განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/4328-19
#------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ნოემბერი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
გიორგი გარაშვილის მდივნობით
პროკურორ – ა----------–---–ის
ბრალდებულ – ი----- წ-----ის
ადვოკატ – ნ----- პ---------ს
თარჯიმან – ხ------- ს------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
– ი----- კ---------ის ძე წ-----ის, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი #-----------), ნასამართლობის მქონის, საშუალო განათლების მქონის, განქორწინებულის, რეგისტრირებულის: ქ------–--–-----------------------------------------–-----------–----------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--–-----------------------------------------–-----------–------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი----- წ-----ეს წარედგინა ბრალდება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, ჩადენილი არაერთგზის.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი----- წ-----ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 27 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ი----- წ-----ის მიმართ 6 თვის ვადით გამოიცა დამცავი ორდერი, რომლითაც მას აეკრძალა შვილთან - თ----- წ-----ესთან ან მის საცხოვრებელ ადგილთან მიახლოვება და მასთან კომუნიკაცია ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ტელეფონის გამოყენებით. აღნიშნულის მიუხედავად, 2019 წლის 20 და 22 აგვისტოს ქ.თბილისში, თ------------------------------------–-----------–------- კორპუსთან მყოფმა ი----- წ-----ემ, რომელიც დამცავი ორდერის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის 2019 წლის 2 მაისის განაჩენით უკვე იყო ნასამართლევი, ტელეფონის ნომრით 5----------- განახორციელა კომუნიკაცია თ----- წ-----ესთან, ტელეფონის ნომერზე 5-----------. აღნიშნული ქმედებებით ი----- წ-----ემ არ შეასრულა დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
ე.ი. ი----- წ-----ეს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები და გააანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით, შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფით გამოკვლეულ, ასევე უდავოდ ცნობილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი ყველა მტკიცებულება - ი----- წ-----ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ი----- წ-----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ი----- წ-----ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, მის მიმართ გამოიცა დამცავი ორდერი, რომლის თანახმადაც, ექვსი თვის ვადით აეკრძალა შვილთან - თ----- წ-----ესთან, მის საცხოვრებელ სახლთან მიახლოება, ასევე, ნებისმიერი საშუალებით კომუნიკაცია, მათ შორის სატელეფონო კომუნიკაცია. იგი პირნათლად ასრულებდა დამცავი ორდერით დადგენილ მოთხოვნებს. კერძოდ, ცხოვრობდა ქუჩაში, მეგობრის ავტომობილში, სადაც საკვებით ეხმარებოდნენ მეზობლები და ნაცნობები, ხშირ შემთხვევაში კი იყო მშიერი, თუმცა ამის მიუხედავად, იგი არ აწუხებდა ოჯახის წევრებს და არ ცდილობდა მათთან კომუნიკაციას.
ბრალდებულის განმარტებით, მას ჰქონდა მწყობრიდან გამოსული, მეორადი მობილური ტელეფონი, საიდანაც ფიზიკური შეხების შედეგად, მისი ნებისაგან დამოუკიდებლად ირეკებოდა ტელეფონში დაფიქსირებულ ნომრებზე, რომელთა მფლობელები შემდეგ პირიქით ურეკავდნენ და კითხულობდნენ, თუ რატომ ურეკავდა მათ. სწორედ მსგავს შემთხვევას ჰქონდა ადგილი 2019 წლის 20 აგვისტოს, კერძოდ, ზემოაღნიშნული მწყობრიდან გამოსული მობილური ტელეფონი ჰქონდა ჯიბეში და როგორც ჩანს, ფიზიკური შეხების შედეგად, მისი ნებისაგან დამოუკიდებლად, ზარი გავიდა მისი შვილის ნომერზე, თუმცა რაიმე სახის კომუნიკაცია (საუბარი) მათ შორის არ შემდგარა, რადგან მის შვილს სატელეფონო ზარისთვის არ უპასუხია. ტელეფონიდან შემთხვევით გაშვებული ზარის შემდეგ, მისმა შვილმა თვითონ დაურეკა მას, რა დროსაც შედგა მათ შორის ხანმოკლე საუბარი - შვილის მიმართვა: „თქვენი ზარი იყო შემოსული“ და მისი პასუხი - „ხო, შვილო, თ------- შენ ხარ?“, რის შემდეგაც გაითიშა ტელეფონი. ამის შემდეგ, 2019 წლის 22 აგვისტოს, კვლავ შემთხვევით გაეშვა ზარი თ----- წ-----ესთან, თუმცა არც ამ შემთხვევაში შემდგარა მათ შორის რაიმე კომუნიკაცია - სატელეფონო საუბარი.
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა თ----- წ-----ემ განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, მამამისის - ი----- წ-----ის მიმართ ექვსი თვის ვადით გამოიცა დამცავი ორდერი, რომლის თანახმადაც, მამამისს აეკრძალა მასთან, მის სახლთან მიახლოება, ასევე, ნებისმიერი საშუალებით კომუნიკაცია, მათ შორის ტელეფონის გამოყენებით. 2019 წლის 20 აგვისტოს, თავის მობილურ ტელეფონზე ნახა უცხო ნომრიდან შესული ზარი, რის გამოც დარეკა აღნიშნულ ნომერზე და უთხრა, რომ მისი ნომრიდან იყო ზარი შესული, რაზეც მამამისმა უპასუხა: „ხო, თ------- შენ ხარო?“. მან იცნო რა მამამისის ხმა, მაშინვე გაუთიშა ტელეფონი და აღნიშნულის შესახებ შეატყობინა გამომძიებელს. ამის შემდეგ, 2019 წლის 22 აგვისტოს, მის ნომერზე კვლავ შევიდა ზარი მამამისის ნომრიდან, თუმცა იცნო რა მამამისის ნომერი, არ უპასუხა სატელეფონო ზარს. დაზარალებულ თ----- წ-----ის განმარტებით, 2019 წლის 22 აგვისტოს ნამდვილად მამამისი რეკავდა თუ არა აღნიშნული ნომრიდან, ამის თქმა არ შეუძლია.
გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები - 2019 წლის 20 და 22 აგვისტოს განხორციელებული ზარების ე.წ. „სქრინშოტი“, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება, 2019 წლის 23 აგვისტოს დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმად, გამომძიებლის მიერ დათვალიერებულ იქნა ი----- წ-----ის მიერ წარდგენილი შავი ფერის „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც არის მეორადი და შეინიშნება ცვეთა, ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 და 2 მაისის განაჩენები და 2019 წლის 18 სექტემბრის დათვალიერების ოქმი - უდავო მტკიცებულებებად იქნა ცნობილი და მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 მაისის განაჩენით, ი----- წ-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 მაისის განაჩენით, ი----- წ-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 22 მარტიდან- 2019 წლის 2 მაისის ჩათვლით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 ივლისის განჩინებით, დაკმაყოფილდა სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის შუამდგომლობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 მაისის #1/1337-19 განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 მაისის #1/659-19 განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი----- წ-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულ ი----- წ-----ის მიმართ გამოტანილი განაჩენები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.
სასამართლომ შეაფასა რა გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა ი----- წ-----ის მიერ შვილის - თ----- წ-----ის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტის დასადასტურებლად, არ ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს იმის სამტკიცებლად, რომ ი----- წ-----ემ ნამდვილად ჩაიდინა ბრალად შერაცხული დანაშაული.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Tanişand Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, აშკარა და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან”.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ი----- წ-----ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, რამდენადაც, დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ჩადენა შესაძლებელია მხოლოდ პირდაპირი განზრახვით - პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის მართლწინააღმდეგობა, შეგნებულად არ უნდა ასრულებდეს ამ მოთხოვნებს და ვალდებულებებს და უნდა სურდეს მისი შეუსრულებლობა. შესაბამისად, მოცემული დანაშაულის სუბიექტი უნდა მოქმედებდეს შეგნებულად, უნდა ჰქონდეს დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება შეგნებული უარყოფით.
განსახილველ შემთხვევაში, დაზარალებულმა თ----- წ-----ემ განმარტა, რომ 2019 წლის 20 აგვისტოს, თავის ტელეფონის ნომერზე ნახა შემავალი ზარი უცნობი ნომრიდან. მან თავად გადარეკა აღნიშნულ ნომერზე და ამ გზით შედგა კომუნიკაცია მამა-შვილს შორის, რაც ბრალდებულის საწინააღმდეგოდ ვერ იქნება განხილული. ამის შემდეგ, 2019 წლის 22 აგვისტოს კვლავ შევიდა ზარი თ----- წ-----ის ტელეფონის ნომერზე, თუმცა კომუნიკაცია არ შედგა, რადგან თ-----მა იცნო რა მამის ტელეფონის ნომერი შემავალი ზარის სახით, არ უპასუხა ზარს. დაცვის მხარემ დაადასტურა 2019 წლის 20 და 22 აგვისტოს ბრალდებულის მობილური ტელეფონიდან თ----- წ-----ის ნომერზე ზარის განხორციელება, თუმცა უარყო აღნიშნული ზარების შეგნებული განხორციელება და განმარტა, რომ ბრალდებულის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონი არის მწყობრიდან გამოსული და შემთხვევითი ფიზიკური ზემოქმედების შედეგად ხდება მასში დაფიქსირებულ ნომრებზე ზარის გაშვება. სწორედ შემთხვევით, ბრალდებულის ნებისაგან დამოუკიდებლად განხორციელდა მისი შვილის - თ----- წ-----ის ნომერზე ზემოაღნიშნული ორი სატელეფონო ზარი და არა შეგნებულად.
დაცვის მხარის ვერსიას სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს, ვინაიდან სატელეფონო ზარის განხორციელება ყოველთვის განპირობებული არ არის პირის შეგნებული მოქმედებით, მით უფრო, როცა საქმე გვაქვს მწყობრიდან გამოსულ მობილურ ტელეფონთან, რა დროსაც შესაძლებელია მცირედი უნებლიე მექანიკური ზემოქმედებით ზარის განხორციელება ამა თუ იმ ნომერზე ისე, რომ ეს შესაძლოა სულაც არ შედიოდეს ტელეფონის მფლობელის ინტერესში. იგი შესაძლოა არც კი იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, რომ მისი ტელეფონიდან სხვასთან დაირეკა. დაზარალებულ თ----- წ-----ის განმარტებას, რომ მის ნომერზე ორჯერ შევიდა ზარი, დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის, თუმცა აღნიშნული ზარები შემთხვევით განხორციელდა, თუ ბრალდებულმა განახორციელა შეგნებულად, ამის თქმა დაზარალებულს არ შეუძლია, ასევე, სასამართლოში არ არის წარმოდგენილი სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც ბრალდებულის ნებელობით ქმედებაზე მიუთითებდა, ამასთან, არ იკვეთება დაზარალებულთან კომუნიკაციის აშკარა სურვილი, მაგალითად, არაერთჯერადი მცდელობის სახით (დაზარალებულის განმარტებით, როგორც 2019 წლის 20 აგვისტოს, ასევე 22 აგვისტოს, განხორციელდა მხოლოდ თითი-თითო ზარი). აქვე მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ თუკი ბრალდებულს სურდა დაზარალებულთან კომუნიკაცია და ამას ვერ ახერხებდა სატელეფონო კავშირით, მას შესაძლებლობა ჰქონდა კომუნიკაცია დაემყარებინა სხვა გზით, მაგალითად, თუნდაც ადგილზე მისვლით (ბრალდებული ცხოვრობდა მანქანაში, რომელიც იდგა დაზარალებულის საცხოვრებელი ადგილის სიახლოვეს), თუმცა კომუნიკაციის სხვაგვარი მცდელობა მას არ ჰქონია, რასაც ასევე ადასტურებს დაზარალებულიც. შესაბამისად, არსებობს მხოლოდ ეჭვი, რომ ბრალდებულმა შეგნებულად განახორციელა აღნიშნული ზარები, ხოლო ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, რადგან საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ, შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი----- წ-----ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, სახეზე არ არის აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების საკმარისი ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი----- წ-----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
2. გაუქმდეს ი----- წ-----ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3. ი----- წ-----ეს განემარტა, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბადრი კოჭლამაზაშვილი