განაჩენი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100119003286479
№1/219-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 დეკემბერი, 2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა
ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლების, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის
ბრალდებულ - ე--------------–-–---–ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების N------------)
ბრალდებული: ე--------------–-–---–ი
მამის სახელი: გ---
დაბადებული: 2----------–--–-
პირადი ნომერი: 3----------
მოქალაქეობა: საქართველო
ნასამართლეობა: ნასამართლევი
რეგისტრირებული: ქ---------–------------------------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ---------–------------------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით.
კვალიფიკაცია: ე--------------–-–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 3 ოქტომბერს, შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელ - გ-----–--–--ის მიერ, ე--------------–-–---–ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი 0-----, რომლის თანახმადაც ე--------------–-–---–ს აეკრძალა ქ--–----------––--------------------------ში მცხოვრები მამასთან - გ--- მ------–-–---–თან, მის საცხოვრებელ სახლთან და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც იგი იმყოფებოდა, ასევე მას ამავე ორდერით აეკრძალა გ--- მ------–-–---–თან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ე--------------–-–---–მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2019 წლის 14 ოქტომბერს, დაახლოებით 10:50 საათზე იგი მივიდა გ--- მ------–-–---–ის საცხოვრებელ სახლში, სადაც მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
ემზარი მ------–-–---–ი 2019 წლის 14 ოქტომბერს 16:00 საათზე დააკავეს და 2019 წლის 15 ოქტომბერს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 3 ოქტომბერს, შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელ - გ-----–--–--ის მიერ, ე--------------–-–---–ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი 0-----, რომლის თანახმადაც ე--------------–-–---–ს აეკრძალა ქ--–----------––--------------------------ში მცხოვრები მამასთან - გ--- მ------–-–---–თან, მის საცხოვრებელ სახლთან და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც იგი იმყოფებოდა, ასევე მას ამავე ორდერით აეკრძალა გ--- მ------–-–---–თან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია.
2. ე--------------–-–---–მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2019 წლის 14 ოქტომბერს, დაახლოებით 10:50 საათზე იგი მივიდა გ--- მ------–-–---–ის საცხოვრებელ სახლში, სადაც მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა
სასამართლოზე მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულის - გ--- მ------–-–---–ის, მოწმეების - მ--–---- მ------–-–---–ის, თ----- მ------–-–---–ის, თ----------------–---–ის, გ--- პ---–---–ის, გ-----–--–--ის, გ---------------–ის, თავად ბრალდებულ ე--------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერის ოქმით და შემაკავებელი ორდერით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ე--------------–-–---–ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი 0-----, რომლის თანახმადაც ე--------------–-–---–ს აეკრძალა ქ--–----------––--------------------------ში მცხოვრები მამასთან - გ--- მ------–-–---–თან, მის საცხოვრებელ სახლთან და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც იგი იმყოფებოდა, ასევე მას ამავე ორდერით აეკრძალა გ--- მ------–-–---–თან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ე--------------–-–---–მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2019 წლის 14 ოქტომბერს, დაახლოებით 10:50 საათზე იგი მივიდა გ--- მ------–-–---–ის საცხოვრებელ სახლში, სადაც მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა გულისხმობს, შესაბამისი ორგანოს მიერ კანონით დადგენილი წესით შედგენილი შემაკავებელი ორდერით დადგენილი მოთხოვნების და ვალდებულებების დარღვევას მოძალადის მიერ.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ე--------------–-–---–მა ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ე--------------–-–---–მა ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ე--------------–-–---–ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ურთიერთშეთანხმებულია, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ე--------------–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ე--------------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და მონანიება. ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ნასამართლობა
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
ე--------------–-–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
ე--------------–-–---–ი წარსულში ნასამართლევია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის, ნასამართლობა კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არა აქვს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ე--------------–-–---–ის მიმართებით დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა და დანაშაულის რეციდივის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მას სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
ე--------------–-–---–ს ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 160-ე, 169-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე--------------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი.
აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და ე--------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 14 ოქტომბრის 16:00 საათიდან.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე: დავით ნარიმანიშვილი