განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე #1/3319-19
№0-----------
22 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - დალი მეტრეველი
სხდომის მდივანი - ანა გაბუნია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ---------------ე,დაცვის მხარე:
ბრალდებული - ვ-–---------------–---ი, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ვ---------–----------------------------------------------------ში (პირადი №0----------)
ადვოკატი - ე-–----------–--,თარჯიმანი - ხ---------------ე,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ვ-–---------------–---მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 03------ს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, ვ---------–---------------------------------------------ში ვ-–---------------–---მა მეუღლეს, ი--------–---------ს ურთიერთშელაპარაკების დროს სახის არეში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ი--------–---------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დაზარალებულმა ი--------–---------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ დაახლოებით თხუთმეტი წელია, რაც ვ-–---------------–---თან იმყოფება ქორწინებაში. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ვ-–--------ი ალკოჰოლურ სასმელს ეტანებოდა, რა დროსაც მის მიმართ დიდ აგრესიას ავლენდა. აღნიშნულის გამო წარსულში პოლიციისთვისაც მიუმართავს. 2019 წლის 03------ს, დაახლოებით 22:00 საათზე, ბრალდებული ძლიერ ნასვამი დაბრუნდა შინ და გამომწვე--დ, ძველი სახელით მიმართა მის (დაზარალებულის) ქალიშვილს, ე--ს, რომელმაც დაახლოებით ერთი წლით ადრე სახელი შეიცვალა. ამ თემაზე შეკამათდნენ. ვ-–--------ი ე--ს ეჩხუბებოდა, ამიტომ სამზარეულოდან მისი გაყვანა მოინდომეს. მეუღლესა და ქალიშვილს შორის იდგა, როცა ე--ს დასარტყმელად ვ-–--------ის მიერ მოქნეული ხელი სახისა და ყურის არეში მოხვდა. ყურიდან სისხლი წამოუვიდა. ამის შემდეგ ვ-–--------მა არაერთხელ დაარტყა სახეში, ზურგსა და სხეულის სხვა ადგილებში, რამაც ფიზიკური ტკივილი მიაყენა. ერთ-ერთი დარტყმის შედეგად წაიქცა კიდეც და გონი დაკარგა. დაზარალებულმა ი--------–---------მ ასევე განმარტა, რომ მეუღლის გვერდით თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს, მომავალში მასთან თანაცხოვრებას არ აპირებს და კანონის მოთხოვნათა შესაბამისად მის დასჯას ითხოვს.
მოწმე ლ--------------------მ, დაზარალებული ი--------–---------ს დამ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მისი სიძის, ვ-–---------------–---ის მხრიდან ი--------–---------ს მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტებს ადრეც ჰქონია ადგილი. ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ვ-–--------ი იყო ძალიან აგრესიული. შემთხვევის დღესაც ბრალდებული ნასვამი დაბრუნდა შინ, ე--ს აგინა და ხელიც მოუქნია, ი-----ს კი გულმკერდსა და სახის არეში დაარტყა, რის შედეგადაც მას ყურიდან სისხლი წამოუვიდა და შეუძლოდ გახდა. სიტუაციის განსამუხტად საპატრულო პოლიციის გამოძახებაც კი გახდა საჭირო.
მოწმე ე-- ნ---------, დაზარალებული ი--------–---------ს შვილმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ შემთხვევის დღეს მამინაცვალმა, ვ-–---------------–---მა, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მიმართა სახელით „ლიუბა“, რაც არ ესიამოვნა და უთხრა, რომ უკვე წელიწადი იყო, რაც ე-- ერქვა. ვ-–--------მა ჯერ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, შემდეგ კი დასარტყმელად გაიწია მისკენ, მაგრამ მისი მოქნეული ხელი ლოყასთან მოხვდა დედას, რომელიც მათ შორის ჩადგა. შემთხვევითი დარტყმის შემდეგ ვ-–---------------–---მა ი--------–---------ს სხვა დარტყმებიც მიაყენა, მკერდის და მუცლის არეში.
N0----- შემაკავებელი ორდერის თანახმად, იგი გამოცემული იქნა 2019 წლის 03------ს, 22:10 საათზე, ვ-–---------------–---ის მიმართ, მეუღლის - ი--------–---------ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე.
ბრალდებულმა ვ-–---------------–---მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დაკითხვისას განმარტა, რომ თანაცხოვრების პერიოდში მეუღლესთან სიტყვიერი შელაპარაკება არაერთხელ მოსვლია, რადგან მათ შორის არსებობდა უთანხმოება წლების მანძილზე ცოლისდის - ლ--------------------ს მათთან ერთად ცხოვრების გამო. 2019 წლის 03------ს მეუღლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, თავად გახდა შემთხვევის დღეს მეუღლის, გერის და ცოლისდის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი.
გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეიცავს საკმარის ფაქტებს იმაში დასარწმუნებლად, რომ 2019 წლის 03------ს ვ-–---------------–---მა მეუღლის, ი--------–---------ს მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ:
დანაშაულში ვ-–---------------–---ის ძირითად მამხილებელ მტკიცებულებას ი--------–---------ს ჩვენება წარმოადგენს, სადაც დაზარალებული განმარტავს, რომ მეუღლემ - ვ-–---------------–---მა ფიზიკურად იძალადა მასზე, რამაც ტკივილი მიაყენა. დაზარალებულის ჩვენება მის მიმართ განხორციელებული ძალადობის თაობაზე უტყუარად დასტურდება ინციდენტის შემსწრე სხვა პირების, ი--------–---------ს დის - ლ--------------------ს და ქალიშვილის - ე-- ნ--------ს ჩვენებებით.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ზემოაღნიშნულ ჩვენებათა უტყუარობის შეფასებაში. ი--------–---------ს, ლ--------------------ს და ე-- ნ--------ს ჩვენებების კრიტიკული ანალიზის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ზემოაღნიშნულ პირთა, როგორც მოწმეთა, სუბიექტური კეთილსინდისიერება და მათი ჩვენებების ობიექტური მართებულობა ეჭვს არ იწვევს.
ნიშანდობლივია, რომ მტკიცების საგანში შემავალ უმთავრეს ფაქტობრივ გარემოებებზე, -რომლებიც შეეხება 2019 წლის 03------ს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ვ-–---------------–---ის მხრიდან გერის და მეუღლის მიმართ გამოხატულ აგრესიას და ამ უკანასკნელისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, - ბრალდების მოწმეთა მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია თანმიმდევრული და თანმხვედრია. ამასთან, საქმის არსებითი განხილვისას არ გამოვლენილა რაიმე გარემოება, რომელიც მათ გულწრფელობასა და სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველს მისცემდა სასამართლოს. დაცვის მხარის განმარტება, რომ ბრალდების სამივე მოწმე ვ-–---------------–---ს დანაშაულს იმ მოტივით აბრალებს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი ყოფნის პერიოდში ბინაში ცხოვრების შესაძლებლობა მიეცეთ, სასამართლოსთვის დამაჯერებელი არ არის, რადგან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული არცერთი მტკიცებულება წლების მანძილზე თანაცხოვრების პერიოდში მათი მხრიდან რაიმე ქონებრივი ინტერესის არსებობას არ ადასტურებს. ამ კონტექსტში სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს დაზარალებულის ჩვენებას, სადაც ი--------–--------- განმარტავს, რომ მას ვ-–---------------–---თან ქონებრივი პრეტენზია არ გააჩნია და არ აპირებს მასთან ერთად ცხოვრების გაგრძელებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ უტყუარ და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით ცალსახად დადგინდა, რომ 2019 წლის 03------ს ვ-–---------------–---მა ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - ი--------–---------ზე, რაც ურთიერთშელაპარაკების დროს სახის არეში მისთვის ხელის დარტყმაში გამოიხატა. ი--------–---------ს განმარტების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ვ-–---------------–---ის ქმედებამ დაზარალებულს ფიზიკური ტკივილი მიაყენა.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ჯანმრთელობის მოშლა). შესაბამისად, ოჯახში ძალადობა, როგორც ძალადობის ერთ-ერთი ტიპური გამოვლინება, სისხლის სამართლის კოდექსით ცალკეა ფორმირებული, რაც სახელმწიფოს შესაძლებლობას აძლევს სისხლისსამართლებრივი რეაგირება მოახდინოს ოჯახში ძალადობაზე, როგორც დღესდღეობით სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე მდგარ ურთულეს სოციალურ და სამართლებრივ პრობლემაზე.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, აგრეთვე - პატივი და ღირსება.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ჰყავს სპეციალური სუბიექტი - მსხვერპლის ოჯახის წევრი, მიღწეული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს. სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლზე დართული შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ძალადობაში (ქმედება), მსხვერპლისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენებასა (შედეგი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. აღსანიშნავია, რომ დანაშაულის შემადგენლობით მოცული „ძალადობა“ უნდა განიმარტოს ისე, როგორც სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლ ნაწილშია განმარტებული და იგი ორ ხერხს - ცემასა და სხვაგვარ ძალადობას მოიცავს. დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „ცემა“ წარმოადგენს დაზარალებულის სხეულზე რამდენიმე დარტყმას, ხოლო „სხვაგვარი ძალადობა“ - ერთჯერად ძალმომრეობით აქტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებული ვ-–---------------–---ის ქმედებაში აშკარად იკვეთება სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ არსებობს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ვ-–---------------–---ის დამნაშავედ ცნობისა და სასჯელის სახით მისთვის სისხლისსამართლებრივი ღონისძიების დაწესების სამართლებრივი საფუძვლები.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ვ-–---------------–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი (1-ლი ნაწილი). სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს (მე-4 ნაწილი).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცე--ს ქმედების შემდეგ.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით („ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ“) დადგენილ ფარგლებში სასჯელის სახის განსაზღვრისას, სასამართლომ გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, ბრალდებული ვ-–---------------–---ის პიროვნება, ჩადენილი დანაშაულის სპეციფიკა (დამახასიათებელია განმეორებითობის ტენდენცია) და ის გარემოება, რომ ბრალდებული დიდი ხნის მანძილზე კონფლიქტში იმყოფება იმ პირებთან, რომლებთან ერთადაც ცხოვრობს, - მივიდა დასკვნამდე, რომ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას; ამავე დროს, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის მინიმალური ვადით გამოყენება სრულ შესაბამისობაშია სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესთან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ-–---------------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ვ-–---------------–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 04 ივნისიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე დალი მეტრეველი