განაჩენი

სისხლის სამართლის 14.11.2019
საქმის ნომერი
330100118002531913
თარიღი
14.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/3142-18

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

14 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ელენე გოგუაძემ

ანა სოსელიას მდივნობით

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ----------–-----–---–ი;

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ბ--------–---–ი, დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ა-------------–--------------------------

 

ადვოკატი - მ--–--------–------–---–ი, ა-–------------------ე

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

ბ--------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 24 მაისს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, ს-------------------ში მდებარე ბინა №---ში ბ--------–---–მა მეუღლეს, ლ---–-----------–-–---–ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის, თავისა და ხელების არეში, თმაში ჩაავლო ხელი და ძლიერად მოქაჩა. მოგვიანებით, ბ--------–---–მა ლ---–-----------–-–---–ს კვლავ თმა მოქაჩა ძლიერად. ბ--------–---–ის აღნიშნულმა ქმედებებმა ლ---–-----------–-–---–ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ე.ი. ბ--------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ბ--------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

2.2. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება:

 

2.3. დაზარალებულმა ლ---–-----------–-–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ მან და ბ--------–---–მა ერთმანეთი გაიცნეს 2014 წლის 4 ოქტომბერს, ერთად ცხოვრება დაიწყეს 2016 წლის ივლისიდან, ხოლო ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებიან 2016 წლის 10 ნოემბრიდან. თანაცხოვრების განმავლობაში მათ შორის იყო როგორც კონფლიქტური, ასევე კარგი პერიოდიც. ისინი ერთად ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, ს-------------------ში მდებარე ბინა №---ში.

2018 წლის 24 მაისს მას და ბ--------–---–ს ერთმანეთთან კამათი მოუვიდათ ბ--------–---–ის დედის გ--------------–---–ის დაკარგულ სათვალესთან დაკავშირებით, რომელიც 20 მაისს რესტორან ,,გ-------ში“ სტუმრების წასვლის შემდეგ მან იპოვა და გადასცა თავის მეჯვარეს ა-----------ს შესანახად. ბ--------–---–მა და გ--------------–---–მა მას და ა-----------ს სათვალის ქურდობა დააბრალეს, რამაც გამოიწვია კონფლიქტი და სიტუაციის დაძაბვა. მან გ--------------–---–ს საუბრისას ტელეფონი გაუთიშა, რომელიც ქურდობას აბრალებდა. ბ--------–---–ი ამის გამო გაბრაზდა. როდესაც ბ--- მანქანიდან გადმოვიდა, მან აივნიდან დაინახა, რომ მას გაბრაზებული სახე ჰქონდა, რისაც შეეშინდა. მან ბ--------–---–ს ბინის კარი გაუღო, შემდეგ დაჯდა აივანთან და ბალიში აიღო თავდაცვის მიზნით. ბ--------–---–ი სახლში გაბრაზებული შევიდა და ეუბნებოდა, ,,შენ დედაჩემს ტელეფონი რატომ გაუთიშეო“, რა დროსაც ფეხი დაარტყა სახის მარჯვენა მხარეს. დარტყმული იმდენად ეტკინა, რომ ხმაც ვერ ამოიღო. შემდეგ თმაში წვდა და ძლიერად მოქაჩა. ასევე ხელებში მოუჭირა ხელები ძლიერად. იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ ყველა დარტყმა არც ახსოვს დეტალურად. მან უთხრა, რომ ამის გამო ბოდიშს მოახდევინებდა. ბ--------–---–ი ამაზე ბრაზდებოდა, მათი მცირეწლოვანი შვილი ხელში ეჭირა, როდესაც ხელი ძლიერად დაარტყა თავის არეში. შემდეგ დეიდასთან ცდილობდა დარეკვას, რა დროსაც ბ--------–---–მა ხელში ჩაარტყა და ტელეფონი ხელიდან გააგდებინა. ბრალდებული მას უყვიროდა და აგინებდა, რომ არც ერთი მისი ნათესავი არ მიეყვანა მასთან. ბ--------–---–მა ასევე დედამისს დაურეკა, რომ სწრაფად მისულიყო მასთან, რომ ცოლი არ შემოკვდომოდა ხელში. მას და ბ---ს შორის კვლავ სიტყვიერი კამათი მიმდინარეობდა, როდესაც მათთან მივიდნენ ბ---ს დედა - გ--------------–---–ი, ძმა - ნ--------–---–ი და დეიდის მეუღლე - გ--------------ა. მათგან თანადგომა და სოლიდარობა არ უგრძვნია, პირიქით, გამოირჩეოდნენ აგრესიულობით, მიუხედავად იმისა, რომ ნაცემი იყო და ნახევარი თმა ხელში ეჭირა. მან ა-----------საც დაურეკა და სთხოვა მისულიყო, თუმცა ანა ვერ მივიდა დაძაბული სიტუაციის გამო. ბ--------–---–მა მასაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ცოტა ხანში დედამისი და მისი დაც მივიდნენ, რომლებთანაც ასევე ჰქონდათ აგრესიული საუბრები ბ--------–---–სა და მის ნათესავებს. შემდეგ ბ--------–---–მა და დედამისმა ბავშვის წაყვანა გადაწყვიტეს, რის გამოც მას საშინელი რეაქცია ჰქონდა და ბავშვი ჩაიხუტა. ბავშვის გამორთმევას ცდილობდა ბ---, რა დროსაც თმები ძლიერად მოქაჩა მას. ამ ფაქტს მისი და და დედაც შეესწრნენ. დედამისმა ბ---ს უთხრა, ჩემი თანდასწრებით რომ ამდენს ბედავ, წარმომიდგენია როცა აქ არ ვიყავი რას იზამდიო. ამის შემდეგ მათ გამოიძახეს პოლიცია, რომელიც მივიდა ადგილზე და წაიყვანეს განყოფილებაში დაკითხვაზე.

ცემის შედეგად თვალის ქვეშ და ორივე ხელზე მაჯებთან ჰქონდა სისხლნაჟღენთი, ასევე თმაზე კისერთან განიცდიდა ტკივილს და თავზე ჰქონდა რამდენიმე კოპი.

 

2.4. მოწმე ა-----------მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის დაზარალებულ ლ---–-----------–-–---–ის ახლო მეგობარი და მეჯვარე. 2019 წლის 20 მაისს ლ---–-----------–-–---–მა და ბ--------–---–მა დაიწერეს ჯვარი და მონათლეს შვილი. იმავე საღამოს მათ ეს ფაქტი აღნიშნეს რესტორან ,,გ-------ში“. ქეიფის შემდეგ, სახლში წასვლამდე ლ---–-----------–-–---–მა ერთ-ერთ მაგიდაზე იპოვა სათვალე, რომელიც მისცა მას და უთხრა შეენახა, რადგან სავარაუდოდ მათ რომელიმე ახლობელს დარჩებოდა. მეორე დღეს გაირკვა, რომ სათვალე ბ--------–---–ის დედას - გ--------------–---–ს ეკუთვნოდა. შეთანხმდნენ, რომ ბ--------–---–ი მას სამსახურში გაუვლიდა და გამოართმევდა დედამისის სათვალეს, თუმცა შემდეგ ბ---ს სიცხე ჰქონდა და ვერ მიაკითხა. მან ლ---–-----------–-–---–ისგან შეიტყო, რომ თურმე გ--------------–---–ი მას სათვალის ქურდობას აბრალებდა, რის გამოც მეუღლეებს შორის წარმოიშვა კონფლიქტი. 2019 წლის 24 მაისს ლ---–-----------–-–---–მა მას მიაკითხა და გამოართვა სათვალე, რა დროსაც ხუმრობით უთხრა, რომ მას სათვალის ქურდობას აბრალებდნენ. შემდეგ იმავე დღეს, ღამის საათებში ტირილით დაურეკა ლ---–-----------–-–---–მა და სთხოვა მასთან მისულიყო, რადგან ქურდობას აბრალებდნენ და ამის გამო ბ--------–---–ი მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. მას ტელეფონში ესმოდა ხმაური და ჩხუბის ხმა. ბ--------–---–ი იგინებოდა და მასაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ვინაიდან გვიანი იყო, იგი დედამისმა არ გაუშვა მათთან. მოგვიანებით ლ---–-----------–-–---–მა მას დაურეკა და უთხრა, რომ პოლიცია გამოიძახა, ასევე მისგან გაიგო, რომ იმ საღამოს ბ--------–---–მა იგი სცემა. ასევე ლ---–-----------–-–---–მა მას უთხრა, რომ ბ--------–---–ისგან ადრეც ჰქონია ადგილი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს.

 

2.5. მოწმე ა------------–-–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის ლ---–-----------–-–---–ის და. იგი არაერთხელ შესწრებია, რომ ლ---–-----------–-–---–სა და ბ--------–---–ს ერთმანეთთან ჰქონდათ კონფლიქტური ურთიერთობა. ასევე მისი თანდასწრებით ბ--------–---–ს უმნიშვნელო მიზეზის გამო სახეში გაურტყამს ხელი ლ---–-----------–-–---–ისთვის. 2018 წლის 24 მაისს, საღამოს საათებში იმყოფებოდა სახლში დედასთან - მ-------------–---–თან და დეიდასთან - ნ-------------–---–თან ერთად. ამ დროს ლ---–------------–-–---–მა დარეკა ნ-------------–---–ის ტელეფონზე, რომელმაც ხმამაღალ რეჟიმზე ჩართო ტელეფონი და ლ---–-ს ხმა ყველას ესმოდათ. ლ---–-ს ნამტირალევი ხმა ჰქონდა და მათ სთხოვდა მასთან სასწრაფოდ მისვლას. ასევე ისმოდა ბ--------–---–ის ყვირილისა და გინების ხმა, რომელიც იძახდა, რომ არც ერთი არ მისულიყო მათთან. ისინი სასწრაფოდ მივიდნენ ს-----ის ქუჩაზე ლ---–-----------–-–---–ის საცხოვრებელ სახლში, სადაც დახვდათ მოკუნტული და თმაგაწეწილი ლ---–-----------–-–---–ი, რომელსაც აშკარად ეტყობოდა, რომ ნაცემი იყო. იქ ასევე იყვნენ ბ--------–---–ის დედა გ--------------–---–ი, რომელსაც ლ---–-ს და ბ---ს მცირეწლოვანი შვილი ეჭირა ხელში, ბ--------–---–ი, მისი ძმა ნ--- და ბ---ს დეიდის მეუღლე გ---------ა, რომელიც ბ---ს აშველებდა და მედიატორილს როლს ასრულებდა. ლ---–-----------–-–---–ს ლოყაზე და ხელებზე დაზიანებები ეტყობოდა. ბ--------–---–მა მათაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. შემდეგ კამათი წარმოიშვა ბ---ს მიერ ბავშვის წაყვანაზე. ლ---–-----------–-–---–მა ბ---ს უთხრა, რომ ბავშვს არსად არ გაატანდა, რის გამოც ბ--- აგრესიული გახდა, მივარდა ლ---–-----------–-–---–ს და თმები ძლიერად მოქაჩა. ყველანი ცდილობდნენ ბ---ს გაშველებას. შემდეგ მან დარეკა 112-ში და გამოიძახა პოლიცია, რომელიც მალევე მივიდა ადგილზე.

 

2.6. მოწმე მ-------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის დაზარალებულ ლ---–-----------–-–---–ის დედა. 2018 წლის 24 ნოემბერს, დაახლოებით საღამოს 10:00 საათზე იმყოფებოდა სახლში თავის დასთან - ნ-------------–---–თან და შვილთან - ა------------–-–---–თან ერთად, რა დროსაც ნა------------–-–---–ის ტელეფონზე დარეკა ლ---–-----------–-–---–მა, რომელიც აღელვებული ხმით სთხოვდა, რომ სწრაფად მისულიყვნენ მასთან. ტელეფონში ისმოდა ბ--------–---–ის ყვირილის ხმა, რომელიც იგინებოდა და იძახდა, ,,აქ არ დავინახო ეგენიო“. ისინი ტაქსით მალევე მივიდნენ ლ---–-ს სახლში, ს-----ის ქუჩაზე, სადაც ასევე დახვდნენ ბ--------–---–ის დედა, ძმა და დეიდის მეუღლე. კონფლიქტი გ--------------–---–ის სათვალის გამო იყო წარმოქმნილი, რომლის ქურდობასაც აბრალებდნენ ლ---–-ს მეჯვარეს ა-----------ს. ადგილზე მისულებს ლ---–-----------–-–---–ი ატირებული და ნაცემი დახვდათ, რომელსაც სახეზე და ხელებზე დარტყმის კვალი წითლად ეტყობოდა. ლ---–-----------–-–---–მა მათ უთხრა, რომ ბ--------–---–მა იგი სცემა. სიტუაცია დაძაბული იყო და ბ--------–---–ი არაადეკვატურად იქცეოდა. ბ--------–---–ი მათი თანდასწრებითაც გაიწია ლ---–-----------–-–---–ისკენ, რომელსაც მისაღებ ოთახში თმები მოქაჩა ძლიერად, ხოლო ლ---–-მ იკივლა. ყველანი აკავებდნენ ბ--------–---–ს. ამის შემდეგ ა------------–-–---–მა პოლიცია გამოიძახა, რომელიც დაახლოებით 10 წუთში მივიდა ადგილზე.

 

2.7. მოწმე ნ-------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ ლ---–-----------–-–---–ი მისი დისშვილია. ლ---–-----------–-–---–სა და ბ--------–---–ს ნორმალური ცოლ-ქმრული ურთიერთობა ჰქონდათ. 2018 წლის 24 მაისს ბ--------–---–სა და ლ---–-----------–-–---–ს ერთმანეთთან მწვავე კამათი მოუვიდათ ბ--------–---–ის დედის - გ--------------–---–ის სათვალის გამო, რომლის მოპარვასაც ლ---–-----------–-–---–ის მეგობარს ა-----------ს აბრალებდნენ. ამ დღეს საღამოს საათებში იგი სახლში იმყოფებოდა თავის დასთან - მ-------------–---–თან და დისშვილთან - ა------------–-–---–თან ერთად, რა დროსაც დაურეკა ლ---–-----------–-–---–მა და აღელვებული ხმით სთხოვა, სასწრაფოდ მისულიყვნენ მასთან. ამავე დროს ტელეფონში ისმოდა ბ--------–---–ის ყვირილისა და გინების ხმა, რომელიც იძახდა, - ,,არც ერთი დაგინახოთ აქ მოსულიო“. მ-------------–---–ი და ა------------–-–---–ი სასწრაფოდ წავიდნენ ს-----ის ქუჩაზე ტაქსით, საიდანაც ღამის საათებში დაბრუნდნენ. მათგან გაიგო, რომ ბ--------–---–მა ლ---–-----------–-–---–ი სცემა და მათი თანდასწრებით თმები მოქაჩა, რის გამოც გამოიძახეს პოლიცია. ლ---–-----------–-–---–ი პოლიციაში იმყოფებოდა დაკითხვაზე, საიდანაც დილის 06:00 საათზე დაბრუნდა. ლ---–- მძიმე მდგომარეობაში იყო და არაფრის მოყოლის თავი არ ჰქონდა. მას სახეზე და ხელთან ჰქონდა სისხლჩაქცევები და ეტყობოდა ფიზიკური ძალადობის კვალი.

 

2.8. მოწმე ნ-----------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის დაზარალებულ ლ---–-----------–-–---–ის ახლო მეგობარი, რომელთანაც აქვს ხშირი ურთიერთობა. ზუსტი თარიღი არ ახსოვს, როდესაც ლ---–-----------–-–---–მა მას დაურეკა და უთხრა, რომ ბ--------–---–მა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ამასთან დაკავშირებით მას გამომძიებელი დაურეკავდა. ეს ფაქტი მისთვის მოულოდნელი იყო, რადგან მანამდე ნორმალური ცოლ-ქმრული ურთიერთობა ჰქონდათ მათ. შემდეგ ასევე გაიგო, რომ კამათი სათვალის გამო იყო დაწყებული.

 

2.9. გამომძიებელმა თ------------------ემ სასამართლოს ჩვენება მისცა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტიკურობის თაობაზე.

 

2.10. 2018 წლის 18 ივნისის სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით დასტურდება, რომ 2018 წლის 25 მაისს, მოქალაქე ლ---–-----------–-–---–ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების და ნაჭდევის სახით (ზუსტი ლოკაცია იხ. აღწერილობით ნაწილში). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

შემოწმების მომენტში ლ---–-----------–-–---–ი უჩივის თავის და ზურგის ტკივილს. მარცხენა მხრის სახსრის უკანა ზედაპირზე აღენიშნება განივად მდებარე მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 2X0,5 სმ. ასეთივე ფერის სისხლნაჟღენთები აღინიშნება: კისრის უკანა ზედაპირზე ზემო მესამედში ზომით 1X0,5 სმ; მარცხენა დვრილისებრი მორჩის საპროექციოდ ზომით 0,7X0,5 სმ. ყვრიმალის მიდამოში მარჯვნივ აღინიშნება კანის დონეზე მდებარე მოწითალო ფერის ნაზი ფუფხით დაფარული უსწორო ფორმის ნაჭდევი ზომით 0,8X0,2 სმ. იმ მოტივით, რომ სხვა მიდამოებში დაზიანებები არ აქვს ტანსაცმლის გახდაზე უარი განაცხადა (ს.ფ. 32-33).

 

2.11. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი გ---–--------------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.

 

2.12. სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებებიც, კერძოდ:

 

2.13. მოწმე გ--------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის ბრალდებულ ბ--------–---–ის დედა. 2018 წლის მაისის თვეში რესტორან ,,გ-------ში“ მან დაკარგა თავისი სათვალე, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მის რძალს ლ---–-----------–-–---–ს თავისი დაქალისთვის მიუცია. ამის გამო ლ---–-ს მისთვის ბოდიში არ მოუხდია, პირიქით, ტელეფონზე ეჩხუბა და შემდეგ გაუთიშა. იმავე საღამოს ბ--------–---–მა მას დაურეკა და სთხოვა მისულიყო მასთან სიტუაციის გასარკვევად. იგი თავის მეორე შვილთან და დის მეუღლესთან ერთად მივიდა ს-----ის ქუჩაზე, სადაც დახვდათ ბ--------–---–ი ბავშვით ხელში და ლ---–-----------–-–---–ი. ლ---–-----------–-–---–მა მათ დანახვაზე დაიწყო ყვირილი და შეურაცხყოფის მიყენება. ცოტა ხანში იქ ასევე მივიდნენ ლ---–-ს დედა და და, რომლებმაც ასევე გაამწვავეს სიტუაცია. ადგილი ჰქონდა ურთიერთ შეურაცხყოფებს, თუმცა ფიზიკური შეურაცხყოფა იქ არ მომხდარა.

 

2.14. მოწმე ნ-----–---------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის ბ--------–---–ის ძმა. 2018 წლის 20 მაისს, რესტორან ,,გ-------ში“ აღინიშნებოდა ბ--------–---–ისა და ლ---–-----------–-–---–ის ჯვრისწერა და ასევე მათი შვილის ნათლობა. ამ დღეს რესტორანში დაიკარგა ბ--------–---–ისა და მისი დედის გ--------------–---–ის სათვალე, რომელიც მოგვიანებით საეჭვოდ აღმოჩნდა ლ---–-----------–-–---–ის დაქალთან. ამ ფაქტმა გარკვეული გაუგებრობა წარმოშვა, რადგან სათვალე არ უნდა აღმოჩენილიყო მასთან. ამ კითხვის ნიშნებმა ლ---–-----------–-–---–ი გააღიზიანა და ბოდიშის მოხდას მოითხოვდა გ--------------–---–ისგან და მთელი ოჯახისგან. ამასთან დაკავშირებით 24 მაისს ბ--------–---–მა მათ დაურეკა და სთხოვა ასულიყვნენ მასთან. იგი მივიდა გ--------------–---–თან და დეიდის მეუღლესთან გ---------ასთან ერთად, სადაც ლ---–-----------–-–---–ი დახვდათ აგრესიული. დაახლოებით 10-15 წუთში იქვე მივიდნენ ლ---–-ს დედა და და, რომლებიც ასევე აგრესიულები იყვნენ. ისინი პირად შეურაცხყოფებს აყენებდნენ ბ---ს და გ---------ს და იქცეოდნენ პროვოკაციულად. ლ---–-----------–-–---–ს არანაირი ფიზიკური დაზიანებები არ ეტყობოდა, იყო აგრესიული და ითხოვდა ბოდიშის მოხდას. მათი მისვლისას ბ--------–---–ს ბავშვი ეჭირა ხელში. ბ--------–---–ის მხრიდან ლ---–-----------–-–---–ის მიმართ არანაირ ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.

 

2.15. მოწმე გ--------------ამ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის ბ--------–---–ის დეიდის მეუღლე. 2018 წლის 24 მაისს, დაახლოებით საღამოს 11:00 საათზე შეიტყო, რომ ბ--------–---–ის ძმა ნ-----–---------–---–ი და დედა გ--------------–---–ი მიდიოდნენ ბ--------–---–თან, ს-----ის ქუჩაზე, ლ---–-----------–-–---–თან სიტუაციის გასარკვევად, რომელსაც კონფლიქტი ჰქონდა ბ---სთან სათვალესთან დაკავშირებით. მანაც გადაწყვიტა მისულიყო ხსენებულ მისამართზე სიტუაციის გასანეიტრალებლად, რადგან მის სიტყვას ბ---ც და ლ---–-ც ითვალისწინებდნენ. როდესაც მივიდა, იქ დახვდნენ ლ---–-----------–-–---–ი, ბ---, ნ-----–---- და გ--------------–---–ები. ამ დროს წყნარი საუბარი მიდიოდა, თუმცა შემდეგ იქ მივიდნენ ლ---–-----------–-–---–ის დედა მ-------------–---–ი და და ა------------–-–---–ი, რომლებიც გამოირჩეოდნენ აგრესიით. მათ ლ---–-----------–-–---–იც აჰყვა და ცდილობდა ბ---სთვის დაზიანება მიეყენებინა ფრჩხილებით. იგი შუაში ჩაუდგა მათ, რა დროსაც ლ---–-მ მას ფრჩხილით ხელი დაუზიანა. ლ---–-----------–-–---–ი პროვოკაციულად იქცეოდა. იყო სიტყვიერი შეურაცხყოფები ორივე მხრიდან, თუმცა ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ბ--------–---–ის ლ---–-----------–-–---–ისთის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია და საიდან გაუჩნდა დაზიანებები დაზარალებულს, მან არ იცის.

 

2.16. ბრალდებულმა ბ--------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ, თუმცა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავა.

 

2.17. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, ბ--------–---–ის მიერ ლ---–-----------–-–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით არარელევანტურია და სასამართლო მათ არ მიმოიხილავს.

 

2.18. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

2.19. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

2.20. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

2.21. სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსზე და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში. კერძოდ:

 

2.22. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სასამართლოსაც დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ბ--------–---–ი და ლ---–-----------–-–---–ი 2018 წლის 24 მაისს იყვნენ მეუღლეები.

 

2.23. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა ლ---–-----------–-–---–მა სასამართლოს მისცა თანმიმდევრული, დამაჯერებელი და ერთმნიშვნელოვანი ჩვენება ბ--------–---–ის მიერ მასზე მიყენებულ ფიზიკურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით. მან დეტალურად აღწერა თუ რა ვითარებაში და როგორ იძალადა ფიზიკურად ბ--------–---–მა მასზე. გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, სასამართლო პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებების ჭრილში იხილავს მოწმეების მ-------------–---–ისა და ა------------–-–---–ის ჩვენებებს, რომლებსაც შემთხვევის ადგილზე მყისიერად მისულებს დახვდათ ნაცემი ლ---–-----------–-–---–ი, რომელსაც აღენიშნებოდა დაზიანებები და ტიროდა. ისინი ასევე უშუალოდ შეესწრნენ ბ--------–---–ის მიერ ლ---–-----------–-–---–ის თმების მოქაჩვის ფაქტს. ფიზიკური ძალადობის ფაქტს ასევე ადასტურებენ მოწმეები ა-----------ი, ნ-------------–---–ი და ნ-----------ე, რომლებმაც დანაშაულის შესახებ შეიტყეს ლ---–-----------–-–---–ისგან.

სასამართლო სამედიცინო დასკვნით (დაადასტურა ექსპერტმა გ---–--------------–---–მა), უტყუარად არის დადგენილი, რომ 2018 წლის 25 მაისს, მოქალაქე ლ---–-----------–-–---–ს პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების და ნაჭდევის სახით (ზუსტი ლოკაცია იხ. აღწერილობით ნაწილში). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

2.24. ლ---–-----------–-–---–ზე განხორციელებული ძალადობის შესაფასებლად, სასამართლო დაეყრდნო როგორც ობიექტურ, ასევე სუბიექტურ კრიტერიუმებს. კერძოდ, ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებები, რაც უტყუარად არის დადასტურებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და მოწმეების მ-------------–---–ის და ა------------–-–---–ის ჩვენებებით, რომლის თანახმად დაზარალებულს თვალნათლივ ეტყობოდა მკლავზე და სახეზე სიწითლე, რომელსაც იტკიებდა. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმებს, სასამართლომ ყურადღება მიაქცია დაზარალებულ ლ---–-----------–-–---–ის ჩვენება, მოწმეების მ-------------–---–ის, ა------------–-–---–ის, ნა------------–-–---–ისა და ა-----------ის ჩვენებებს, რითაც დადასტურებულია, რომ დაზარალებული ლ---–-----------–-–---–ი შემთხვევის შემდეგ იყო აღელვებული და ტიროდა. ამდენად, დაზიანების ლოკაციის და დანაშაულის შემდგომ მსხვერპლის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ---–-----------–-–---–ისთვის მიყენებულმა დაზიანებამ გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, რაც ასევე დასტურდება ექსპერტიზის დასკვნაში, რომლის მიხედვითაც, ლ---–-----------–-–---–ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები და უჩიოდა თავისა და ზურგის ტკივილს.

 

2.25. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულების ერთობლიობით, რომლებიც არის ურთიერთთავსებადი, დამაჯერებელი და მათ სანდოობაში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ არსებობს, უტყუარად დადგინდა, რომ 2018 წლის 24 მაისს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, ს-------------------ში მდებარე ბინა №---ში ბ--------–---–მა მეუღლეს, ლ---–-----------–-–---–ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის, თავისა და ხელების არეში, თმაში ჩაავლო ხელი და ძლიერად მოქაჩა. მოგვიანებით, ბ--------–---–მა ლ---–-----------–-–---–ს კვლავ თმა მოქაჩა ძლიერად. ბ--------–---–ის აღნიშნულმა ქმედებებმა ლ---–-----------–-–---–ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

3.3. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.4. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას..

განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

4.5. სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ბ--------–---–მა მეუღლეს, ლ---–-----------–-–---–ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის, თავისა და ხელების არეში, თმაში ჩაავლო ხელი და ძლიერად მოქაჩა. მოგვიანებით, ბ--------–---–მა ლ---–-----------–-–---–ს კვლავ თმა მოქაჩა ძლიერად. ბ--------–---–ის აღნიშნულმა ქმედებებმა ლ---–-----------–-–---–ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახში ძალადობის (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) შემადგენლობის ყველა ნიშანი, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რისთვისაც ბ--------–---–ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. ბ--------–---–ის პასუხისმგებლობის გამოხატულად დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით, არ დადგენილა.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

6.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.

 

6.3. შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბ--------–---–ის პასუხისმგებლობის გამოხატულად დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით, არ დადგენილა.

 

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს ბ--------–---–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

6.5. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, კერძოდ: საქმეში ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ (Opuz v. Turkey, No. 33401/02, 9.06.09), სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან,..რეალურად ამ ფენომენის შედეგად ხშირად ზარალდებიან ბავშვებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ.

 

6.6. სასამართლო ასევე მიუთითებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრ სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა, მათ შორის ფეხმძიმეთა მოწყვლადობის ბოროტად გამოყენება, დაცვის უნარის არმქონე, ავადმყოფი, უნარშეზღუდული და დამოკიდებული მსხვერპლების მიმართ სერიოზული ძალადობა, სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, ისევე როგორც დამნაშავის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, უნდა არსებობდეს დებულებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის სამართალწარმოების დაწყებას პროკურორის მიერ, მოუწოდებს პროკურორებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და გადადგმულ იქნას კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად სამართალწარმოების მიმდინარეობისას.

 

6.7. ამდენად, სასამართლო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებების პირობებში, ითვალისწინებს ბ--------–---–ის პიროვნებას (იგი ხასიათდება დადებითად), მის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, ქმედების განხორციელების სახეს. ამდენად, ჩადენილი ქმედების საშიშროებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება ბ--------–---–ის მიმართ სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენებით, რაც დააფიქრებს ბრალდებულს ჩადენილი ქმედების ირგვლივ და ამასთანავე დამნაშავის მიმართ დანიშნულმა სასჯელმა აუცილებლად უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბ--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადებისთვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ბ--------–---–ს პატიმრობაში ყოფნის ვადის (2018 წლის 25 მაისიდან - 2018 წლის 27 მაისის ჩათვლით) გათვალისწინებით, შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადებისთვის სასარგებლო შრომა 105 (ას ხუთი) საათის ოდენობით.

 

ბ--------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1(ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

მსჯავრდებულ ბ--------–---–ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მსჯავრდებულ ბ--------–---–ის მიმართ საზოგადებისთვის სასარგებლო შრომის აღსრულებაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

ბ--------–---–ის პირადობის მოქმობა (ID ბარათი), დაუბრუნდეს ბ--------–---–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ელენე გოგუაძე