განაჩენი

სისხლის სამართლის 24.12.2019
საქმის ნომერი
340100119003291452
დავის ტიპი
381
თარიღი
24.12.2019

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100119003291452

№1/222-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

24 დეკემბერი, 2019 წელი ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლების, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის

ბრალდებულ - ა-–--------------ის

ადვოკატ - ლ--–-------–-–---–ის

თარჯიმან - რ--------------–---–ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების N------------)

 

ბრალდებული: ა-–--------------ი

მამის სახელი: ა-–-

დაბადებული: 0----------–--–-

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ლ----------------–----–----------------–---------–-

ფაქტობრივად მცხოვრები: ლ----------------–----–----------------–---------–-

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით.

კვალიფიკაცია: ა-–--------------ს ბრალი ედება მასში, რომ ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 15 ოქტომბერს, შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლის - ი-–--------–--ის მიერ, ა-–--------------ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი №------, რომლის თანახმადაც, მას აეკრძალა მეუღლესთან - ლ----------------–----–----------------–--------–აში მცხოვრებ გ---–--------------------სთან და მის საცხოვრებელთან მიახლოვება და მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ა-–--------------მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2019 წლის 15 ოქტომბერს, იგი მივიდა ლ----------------–----–----------------–--------–აში მდებარე, გ---–--------------------ს საცხოვრებელ სახლში, სადაც მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

ა-–--------------ი, 2019 წლის 17 ოქტომბერს, 00:15 საათზე, დააკავეს და 2019 წლის 17 ოქტომბერს, ჩადენილი ქმედებისათვის, წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

1. 2019 წლის 15 ოქტომბერს, შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლის - ი-–--------–--ის მიერ, ა-–--------------ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი №------, რომლის თანახმადაც, მას აეკრძალა მეუღლესთან - ლ----------------–----–----------------–--------–აში მცხოვრებ გ---–--------------------სთან და მის საცხოვრებელთან მიახლოვება და მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია.

2. ა-–--------------მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერებით გათვა-–-სწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2019 წლის 15 ოქტომბერს, იგი მივიდა ლ----------------–----–----------------–--------–აში მდებარე, გ---–--------------------ს საცხოვრებელ სახლში, სადაც მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა

 

სასამართლოზე მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულის - გ---–--------------------ს, მოწმეების - გ--------------–---ის, ი-–-----------ის, შ----------------ს, ი-–--------–--ის, თ----------–-–------ას, თ------–-------ის, თავად ბრალდებულ ა-–--------------ის გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერის ოქმით და შემაკავებელი ორდერით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ შემაკავებელი ორდერით №------, ა-–--------------ს აეკრძალა მეუღლესთან - ლ----------------–----–----------------–--------–აში მცხოვრებ გ---–--------------------სთან და მის საცხოვრებელთან მიახლოვება და მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ა-–--------------მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერებით გათვა-–-სწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2019 წლის 15 ოქტომბერს, იგი მივიდა ლ----------------–----–----------------–--------–აში მდებარე, გ---–--------------------ს საცხოვრებელ სახლში, სადაც მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა გულისხმობს, შესაბამისი ორგანოს მიერ კანონით დადგენილი წესით შედგენილი შემაკავებელი ორდერით დადგენილი მოთხოვნების და ვალდებულებების დარღვევას მოძალადის მიერ.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ა-–--------------მა ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–--------------მა ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ა-–--------------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ურთიერთშეთანხმებულია, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ა-–--------------ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ა-–--------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და მონანიება. ხოლო დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

ა-–--------------ის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

ა-–--------------ი წარსულში ნასამართლევი არ არის, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. თანამშრომლობს გამოძიებასთან.

 

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ ა-–--------------ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ითანამშრომლა გამოძიებასთან, იგი წარსულში ნასამართლევი არ არის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–--------------ის მიმართ შესაძლებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლებით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა-–--------------ის მიმართებით აშკარად გამოკვეთილი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები წარმოდგენილი არ არის, რის გამოც სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მას სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა შეეცვალოს პირობით მსჯავრად.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

ა-–--------------ს ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 2000 ლარი, რომლის სრულ უზრუნველყოფამდე დარჩა პატიმრობაში.

 

გირაოს თანხა უზრუნველყოფილია ფულადი თანხით 2019 წლის 17 ოქტომბერს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 160-ე, 169-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ა-–--------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.

 

აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით შეტანილი ფულადი თანხა, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტანს.

 

ა-–--------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 17 ოქტომბერი.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: დავით ნარიმანიშვილი