განაჩენი

სისხლის სამართლის 18.11.2019
საქმის ნომერი
330100119003054708
თარიღი
18.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/2780-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე ელენე გოგუაძემ

ანა სოსელიას მდივნობით

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მ------–-------ა

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - გ--------------–---–ი (პირადი №-----------), დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ვ-–----–----–----------------------------–---------------------------

 

ადვოკატი - ი---------–---–-

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტი (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი);

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტი (2019 წლის 25 აპრილის ეპიზოდი - გამართლდა);

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ პუნქტი (გამართლდა).

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, გ--------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

დაახლოებით ცხრა თვის განმავლობაში ქ---------–-------ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ--------------–---–თან, რომლისგანაც არის ოთხი თვის ორსული. მეუღლეები ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, ს-------------------------------------ში მდებარე ქ---------–-------ის სახოვრებელ ბინაში. 2019 წლის 15 მაისიდან ქ---------–-------ე და გ--------------–---–ი დაშორდნენ ერთმანეთს. დაახლოებით ორი თვეა, სხვა და სხვა უსაფუძვლო მიზეზთა გამო, გ--------------–---–ი ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობს ორსულ მეუღლეზე - ქ---------–-------ეზე. კერძოდ, სისტემატურად აყენებს მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, უყვირის, უშვერი სიტყვებით მიმართავს, რის შედეგადაც ქ---------–-------ე განიცდის ტანჯვას.

2019 წლის 25 აპრილს, ღამით, ქ. თბილისში, ს-------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, უმნიშვნელო მიზეზით, გ--------------–---–მა ორსულ მეუღლეს - ქ---------–-------ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, უყვიროდა და აგინებდა მას. აღნიშნულის შედეგად, ქ---------–-------ემ ტანჯვა განიცადა.

2019 წლის 27 აპრილს, ქ. თბილისში, ს-------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ეჭვიანობის ნიადაგზე, გ--------------–---–მა ორსულ მეუღლეს - ქ---------–-------ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, დედის მისამართით შეაგინა და უშვერი სიტყვებით მიმართა. აღნიშნულის შედეგად, ქ---------–-------ემ ტანჯვა განიცადა.

2019 წლის 29 აპრილს, ქ. თბილისში, ს-------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ეჭვიანობის ნიადაგზე, გ--------------–---–მა ორსულ მეუღლეს - ქ---------–-------ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, აგინა მას. აღნიშნულის შედეგად, ქ---------–-------ემ ტანჯვა განიცადა.

2019 წლის მაისის შუა რიცხვებში, ქ. თბილისში, ს-------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, უსაფუძვლო მიზეზით, გ--------------–---–მა ორსულ მეუღლეს - ქ---------–-------ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, აგინა და უშვერი სიტყვებით მიმართა. აღნიშნულის შედეგად, ქ---------–-------ემ ტანჯვა განიცადა.

 

ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ გ--------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით.

 

1.2. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, გ--------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 25 აპრილს, ღამით, ქ. თბილისში, ს-------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, უმნიშვნელო მიზეზით, გ--------------–---–მა ორსულ მეუღლეს - ქ---------–-------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, გ--------------–---–მა მეუღლეს ქურთუკის სახელოში ჩაავლო ხელი და აჯანჯღარა, რა დროსაც ქ---------–-------ე დაეჯახა ყვავილების ქოთანს, წაიქცა და წელი დაარტყა. იმავდროულად, წაქცეულს გ--------------–---–მა ორჯერ დაარტყა ფეხი წელის არეში.

 

ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ გ--------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით.

 

1.3. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, გ--------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის აპრილის დასაწყისში, ქ. თბილისში, ს-------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ეჭვიანობის ნიადაგზე, გ--------------–---–ი ორსულ მეუღლეს - ქ---------–-------ეს ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ, სახის დასერვით დაემუქრა. აღნიშნულის შედეგად, ქ---------–-------ეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

 

ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ გ--------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ პუნქტით.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

2.1. სასამართლომ გ--------------–---–ი წარდგენილი ბრალდების ნაწილში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით (2019 წლის 25 აპრილის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ პუნქტით, უდანაშაულოდ ცნო, რადგან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ერთობლივი ანალიზისას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა მის მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენა.

 

2.2. გ--------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

დაახლოებით ცხრა თვის განმავლობაში ქ---------–-------ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ--------------–---–თან, რომლისგანაც არის ოთხი თვის ორსული. მეუღლეები ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, ს-------------------------------------ში მდებარე ქ---------–-------ის სახოვრებელ ბინაში. 2019 წლის 15 მაისიდან ქ---------–-------ე და გ--------------–---–ი დაშორდნენ ერთმანეთს. დაახლოებით ორი თვეა, სხვა და სხვა უსაფუძვლო მიზეზთა გამო, გ--------------–---–ი ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობს ორსულ მეუღლეზე - ქ---------–-------ეზე. კერძოდ, თითქმის ყოველდღე აყენებს მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, უყვირის, უშვერი სიტყვებით მიმართავს, რის შედეგადაც ქ---------–-------ე განიცდის ტანჯვას.

 

ე.ი. გ--------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. დაზარალებულმა ქ---------–-------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ გ--------------–---–ი დაახლოებით ცხრა თვის განმავლობაში იყო მისი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე, რომლისგანაც ელოდება შვილს. ისინი ერთად ცხოვრობდნენ მის სახლში, მისამართზე - ქ. თბილისი, ს------------------------------------. 2019 წლის 15 მაისიდან ისინი დაშორდნენ ერთმანეთს. მას შემდეგ რაც ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად ხსენებულ მისამართზე, მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. გ--------------–---–ი მას თითქმის ყოველდღე დედას აგინებდა, აფურთხებდა და ეჩხუბებოდა, რის გამოც იგი სტრესის ქვეშ იყო.

2019 წლის 25 აპრილს, 12:00 საათზე, როდესაც გ--------------–---–ი სახლიდან გავიდა, მას მეგობარმა მიაკითხა სახლში. შუადღეზე მან დაურეკა გ--------------–---–ს და უთხრა, რომ საღამოს მეგობარს გააცილებდა. გ--------------–---–მა მას უთხრა, რომ არ გაეცილებინა, მოეცადა, თვითონ მივიდოდა და ერთად გაეცილებინათ. დაახლოებით 1 საათში გ--------------–---–ი მივიდა სახლში და მეგობარი ერთად გააცილეს. სახლში დაბრუნებისას გ--------------–---–მა მას ჩხუბი დაუწყო ხსენებულ მეგობართან ურთიერთობის გამო. ამ თემასთან დაკავშირებით კამათი სახლშიც გაგრძელდა. იგი ამ დროს ორსულად იყო, რაც იცოდა გ--------------–---–მაც. გ--------------–---–მა კამათის დროს მას ქურთუკში ჩაავლო ხელი და შეანჯღრია, რა დროსაც იგი ზურგით დაეცა მცენარის ქოთანს. ქოთანი დაიმტვრა, ხოლო თვითონ დაცემის გამო ზურგი ეტკინა. გ--------------–---–მა მას ამ დროს უთხრა, არაფერი გტკენიაო და წიხლი ორჯერ დაარტყა თირკმელში. მან გ--------------–---–ი ბინიდან გააგდო და კარი ჩაუკეტა. გ------- სადარბაზოდან უყვიროდა, რომ კარი გაეღო, თორემ თავს მოიკლავდა. ამაზე შეშინდა, რომ მართლა არ მოეკლა თავი, რის გამოც თვითონ გავიდა მასთან. ამ დროს მას წელი ასტკივდა და ცუდად გახდა. გ--------------–---–მა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა, რომელიც მალევე მივიდა ადგილზე. გ--------------–---–მა იგი არ დატოვა ამ დროს, დახვდა ექიმებს, რომლებსაც უთხრა, რომ მისი მეუღლე წაიქცა. ექიმებმა გინეკოლოგის ნებართვით მას ნემსი გაუკეთეს. ამ დარტყმის შედეგად იგი ტკივილებს განიცდიდა და გაურთულდა მდგომარეობა.

გ--------------–---–ი მას ასევე ორჯერ დაემუქრა სახის დასერვით. თავიდან არ ეჯერა, რომ ამას რეალურად ეუბნებოდა, შემდეგ დაიჯერა და ძალიან შეშინდა.

მას აქვს დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სწორედ გ--------------–---–ის ძალადობის შედეგად გართულდა, თუმცა ამ დოკუმენტებს გამოძიებას და სასამართლოს არ წარუდგენს, რადგან არ სურს ბრალდებულის მდგომარეობის დამძიმება. მიუხედავად იმისა, რომ მას გ--------------–---–თან ცხოვრების გაგრძელება აღარ სურს, მისი დაჭერის სურვილი არ აქვს, რადგან იგი მისი ბავშვის მამაა. მას უბრალოდ სურს, რომ ხ-----–---–ისგან თავი დააღწიოს, რადგან მასთან ურთიერთობით ტანჯვას განიცდის.

 

3.2. პატრულ-ინსპექტორმა ჯ---------------მ სასამართლოს მოახსენა, რომ 2019 წლის 19 მაისს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მან და მისმა მეწყვილემ მიიღეს შეტყობინება ს----------------თან მომხდარ ოჯახური ძალადობის ფაქტზე. შეტყობინების ავტორი იყო ქ---------–-------ე, რომელიც შველას ითხოვდა, რადგან ვიღაც მისი სახლის კარზე აბრახუნებდა. ადგილზე მისულ პოლიციელებს, ბინის კართან ქ---------–-------ის მეუღლე გ--------------–---–ი დახვდათ. ქ---------–-------ე აღელვებული იყო და შიშისგან მეუღლეს კარს ვერ უღებდა. მათ იგი დაამშვიდეს, ბრალდებული კარს მოარიდეს და უთხრეს, რომ პოლიციელები იყვნენ. პოლიციელები შევიდნენ ბინაში, ხოლო ბრალდებული სადარბაზოში დატოვეს. დაზარალებულმა პოლიციელებს უთხრა, რომ გ--------------–---–ი იყო მისი ყოფილი მეუღლე, რომელმაც დაახლოებით ერთი კვირის წინ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, წააქცია, ყვავილის ქოთანი ესროლა და წაქცეულს წიხლები დაარტყა. ამავე დროს ბრალდებულიც აღელვებული იყო, რომელიც ბინაში შესვლას ცდილობდა შერიგების მიზნით, თუმცა ქ-------ს არ სურდა მასთან შერიგება. მათ გ--------------–---–ის მიმართ გამოწერეს შემაკავებელი ორდერი, რის შემდეგაც დაკითხვის მიზნით ორივე მათგანი გადაიყვანეს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში.

 

3.3. მოწმე ნ----–---------ემ სამართლოს მოახსენა, რომ ბრალდებული გ--------------–---–ი არის მისი დისშვილის - ქ---------–-------ის მეუღლე. მას შემდეგ რაც, ისინი შეუღლდნენ, მათ შორის ადგილი ჰქონდა გარკვეულ კომფლიქტებს. 2019 წლის მაისის თვეში, როდესაც ქ-------ი და გ------- გაშორდნენ ერთმანეთს, ქ-------მა მას უთხრა, რომ გ--------------–---–თან ჰქონდა კომფლიქტი, კერძოდ გ------- მას ორსულობის პერიოდში აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ქ---------–-------ემ მას ასევე უთხრა, რომ კომფლიქტის დროს გ--------------–---–მა ქ-------ს ზურგში ორჯერ ჩაარტყა წიხლი, რაც ეტკინა. დარტყმის შედეგად ქ-------ი ცუდად გახდა, ხოლო გ-------მ გამოიძახა სასწრაფო დახმარება. ეს ფაქტი მან ძალიან განიცადა.

 

3.4. მოწმე ა-----------ის 2019 წლის 20 მაისის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ დაახლოებით 2 წელიწადია იცნობს და ახლო მეგობრული ურთიერთობა აქვს ქ---------–-------ესთან, თუმცა მასთან ყოველდღიური ურთიერთობა არ აქვს. დაახლოებით ერთი თვის წინ ქ---------–-------ე მას დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა, რადგან რამდენიმე თვის უნახავი ჰყავდა. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ ქ---------–-------ის საცხოვრებელ სახლში, ქ. თბილისში, ს----------------------------------. მან ამ შეხვედრისას შეიტყო, რომ ქ---------–-------ე არაოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა გ--------------–---–თან, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა აღნიშნულ ბინაში. ასევე შეიტყო, რომ ქ---------–-------ე რამდენიმე თვის ორსული იყო გ. ხ-----–---–ისგან. იმ დღეს მათ ბევრი ისაუბრეს, რა დროსაც ქ---------–-------ემ მას უთხრა, რომ მას და გ--------------–---–ს არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, ვინაიდან იგი სვამდა, ეწეოდა და არ მუშაობდა, თუმცა არასდროს მიუყენებია მისთვის ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა. ცოტა ხანში გ--------------–---–იც მივიდა სახლში, რა დროსაც იგი გაიცნო და ჩვეულებრივი შთაბეჭდილება დატოვა. შემდეგ იგი დაემშვიდობა მათ და წავიდა. ამის შემდეგ არც ერთ მათგანს აღარ შეხვედრია. დაახლოებით 1 კვირის შემდეგ ისევ დაურეკა ქ---------–-------ემ, რომელმაც უთხრა, რომ უფრო დაეძაბა ურთიერთობა გ--------------–---–თან, ვინაიდან შეიტყო მისი საყვარლის შესახებ და ამის გამო სახლიდან გაუშვა. გ--------------–---–ი მას მაინც აკითხავდა, ურეკავდა და აწუხებდა, რის გამოც იგი საკმაოდ დაძაბული ეჩვენა. გამოკითხვის დღეს მან ქ---------–-------ისგან შეიტყო, რომ მისი სტუმრობის შემდეგ გ--------------–---–მა მას წიხლები ჩაარტყა, რის გამოც სასწრაფოც ჰყავდა გამოძახებული, რადგან მუცელი და წელი ასტკივდა წიხლების ჩარტყმის გამო. იგი უშუალოდ არ შესწრებია, რომ გ--------------–---–ს ქ---------–-------ისთვის მიეყენებინოს სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე ქ---------–-------ეს არაფერი უთქვამს მისთვის გ--------------–---–ისგან დამუქრების შესახებ (ს.ფ. 34-36).

 

3.5. გამომძიებლებმა გ----------------–---–მა, თ-----------მ, ნ------------–-–---–მა და გ-------------მ სასამართლოს ჩვენება მისცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტიკურობის თაობაზე.

 

3.6. 2019 წლის 19 მაისის შეტყობინების №------- აქტით დასტურდება, რომ ქ---------–-------ემ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს, რომ მისმა მეუღლემ გ--------------–---–მა, (რომელთანაც არის არარეგისტრირებულ ქორწინებაში), 2019 წლის 25 აპრილს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა (ს.ფ. 2).

 

3.7. სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2019 წლის 25 აპრილის პაციენტის სამედიცინო ბარათის მიხედვით, პაციენტი ქ---------–-------ე გასინჯულ იქნა მის საცხოვრებლ მისამართზე, ს----------------ზე, რომელიც უჩივის ტკივილს მუცლისა და მენჯის არეში, პერიოდულად წელის და გავის მიდამოში. პაციენტი ტკივილს უკავშირებს უხერხულ მოძრაობას, იგი 12 კვირის ორსულია (ს.ფ. 8).

 

3.8. 2019 წლის 19 მაისის №------ შემაკავებელი ორდერის და თანდართული მასალების მიხედვით, გ--------------–---–ის მიმართ გაიცა შემაკავებელი ორდერი, მეუღლეზე ქ---------–-------ეზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო. კერძოდ, მსხვერპლის განმარტებით, მისი მეუღლე უბრახუნებდა მისი საცხოვრებელი ბინის კარზე და უნდოდა მისი ნახვა, ასევე მის მიმართ განახორციელა ფსიქოლოგიური ზეწოლა (ს.ფ. 82-90).

 

3.9. 2019 წლის 27 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით დასტურდება, რომ ქ---------–-------ის სხეულზე ამჟამად რაიმე ფიზიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება. წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების ჩანაწერებში ქ---–-------ის სხეულზე რაიმე ფიზიკური დაზიანების ნიშნები აღწერილი არ არის (ს.ფ. 28-29).

 

3.10. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი თ----------------–--ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.

 

3.11. 2019 წლის 19 ივლისის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნით დასტურდება, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის მასალების მიხედვით და ქ---------–-------ის ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ქ---------–-------ემ, მეუღლის - გ--------------–---–ის მხრიდან განხორციელებული ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

3.12. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი მ-------------ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.

 

3.13. ბრალდებულმა გ--------------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ, თუმცა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში ჩვენების მიცემისგან თავი შიკავა.

 

3.14. სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხნენ დაცვის მხარის მოწმეები: ბრალდებულის ბიძა - ვ-–--------–---–ი და ძმა - ნ----------–---–ი, რომლებმაც სასამართლოს მოახსენეს, რომ ისინი არასდროს შესწრებიან გ--------------–---–ისა და ქ---------–-------ის კომფლიქტს. ხ-----–---–ს არასდროს მიუყენებია მეუღლისთვის ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა და ქ---------–-------ე იღებდა ფსიქოტროპულ წამლებს.

 

3.15. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ გ--------------–---–ის მიმართ არ ყოფილა წარმოდგენილი უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით (2019 წლის 25 აპრილის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობისთვის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტს დააკმაყოფილებდა.

 

3.16. ბრალდების ამ ნაწილში მტკიცებულებათა სახით წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულ ქ---------–-------ის ჩვენება, რომლის მიხედვითაც, გ--------------–---–მა კამათის დროს მას ქურთუკში ჩაავლო ხელი და შეანჯღრია, რა დროსაც იგი ზურგით დაეცა მცენარის ქოთანზე. შემდეგ კი წიხლი ორჯერ დაარტყა თირკმელში. დაზარალებულის ჩვენების გარდა აღსანიშნავია პატრულ-ინსპექტორ ჯ---------------ს ჩვენება, რომელსაც გამოძახების ადგილზე მისვლისას ქ---------–-------ემ უთხრა, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ გ--------------–---–მა იგი წააქცია, ყვავილის ქოთანი ესროლა და წაქცეულს წიხლები დაარტყა. ამდენად, ქ---------–-------ისა და ჯ---------------ს ჩვენებები, გარკვეულწილად ურთიერთსაწინააღმდეგოა. დაზარალებული აცხადებს, რომ ბრალდებულმა იგი ყვავილის ქოთანზე წააქცია, ხოლო პატრულ-ინსპექტორმა იგივე დაზარალებულისგან შეიტყო, რომ გ--------------–---–მა დაზარალებულს ქოთანი ესროლა.

ასევე საქმეზე არ წარმოდგენილან იმ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის წევრები, რომლებიც 2019 წლის 25 აპრილს გამოცხადდნენ დაზარალებულის საცხოვრებელ მისამართზე, მათი ჩვენებებით უკეთესად გამოიკვეთებოდა როგორც დაზარალებულის ფიზიკური და ემოციური მდგომარეობა, ასევე ადგილზე შექმნილი სიტუაცია, - იყო თუ არა ბინაში პოსტკონფლიქტური ვითარება და ნახეს თუ არა მათ მცენარის გატეხილი ქოთანი. წარმოდგენილი პაციენტის სამედიცინო ბარათის მიხედვით, სასწრაფოს ექიმთა მიერ ქ---–-------ის გასინჯვისას პაციენტი უჩიოდა ტკივილს მუცლისა და მენჯის არეში (პერიოდულად წელისა და გავის მიდამოში), რასაც იგი უკავშირებდა არა ფიზიკურ ძალადობას, არამედ უხერხულ მოძრაობას, ხოლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ქ---------–-------ეს სხეულზე რაიმე ფიზიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება, ასევე წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების ჩანაწერებში ქ---–-------ის სხეულზე რაიმე ფიზიკური დაზიანების ნიშნები აღწერილი არ არის. ამასთანავე საყურადღებოა, რომ ქ---------–-------ე 2019 წლის 25 აპრილის ინციდენტის შესახებ სამართალდამცავებს ატყობინებს არა დაუყოვნებლივ, ან პირველი შესაძლებლობისთანავე, არამედ რამდენიმე კვირის შემდეგ - 2019 წლის 19 მაისს, ასევე თავის მეგობარს - ა-----------ესა და დეიდას - ნ----–---------ეს მომხდარის შესახებ უყვება რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს გ--------------–---–ის მხრიდან ასეთ ქმედებას ჰქონდა თუ არა ადგილი.

 

3.17. მუქარის ნაწილშიც, ბრალდების დასადასტურებლად წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულ ქ---------–-------ის ჩვენება, რომელიც აღნიშნავს, რომ გ--------------–---–ი მას ორჯერ დაემუქრა სახის დასერვით, რასაც თავიდან რეალურად არ აღიქვამდა, ხოლო შემდეგ შეშინდა. მტკიცებულებათა არასაკმარისობის გარდა, თავად დაზარალებულის მიერ ვერ იქნა დამაჯერებლად ახსნილი თუ რატომ გაუჩნდა მას მუქარის განხორციელების რეალური შიში, მაშინ როცა მისივე თქმით, ბრალდებული მას მანამდეც დამუქრებია მსგავსი შინაარსის სიტყვებით, რაც სერიოზულად არ აღუქვამს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ---------–-------ემ სათანადოდ ვერ განმარტა თუ რამ განაპირობა მასში საფუძვლიანი შიშის გაჩენა, დამუქრებისას ჰქონდა თუ არა ადგილი ბრალდებულის მხრიდან რაიმე იარაღის დემონსტრირებას, რა მოვლენები უძღოდა წინ დამუქრებას, რის გამოც ბრალდებულის პიროვნებისა და მასთან არსებული ურთიერთობის გათვალისწინებით იგი რეალურად აღიქვამდა მუქარას.

 

3.18. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ გ--------------–---–ის მიმართ არ არსებობს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

3.19. შესაბამისად, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული გ--------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით (2019 წლის 25 აპრილის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს.

 

3.20. რაც შეეხება სისტემატური შეურაცხყოფის ნაწილს, სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ გ--------------–---–მა საკუთარი ოჯახის წევრის - არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მიმართ ჩაიდინა სისტემატური შეურაცხყოფა. დაზარალებულმა ქ---------–-------ემ აღნიშნა, რომ გ--------------–---–ი თითქმის ყოველდღე აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, დედას აგინებდა და აფურთხებდა, რის გამოც განიცდიდა ტანჯვას. პატრულ-ინსპექტორ ჯ---------------ს ჩვენებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 19 მაისს ქ---------–-------ის მიერ ოჯახური ძალადობის ფაქტზე გამოძახების საფუძველზე, გამოცხადდა დაზარალებულის საცხოვრებელ მისამართზე, სადაც ბინის კართან ქ---------–-------ის მეუღლე გ--------------–---–ი დახვდათ, ხოლო ქ---------–-------ე აღელვებული იყო და შიშისგან მეუღლეს კარს ვერ უღებდა. დაზარალებულის მეგობრის - ა-----------ის გამოკითხვის ოქმით დადასტურდა, რომ ქ---------–-------ემ შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ, ტელეფონზე საუბრისას უთხრა, რომ გ--------------–---–თან დაეძაბა ურთიერთობა, რომელიც გააგდო სახლიდან, ხოლო იგი ურეკავდა, აკითხავდა და აწუხებდა. მოწმე ნ----–---------ის ჩვენებით დადასტურდა, რომ 2019 წლის მაისის თვეში, როდესაც ქ-------ი და გ------- გაშორდნენ ერთმანეთს, ქ-------მა მას უთხრა, რომ გ--------------–---–თან ჰქონდა კომფლიქტი, კერძოდ გ------- მას ორსულობის პერიოდში აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. შემაკავებელი ორდერით დადასტურდა, რომ ქ---------–-------ის განმარტებით, მისი მეუღლე უბრახუნებდა მისი საცხოვრებელი ბინის კარზე და უნდოდა მისი ნახვა, ასევე მის მიმართ განახორციელა ფსიქოლოგიური ზეწოლა. სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტ მ-------------ის ჩვენებით დადასტურდა, რომ ქ---------–-------ემ, მეუღლის - გ--------------–---–ის მხრიდან განხორციელებული ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

გარდა ამისა, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია და მხარეთა შორის არასადაო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ გ--------------–---–ის მიერ ჩადენილი სისტემატური შეურაცხყოფის პერიოდში ქ---------–-------ე იმყოფებოდა ორსულად, რაც ასევე ცნობილი იყო გ--------------–---–ისთვის.

 

3.21. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულების ერთობლიობით, რომლებიც არის ურთიერთთავსებადი, დამაჯერებელი და მათ სანდოობაში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ არსებობს, უტყუარად დადგინდა განაჩენის 2.2. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

4.1. სასამართლომ ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ მათი ერთობლიობა არ ქმნის საკმარის საფუძველს ბრალდებულ გ--------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით (2019 წლის 25 აპრილის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ პუნქტით დამნაშავედ ცნობისთვის. წარდგენილი ბრალი არ ემყარება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას“.

 

4.2. სასამართლომ თანაბარი შესაძლებლობა მისცა ბრალდების და დაცვის მხარეს სასამართლო სხდომაზე გამოეკვლიათ მათ მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება, უშუალოდ და საჯაროდ, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში დაეკითხათ მოწმეები და სწორედ მათ მიერ შემოთავაზებული მტკიცებულებების ანალიზის, ურთიერთშეჯერების და სანდოობის შემოწმების საფუძველზე დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც ეჭვგარეშე დაადასტურებდა, რომ გ--------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.

 

4.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გ--------------–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტთან (2019 წლის 25 აპრილის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ პუნქტთან (2019 წლის აპრილის დასაწყისის ეპიზოდი) დაკავშირებით ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში.

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:

 

4.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

4.5. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.

 

4.6. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უტყუარობის სტანდარტი გულისხმობს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობას, არამედ უნდა გამოირიცხოს ეჭვი მტკიცებულების გაყალბების ან არსებითი ნიშან-თვისებების დაკარგვის შესახებ, ასევე საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მოხდეს. მტკიცებულების გამოკვლევით მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).

 

4.7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი”.

 

4.8. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ ,,არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს’’.

 

4.9. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’;

 

4.10. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

4.11. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება - მუქარა წარმოადგენს მატერიალურ (შედეგიან) დანაშაულს და ის დამთავრებულია მაშინ, როცა დაზარალებულს გაუჩნდება მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების დასადასტურებლად წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულ ქ---------–-------ის ჩვენება, რომელიც თავის მხრივ არ არის გამყარებული სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ხასიათის მტკიცებულებებით. ამდენად, სასამართლო მუქარის სუბიექტურ და ობიექტურ შეფასებას ვერ გააკეთებს. გარდა მტკიცებულებათა არასაკმარისობისა, ამასთანავე, დაზარალებულის ჩვენება შინაარსობრივად ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, ვინაიდან მის მიერ ვერ იქნა ახსნილი, თუ რა ვითარებაში, გამოხატვის რა ხერხით და როგორ დაემუქრა მას გ--------------–---–ი და რატომ გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში, როდესაც ბრალდებულს მანამდეც ჰქონდა მისთვის ნათქვამი მსგავსი შინაარსის სიტყვები, რასაც რეალურად არ აღიქვამდა.

 

4.12. ამრიგად, სასამართლომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობის კუთხით ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულ გ--------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით (2019 წლის 25 აპრილის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, რის გამოც ბრალდებული ბრალდების ამ ნაწილში უნდა გამართლდეს.

 

4.13. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.14. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

3.15. საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

3.16. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში; სისტემატურ შეურაცხყოფაში ბ) ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

გარდა ამისა, სასამართლო განმარტავს სისტემატურ შეურაცხყოფას, კერძოდ, შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მიხედვით, შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია, თუკი იგი: ა) ჩადენილია ოჯახში და ბ) სისტემატური ხასიათისაა; შეურაცხყოფა სისტემატურია მაშინ, თუკი იგი ჩადენილია სამჯერ მაინც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ და თანაც დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი შეურაცხყოფისგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შეურაცხყოფას, შემდეგ ასევე დროის მცირე მონაკვეთის დაშორებით - მესამეს და ა.შ.

 

4.17. სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ დაახლოებით ცხრა თვის განმავლობაში ქ---------–-------ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ--------------–---–თან, რომლისგანაც არის ოთხი თვის ორსული. მეუღლეები ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, ს-------------------------------------ში მდებარე ქ---------–-------ის სახოვრებელ ბინაში. 2019 წლის 15 მაისიდან ქ---------–-------ე და გ--------------–---–ი დაშორდნენ ერთმანეთს. დაახლოებით ორი თვის მანძილზე, სხვა და სხვა უსაფუძვლო მიზეზთა გამო, გ--------------–---–ი ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდა ორსულ მეუღლეზე - ქ---------–-------ეზე. კერძოდ, თითქმის ყოველდღე აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, უყვიროდა, უშვერი სიტყვებით მიმართავდა, რის შედეგადაც ქ---------–-------ე განიცდიდა ტანჯვას.

 

4.18. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის (ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ) შემადგენლობის ყველა ნიშანი.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. გ--------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით არ გამოვლენილა.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

6.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.

 

6.3. შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს, რომ გ--------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით არ დადგენილა.

 

6.4. სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტი სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

6.5. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, კერძოდ: საქმეში ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ (Opuz v. Turkey, No. 33401/02, 9.06.09), სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან,..რეალურად ამ ფენომენის შედეგად ხშირად ზარალდებიან ბავშვებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ.

 

6.6. სასამართლო ასევე მიუთითებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრ სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა, მათ შორის ფეხმძიმეთა მოწყვლადობის ბოროტად გამოყენება, დაცვის უნარის არმქონე, ავადმყოფი, უნარშეზღუდული და დამოკიდებული მსხვერპლების მიმართ სერიოზული ძალადობა, სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, ისევე როგორც დამნაშავის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, უნდა არსებობდეს დებულებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის სამართალწარმოების დაწყებას პროკურორის მიერ, მოუწოდებს პროკურორებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და გადადგმულ იქნას კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად სამართალწარმოების მიმდინარეობისას.

 

6.7. ამდენად, სასამართლო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებების პირობებში, ითვალისწინებს გ--------------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, რაც მისი გავრცელების მასშტაბების/სპეციფიკის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია, დაზარალებულის პოზიციას ბრალდებულის პასუხისმგებლობისადმი და ქმედების განხორციელების სახეს.

 

6.8. ჩადენილი ქმედების საშიშროებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება გ--------------–---–ის მიმართ სასჯელის სახით მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით, რაც დააფიქრებს ბრალდებულს ჩადენილი ქმედების ირგვლივ და ამასთანავე დამნაშავის მიმართ დანიშნულმა სასჯელმა აუცილებლად უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება, ყველა სხვა უფრო მსუბუქი ხასიათის სასჯელი კი იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, რაც ხელს ვერ შეუწყობს მსჯავრდებულს გააცნობიეროს და პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის რეალურ შედეგებზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ--------------–--–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2019 წლის 25 აპრილის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

გ--------------–--–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2019 წლის აპრილის დასაწყისის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

გ--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატიური შეურაცხყოფის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ გ--------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და გ--------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 19 მაისიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ელენე გოგუაძე