განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ახალციხის რაიონული სასამართლო
საქმე #1/258-19წ. 13 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ახალციხე
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი - კ---------–---–---–ი;
დაცვის მხარე - ბრალდებული - რ----- ყ---–-–---–ი - საქართველოს მოქალაქე, დაბ. 1-.0-.1--- წელს თბილისში, პ/ნ 0----------, რეგისტრაციისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ბ---------ის რაიონი, სოფელი მ---------ე;
ადვოკატი - ნ--------------------–ი;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 23 აგვისტოს რ----- ყ---–-–---–მა საღამოს დაახლოებით 18:50 საათზე ბ---------ის რაიონის სოფ.მ---------ეში საცხოვრებელი სახლის წინ მყოფ მეზობელს ლ-- თ-----–---–ს, მათ შორის არსებული მეზობლური კონფლიქტის გამო მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდგომ მის ხელთ არსებული ცულის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ლ-- თ-----–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
რ----- ყ---–-–---–მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ გამოიკვლია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებები: დაზარალებულის ლ-- თ-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ქალაქ თბილისში, ასევე ბ---------ის რაიონის სოფელ მ---------ეში აქვს საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი. სახლი და მიწის ნაკვეთები მამაპაპისეულია და ყოველთვის უვლიდნენ და პატრონობდნენ საკუთარ უძრავ ქონებას. მისთვის გაურკვეველი მიზეზით რ----- ყ---–-–---–მა წამოჭრა დავა ერთ-ერთ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, რომელიც არის მისი ოჯახის მშობლების დანატოვარი. 1992 წელს მისი მეუღლის მამის სახელზე, როგორც სოფლის ერთ-ერთ კომლზე განაწილდა ეს მიწის ნაკვეთი და როგორი მდებარეობით და კონფიგურაციითაც გადასცეს ისევე ხმარობდნენ. მიწის ნაკვეთს აქვს ბუნებრივი საზღვარი - რ----- ყ---–-–---–ის ნაკვეთთან ყოფს ხეხილის ხეები, რომელიც დიდი ხნის დარგულია.
ამ საკითხთან დაკავშირებით რ----- ყ---–-–---–ს აქვს გარკვეული პრეტენზიები რომელსაც გამოხატავს უსიამოვნო ხერხებით, მაგალითად გასულ წელს აპირებდნენ მიწის ნაკვეთის გაყიდვას და მიდველიც მიიყვანეს მდებარეობის სანახავად, თუმცა რ----- ყ---–-–---–ი გამოეკიდა ქვებით და ლანძღვით. ამ ინციდენტის გამო მისი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
ამ შემთხვევის შემდეგ, მიმდინარე წლის ზაფხულში დაუკავშირდა ერთ-ერთი მეზობელი, რომელმაც უთხრა, რომ რ----- ყ---–-–---–ი მათი მიწის ნაკვეთში მესერის საყრდენ ბოძებს ავლებდა და მიეხედათ კუთვნილი უძრავი ქონებისათვის. მისი ქალიშვილი ს--–---- და შვილიშვილი თ-------- მივიდნენ ვითარების სანახავად და ღობის ბოძები ჯაჯგურით გადაწიეს. 23 აგვისტოს, ამაზე გაბრაზებული რ----- ყ---–-–---–ი მოდიოდა მიწის ნაკვეთიდან სახლისაკენ გინებით. ამ დროს დაზარალებულის მეუღლე კ---- თ-----–---–ი სახლის უკან საშეშეს სახურავის შეკეთებით იყო დაკავებული, მას ეხმარებოდნენ თავად დაზარალებულიც და მათი ორი შვილიშვილი. თ-------- კ------–---–ი და მისი უმცროსი ძმა ნ--- კ------–---–ი. რ----- ყ---–-–---–ი უახლოვდებოდა მათ, ხელში ნაჯახი ეჭირა და თან ილანძღებოდა. კ---- თ-----–---–ი შეეპასუხა, შენი არაფერი არ არისო, ხოლო თავად მიმართა ბრალდებულს თუ მიწის ნაკვეთის დოკუმენტები ჰქონდა ეჩვენებინა. მიახლოებულმა რ----- ყ---–-–---–მა ნაჯახი მოუქნია ლ-- თ-----–---–ს და თან ყვიროდა თავებს დაგაყრევინებთო. ამ მოქმედებაზე იქვე მყოფმა ბავშვებმა შეჰყვირეს, რამაც შეაკავა რ----- ყ---–-–---–ი და გაბრუნდა თავისი სახლისაკენ. ზოგადად ეს მუქარის პირველი შემთხვევა არ იყო, ერთხელ საკუთარ ეზოში რ----- ყ---–-–---–ი მიწას თხრიდა, როდესაც მისმა შვილიშვილებმა ჰკითხეს თუ რას აკეთებდა, მან კი მიუგო, რომ ისინი ამ ორმოში უნდა დაემარხა. ამასთან, მუდმივად აყენებს შეურაცხყოფას და ხაზს უსვამს მის ეთნიკურ წარმოშობას, რომ მას არაფერი ეკუთვნის და პრეტენზია არაფერზე უნდა ჰქონდეს. განსაკუთრებული აგრესია აქვს მის მიმართ, რადგან ეუბნება, რომ შენ ხარ რაც ხარო. დაზარალებულის განმარტებით მან საფრთხე რეალურად აღიქვა რადგან, აგრესიული იყო, სახეზეც აგრესია და ბრაზი ემჩნეოდა. ყვირილით და გინებით მოდიოდა მათკენ, ხელში ნაჯახიც ეჭირა და მოახლოებულმა მოულოდნელად მოუღერა, ყვიროდა ჩაგჩეხავთ, თავებს დაგაყრევინებთო, მუქარა რეალურად აღიქვა, იმდენად ახლოს იყო, რომ შეეძლო მუქარა სისრულეში მოეყვანა და ან მისთვის ან შვილიშვილებისათვის მიეყენებინა სხეულის დაზიანებები. ბავშვების გამოც შეეშინდა და მეუღლის გამოც, რომელიც საკადრის პასუხის თუ გასცემდა ვითარება უფრო დაიძაბებოდა, ამიტომაც გამოვიდა სახლიდან და მივიდა მეუღლესთან როდესაც ბრალდებული დაინახა ყვირილით მომავალი მიწის ნაკვეთიდან. მუქარა რეალურად რომ აღიქვა ამიტომ მიმართა პოლიციას დასახმარებლად. მომხდარ ფაქტს არ შესწრებია მისი შვილი ს--–---- თ-----–---–ი, რომელიც იმყოფებოდა სახლში და ხმაურის გამო გამოვიდა სახლიდან.
თ-------- კ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის ლ-- თ-----–---–ის შვილიშვილი. მიმდინარე წლის 23 აგვისტოს იმყოფებოდა სოფელ მ---------ეში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში როდესაც ლ-- და კ---- თედიაშცილებთან ერთად ეზოში არსებული საშეშეს გადახურვით იყვნენ დაკავებულნი. ამ დროს მიწის ნაკვეთების მხრიდან მოდიოდა რ----- ყ---–-–---–ი. მან ყურადღება მიიქცია, რადან ბურტყუნით მოდიოდა. როდესაც მიუახლოვდა ლ-- თ-----–---–ს დაუწყო ყვირილი თუ რატომ ამოიღეს ბოძები. ლ-- თ-----–---–მა უთხრა, რომ მიწის ნაკვეთის საბუთი ეჩვენებინა, რაზეც რ----- ყ---–-–---–მა მიუგო, საბუთს კიარა თავს მოგაჭრითო, რა საბუთი გინდათო და თან ნაჯახს უღერებდა. კ---- თ-----–---–მა სცადა ვითარების განეიტრალება, ნაჯახის გამორთმევა უნდოდათ მაგრამ ვერ შესძლეს. ხმაურზე ს--–---- თ-----–---–იც გამოვიდა სახლიდან, რომელმაც დააფიქსირა რ----- ყ---–-–---–ი, როდესაც მიდიოდა სახლისაკენ ნაჯახით ხელში.
კ---- თ-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ რ----- ყ---–-–---–თან აქვს ნათესავური კავშირი. მათ შორის არის კონფლიქტური ურთიერთდამოკიდებულება კონკრეტულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. მიმდინარე წლის 23 აგვისტოს სახლის უკან არსებული სათავსის სახურავის შეკეთებიტ იყო დაკავებული. მასთან ერთად იყვნენ მეუღლე ლ-- თ-----–---–ი, შვილიშვილები თ-------- და ნ--- კ------–---–ები. ამ დროს სადავო ნაკვეთის მხრიდან გამოჩნდა მომავალი რ----- ყ---–-–---–ი, რომელსაც ხელში ეჭირა ნაჯახი და ჯოხი. მოახლოებულმა ჯოხი ღობეზე მიაყუდა და დაუწყო ლანძღვა რატომ მოთხარეთ ბოძებიო. თვითონ სახურავზე იდგა და კარგად დაინახა როდესაც რ----- ყ---–-–---–მა ნაჯახი მოუღერა ლ-- თ-----–---–ს, ბავშვებიც იქვე იმყოფებოდნენ, თან ყვიროდა დაგჩეხავთო. თვითონაც უმალვე მათთან მივიდა, ამასობაში რ----- ყ---–-–---–ი გონს მოეგო, იფიქრა ალბათ რას ვაკეთებო და ხელი ჩამოწია, გაბრაზებული სახე და გაფართოებული თვალები ჰქონდა, შევიდა თავისი ეზოს ჭიშკარში. ზოგადად განსაკუთრებულ აგრესიას გამოხატავს მისი მეუღლის ლ-- თ-----–---–ის მიმართ, ლანძღავს, აგინებს, ხაზს უსვამს მის ეთნიკურ წარმოშობას. ბავშვებიც იქ იდგნენ და ბავშვებმა შეაჩერა თორემ აწეული ჰქონდა უკვე ცული. ეს შეხლა-შემოხლა გაგრძელდა დაახლოებით 5 წუთი. მათი ქალიშვილი ს--–---- სახლიდან ყვირილის ხმაზე გამოვიდა.
ს--–---- თ-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის ლ-- თ-----–---–ისა და კ---- თ-----–---–ის ქალიშვილი. მიმდინარე წლის 23 აგვისტოს იმყოფებოდა სოფელ მ---------ეში მათ საცხოვრებელ სახლში. მისი მშობლები სახურავის შეკეთებით იყვნენ დაკავებულნი, მათთან ერთად იმყოფებოდა თ-------- კ------–---–ი და ნ--- კ------–---–ი. როდესაც ჩხუბის ხმა გაიგო მიხვდა, რომ ისევ იგივე მეორდებოდა რაც ადრე, რადგან მეზობელს რ----- ყ---–-–---–ს მათთან გარკვეული უთანხმოება აქვთ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. როდესაც გავიდა სახლიდან უკვე კონფლიქტი დასრულებული იყო და დაინახა, რომ რ----- ყ---–-–---–ი თავის ეზოში მიდიოდა ნაჯახით ხელში. ლ-- თ-----–---–თან განსაკუთრებული აგრესია აქვს ბრალდებულს, ამ შემთხვევის შემდეგ ლ-- თ-----–---–ი განერვიულებული, აღელვებული და შეშინებული იყო. წნევის გაზომვაც დასჭირდა, ადგილს ვერ პოულობდა. ცდილობდა კ---- თ-----–---–ს არ შეემჩნია, რადგან მძიმე ოპერაცია აქვს გადატანილი და არ უნდოდათ ენერვიულა. ბრალდებულის დაჟინებულ შეკითხვაზე, რომ მოწმე შემთხვევის დროს იმყოფებოდა ადგილზე ს--–---- თ-----–---–მა უპასუხა, რომ შემთხვევას არ შესწრებია და მხოლოდ დასრულების შემდეგ გამოვიდა სახლიდა, არც ფოტოები გადაუღია, ფოტოსურათები გადაიღო თ-------- კ------–---–მა, სადაც აღბეჭდილია თავის ეზოში მიმავალი რ----- ყ---–-–---–ი, რომელსაც ხელში ეჭირა ნაჯახი.
ბრალდებულის რ----- ყ---–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მას ლ-- თ-----–---–თან აქვს კონფლიქტური ურთიერთდამოკიდებულება კონკრეტულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. ბრალდებული მიიჩნევს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არის მისი საკუთრება და ლ-- თ-----–---–ი არ აძლევს საშუალებას ფლობდეს და სარგებლობდეს კუთვნილი ქონებით. მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, ლ-- თ-----–---–თან და კ---- თ-----–---–თან მოუხდა შელაპარაკება სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. ამ დროს ადგილზე იმყოფებოდნენ ს--–---- თ-----–---–ი, რომელმაც უარყო ადგილზე ყოფნის ფაქტი. ასევე იმყოფებოდა არასრულწლოვანი ნ--- კ------–---–ი, რომელიც გამოძიებამ რატომღაც არ დაკითხა. გარდა აღნიშნულისა, თ-------- კ------–---–მა, რომელიც მოგვიანებით გამოვიდა სახლიდან მას გადაუღო ფოტოსურათები, რომელიც გამომძიებელმა აჩვენა პოლიციაში. ამ ფოტოზე ჩანდა, რომ მიდიოდა სახლში და ნაჯახი ხელში ტარით არ ჭერია, ეჭირა პირით, რაც გამორიცხავს მუქარის შესაძლებლობას, ნაჯახის ტარით ხომ არ დაემუქრებოდა. მოწმეებმა სასამართლოს არ მისცეს სწორი ჩვენებები, არანაირ მუქარას ადგილი არ ჰქონია.
2019 წლის 23 აგვისტოს დაიწყო გამოძიება რ----- ყ---–-–---–ის მიერ მეზობლის - ბ---------ის რაიონის სოფელ მ---------ეში მცხოვრები ლ-- თ-----–---–ის მიმართ მუქარის ფაქტზე. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა კ---- თ-----–---–ის შეტყობინება იმის თაობაზე, რომ მეზობელი რ----- ყ---–-–---–ი მას და მისი ოჯახის წევრებს დაემუქრა ნაჯახის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით. შეტყობინების დროა 2019 წლის 23 აგვისტო 18:51 საათი.
2019 წლის 24 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, 2019 წლის 23 აგვისტოს ლ-- თ-----–---–ის მოწმის სახით გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაცია დადასტურდა ადგილზე შემოწმების დროს, ლ-- თ-----–---–მა მიუთითა ის ტერიტორია და ვითარება, როდესაც რ----- ყ---–-–---–ის მიერ განხორციელდა მის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა.
2019 წლის 24 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, 2019 წლის 24 აგვისტოს რ----- ყ---–-–---–ის მოწმის სახით გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაცია დადასტურდება ადგილზე შემოწმების დროს, ამავე დროს ამოღებულ იქნა რ----- ყ---–-–---–ის კუთვნილი ნაჯახი, რომელიც მას ეჭირა ხელში შემთხვევის დროს.
2019 წლის 30 აგვისტოს დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ ლ-- თ-----–---–ი (პ/ნ 0----------) ცნობილი იქნა დაზარალებულად საქართველოს სსკ-ის 1-1-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რ----- ყ---–-–---–ს 2019 წლის 31 აგვისტოს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და 2019 წლის 02 სექტემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 1000 ლარის ოდენობით. ბრალდებულის მიერ გირაო იქნა უზრუნველყოფილი ფულადი თანხით.
სასამართლოს დასკვნა რ----- ყ---–-–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებას წარმოადგენს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის განხილვით დადგენილია, რომ 2019 წლის 23 აგვისტოს რ----- ყ---–-–---–მა საღამოს დაახლოებით 18:50 საათზე ბ---------ის რაიონის სოფ.მ---------ეში საცხოვრებელი სახლის წინ მყოფ მეზობელს ლ-- თ-----–---–ს, მათ შორის არსებული მეზობლური კონფლიქტის გამო მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდგომ მის ხელთ არსებული ცულის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ლ-- თ-----–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლოს დასკვნა ემყარება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც ერთმანეთთან თანხვედრაშია და მათ შორის რაიმე პრინციპული წინააღმდეგობა არ არსებობს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მუქარისთვის, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება, ამისათვის აუცილებელია, რომ შექმნილი ვითარება ქმნიდეს საშიშროებას დაზარალებულისათვის, რომ მუქარის განხორციელება სესაძლებელია იმწუთიერად მუქარისთანავე. ასეთი ქმედება მიუთითებს მუქარის განხორციელების რეალურ საშიშროებაზე და დაზარალებულისათვის წარმოადგენს საფუძვლიანი შიშის გამომწვევ ვითარებას.
ამ საკითხის შეფასებისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური კრიტერიუმებით, კერძოდ: მუქარის საფუძვლიანობის შეფასებისას უნდა განისაზღვროს ჩათვლიდა თუ არა ჩვეულებრივი ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი კონკრეტულ მუქარას რეალურად. ამ დროს მხედველობაში უნდა მივიღოთ დამმუქრებლის პიროვნება, ურთიერთდამოკიდებულება დამნაშავესა და მსხვერპლს შორის, მუქარის გამოხატვის ხერხი, ფორმა, არაერთჯერადი ხასიათი, ფიზიკური კონდიციები მუქარის წარმოთქმისას და ობიექტური დაბრკოლებების არსებობა/არარსებობა.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებული განიცდიდა მუქარის განხორციელების რეალურ შიშს, ვინაიდან, ბრალდებულმა ვერბალურად წარმოთქმულ ძალადობის შემცველ სიტყვებთან ერთად, მოუღერა ნაჯახი, რომელიც ხელში ეჭირა, მანვე წარმოთქვა სიტყვები, ,,თავებს დაგაყრევინებთ, დაგჩეხავთ" რაც ჩვეულებრივ ადამიანში გამოიწვევდა შიშის შეგრძნებას, ასევე გასათვალისწინებელია მოკლე დისტანცია, რადგან მუქარის განხორციელების შესაძლებლობაც იყო სახეზე. ამასთან მხედველობაშია მისაღები, ბრალდებულისა და დაზარალებულის ოჯახის წევრების ურთიერთდამოკიდებულება, მათ ერთმანეთთან აქვთ კონფლიქტური ურთიერთდამოკიებულება მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, რომელიც დაზარალებული მხარის ფაქტიურ მფლობელობაშია, ხოლო ბრალდებული გამოთქვამს პრეტენზიას მიწის ნაკვეთის კუთვნილების შესახებ. ეს გარემოება ხსნის ბრალდებულის აგრესიას დაზარალებულის მიმართ, დაზარალებულისათვის ზიანის მიყენების განზრახვის არსებობას, ხოლო, საერთო ჯამში იძლევა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ რ----- ყ---–-–---–ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქმის განხილვა მიმდინარეობდა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციებს და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ. სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა გამოკვლეული მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და ბრალდებულის ქმედების სამართლებრივი შეფასებისას მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა ბრალდებულის რ----- ყ---–-–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს კონსტიტუციით დაცულია ადამიანის საპროცესო უფლებები და 31-ე მუხლში მითითებულია, რომ დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება მხოლოდ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა რ----- ყ---–-–---–ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს რ----- ყ---–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარმოებები:
რ----- ყ---–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, რ----- ყ---–-–---–ს უნდა დაენიშნოთ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ნივთიერი მტკიცებულება: ერთი ცალი ნაჯახი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ----- ყ---–-–---–ი (პ/ნ 0----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
2. რ----- ყ---–-–---–ის (პ/ნ 0----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს, გირაოს უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხა 1000 ლარი დაუბრუნდეს გირაოს შემტანს (თ----- ყ---–-–---–ი პ/ნ 0----------, თანხა გადახდილ იქნა 2019 წლის 09 აგვისტოს ს.ს ,,ს----------–---------ში’’, საგადასახადო დავალება N211-9810) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად.
3. ჯარიმის გადახდაზე კონტროლს განახორციელებს სააღსრულებო ბიურო მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. ნივთიერი მტკიცებულება: ერთი ცალი ნაჯახი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი