინებით, რომ ა---------– ბ---------–---–ს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, მას სასჯელი უნდა დაენიშნოს ამ მუხლის ყველაზე მძიმე ნაწილებით, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული მუხლების მძიმე ნაწილები მოიცავს წინა ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებას.
9. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ ა---------– ბ---------–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
10. ა---------– ბ---------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 04(ოთხი) წლით, რაც ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 04(ოთხი) წელი.
11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით 01(ერთი) წლით ჩამოერთვას საქმიანობის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
12. ა---------– ბ---------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ა---------– ბ---------–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 სექტემბრის განჩინებით დაყადაღებულ მ----- ბ---------–---–ის (პირადი N2----------) უძრავ ქონებას.
13. ნივთიერი მტკიცებულება - ა---------– ბ---------–---–ის სისხლის ნიმუში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
14. ავტომანქანა „სუბარუ“, სახელმწიფო ნომრით C------ , განთავსებულია საჯარიმო ავტოსადგურზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.
15. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
16. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური