განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100119002964468
N1/56-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
9 დეკემბერი, 2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა
ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თინათინ ზუბაშვილის
ბრალდებულების - გ------------–---–ის და ვ-------------–---–ის
ადვოკატ - მ----------ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------)
ბრალდებული: გ------------–---–ი
მამის სახელი: დ--------
დაბადებული: 1----–-–------------------
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: გ----------------------------–-------–--ი
ფაქტობრივად მცხოვრები: გ----------------------------–-------–--ი
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2017 წელს მოქმედი რედაქცია)
კვალიფიკაცია: გ------------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 8 აპრილს, დაახლოებით 09:00 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩ----–--ში ურთიერთშელაპარაკებისას, გ------------–---–მა სახეში მუშტი დაარტყა ვ-------------–---–ს, რის შემდეგაც, წაქცეულს სახის არეში ხელის რამდენიმე დარტყმით მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.
გ------------–---–ს 2019 წლის 25 მარტს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2017 წელს მოქმედი რედაქცია)
ბრალდებული: ვ-------------–---–ი
მამის სახელი: გ-------
დაბადებული: 1----–-–-------------
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: გ----------------------------–-------–--ი
ფაქტობრივად მცხოვრები: გ----------------------------–-------–--ი
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კვალიფიკაცია: ვ-------------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 8 აპრილს, დაახლოებით 09:00 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩ----–--ში, ურთიერთშელაპარაკებისას ვ-------------–---–მა სახის არეში თავი დაარტყა გ------------–---–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
ვ-------------–---–ს 2019 წლის 26 მარტს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2017 წლის 8 აპრილს, დაახლოებით 09:00 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩ----–--ში ურთიერთშელაპარაკებისას, გ------------–---–მა სახეში მუშტი დაარტყა ვ-------------–---–ს, რის შემდეგაც, წაქცეულს სახის არეში ხელის რამდენიმე დარტყმით მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.
2. 2017 წლის 8 აპრილს, დაახლოებით 09:00 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩ----–--ში, ურთიერთშელაპარაკებისას ვ-------------–---–მა სახის არეში თავი დაარტყა გ------------–---–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია (2017 წელს მოქმედი რედაქცია)
(ვ-------------–---–ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი)
1. სასამართლოში საქმის არსებით განხილვის სხდომაზე დაზარალებულ (ბრალდებული) ვ-------------–---–ის მიერ მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 8 აპრილს, დილის საათებში, ის და მისი ოჯახის წევრები ნაკვეთში წავიდნენ სამუშაოდ. გ------------–---–ი და ზურაბ ხუცოშვილი მივიდნენ და მის ნაკვეთთან ახლოს ორმოებს თხრა დაიწყეს. ვ-------------–---–მა შენიშვნა მისცა, რაზედაც გ------- ო---–---–ი აგრესიული გახდა და რამდენჯერმე გაარტყა სილა სახეში. ეტკინა, თავი გაუბუჟდა დაა თვალთ დაუბნელდა.
2. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე ა-–--- ო---–---–ის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 8 აპრილს ვ-------------–---–ს და გ------------–---–ს გურჯაანის რაიონის სოფელ ჩ----–--ში მდებარე მიწის ნაკვეთში შელაპარაკება მოუხდათ, ვ-------------–---–მა გ------------–---–ს ცხვირში დაარტყა თავი, ამის შემდეგ გურამმაც დაარტყა ხელი ვ-------------–---–ს.
3. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე მ-----–-----–--–---–ის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 8 აპრილს გ------------–---–ის კუთვნილ ნაკვეთში წავიდნენ სამუშაოდ. ვ-------------–---–მა დაუძახა გ------------–---–ს, საუბრობდნენ, ცოტა ხანში დაინახა, რომ ვ-------------–---–მა გ------------–---–ს თავი ჩაარტყა ცხვირში, გ------- გაბრაზდა და თვითონაც გაარტყა ვანოს ხელი.
4. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე გ---------------–---–ის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 8 აპრილს სამუშაოდ წავიდნენ ნაკვეთში. მეზობელ ნაკვეთში მუშაობდნენ გ------------–---–ი და ზ---------–--–---–ი. ვ-------------–---–ი და გ------------–---–ი საზღვართან დაკავშირებით შეკამათდნენ. გ------------–---–ი აგრესიული გახდა, ხელების ქნევა დაიწყო. გ------------–---–მა ხელი ორჯერ გაარტყა ლოყაში ვ-------------–---–ს.
5. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით გამოიკითხნენ გამომძიებლები ი----------–------ და ნ---------------, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ნამდვილობა და მათ მიერ შედგენილი შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ოქმების სისწორე.
6. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოიკითხა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმე მ--------------–---–ი, რომელმაც დაადასტურა, რომ ვ-------------–---–ის დედაა. 2017 წლის აპრილის თვეში ოჯახის წევრები ერთად წავიდნენ ნაკვეთში სამუშაოდ. ბევრი ადგილები აქვთ და სხვადასხვა ნაკვეთში მოუწიათ მუშაობა. მისვლიდან დაახლოებით 10 წუთში მოესმა ხმა. როგორც გაიგო გ------------–---–ს ვ-------------–---–ისთვის ორჯერ დაურტყამს ხელი სახეში.
7. მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული ექსპერტის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ ვ-------------–---–ი 2017 წლის 8 აპრილს მიღებული ტრავმის გამო მკურნალობას იტარებდა შპს „ჯეო ჰოსპიტალში“ 2017 წლის 8 აპრილიდან 12 აპრილამდე დიაგნოზით: ქალატვინის დახურული ტრავმა თავის ტვინის შერყევა, ცხვირის ძვლების მოტეხილობა. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
8. ბრალდებული (დაზარალებული) გ------------–---–ის მიერ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საბოლოო სიტყვისას მიწოდებული ინფორმაციით ასევე დადასტურებულია, რომ 2017 წლის 8 აპრილს გ------------–---–ი და ვ-------------–---–ი ნაკვეთის საზღვართან დაკავშირებით შეკამათდნენ, რა დროსაც ვ-------------–---–მა თავი დაარტყა ცხვირში გ------------–---–ს, გ------------–---–ი გაბრაზდა და ვ-------------–---–ს სახეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი.
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, გამოიხატება მხოლოდ განზრახ მოქმედებაში. ამასთან აუცილებელია, რომ აღნიშნულმა მოქმედებამ გამოიწვოს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------------–---–მა სახის არეში ხელის რამდენიმე დარტყმით ვ-------------–---–ს მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის
ფიზიკური ტკივილი გამოიწვია
(გ------------–---–ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი)
1. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე ა-–--- ო---–---–ის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 8 აპრილს ვ-------------–---–ს და გ------------–---–ს გურჯაანის რაიონის სოფელ ჩ----–--ში მდებარე მიწის ნაკვეთში შელაპარაკება მოუხდათ, ვ-------------–---–მა გ------------–---–ს ცხვირში დაარტყა თავი, ამის შემდეგ გურამმაც დაარტყა ხელი ვ-------------–---–ს.
2. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე მ-----–-----–--–---–ის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 8 აპრილს გ------------–---–ის კუთვნილ ნაკვეთში წავიდნენ სამუშაოდ. ვ-------------–---–მა დაუძახა გ------------–---–ს, საუბრობდნენ, ცოტა ხანში დაინახა, რომ ვ-------------–---–მა გ------------–---–ს თავი ჩაარტყა ცხვირში, გ------- გაბრაზდა და თვითონაც გაარტყა ვანოს ხელი.
3. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით გამოიკითხნენ გამომძიებლები ი----------–------ და ნ---------------, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ნამდვილობა და მათ მიერ შედგენილი შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ოქმების სისწორე.
4. სასამართლოში საქმის არსებით განხილვის სხდომაზე ბრალდებული ვ-------------–---–ის მიერ მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 8 აპრილს, დილის საათებში, ის და მისი ოჯახის წევრები ნაკვეთში წავიდნენ სამუშაოდ. გ------------–---–ი და ზურაბ ხუცოშვილი მივიდნენ და მის ნაკვეთთან ახლოს ორმოებს თხრა დაიწყეს. ვ-------------–---–მა შენიშვნა მისცა, რაზედაც გ------- ო---–---–ი აგრესიული გახდა და რამდენჯერმე გაარტყა სილა სახეში. თავად ვ-------------–---–ს გ------------–---–ისათვის არანაირი დაზიანება არ მიუყენებია.
5. მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული ექსპერტის N0022250177 დასკვნით დადგენილია, რომ გ------------–---–ს 2017 წლის 8 აპრილს მიუღია სხეულის დაზიანება, რის გამოც იტარებდა მკურნალობას შპს „ჯეოჰოსპიტალში“ 2017 წლის 8 აპრილს. ცხვირის არეში აღენიშნებოდა ჭრილობა, რაც მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
6. დაზარალებული (ბრალდებული) გ------------–---–ის გამოკითხვის ოქმით, რომელიც დაცვის მხარის მიერ უდავოდ არის მიჩნეული და მის მიერ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საბოლოო სიტყვისას მიწოდებული ინფორმაციით ასევე დადასტურებულია, რომ 2017 წლის 8 აპრილს გ------------–---–ი და ვ-------------–---–ი ნაკვეთის საზღვართან დაკავშირებით შეკამათდნენ, რა დროსაც ვ-------------–---–მა თავი დაარტყა ცხვირში გ------------–---–ს, გ------------–---–ს ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა და განიცადა ტკივილი, გ------------–---–ი გაბრაზდა და ვ-------------–---–ს სახეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი.
სასამართლო განმარტავს, რომ სხვაგვარი ძალადობა შეიძლება გამოიხატოს ერთჯერადი ძალმომრეობის აქტში. როგორიც შეიძლება იყოს ხელის ან თავის დარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა, თმების წიწკვნა და სხვა.
ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და მასში მოიაზრება, სხეულის ერთ ან სხვადასხვა მიდამოში ერთდროულად რამდენიმე დარტყმის განხორციელება.
ცემამ და ძალადობამ აუცილებლად უნდა გამოიწვიოს დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვ-------------–---–მა თავი დაარტყა ცხვირში გ------------–---–ს, რა დროსაც გ------------–---–მა მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სამართლებრივი შეფასება
1. ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ------------–---–მა ვ-------------–---–ის მიმართ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით. (2017 წელს მოქმედი რედაქცია)
2. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ვ-------------–---–მა გ------------–---–ის მიმართ ჩაიდინა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
1. გ------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
2. ვ-------------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
გ------------–---–ის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2017 წელს მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ვ-------------–---–ის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირების რესოციალიზაციას.
გ------------–---–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას.
ბრალდებულები წარსულში ნასამართლევები არ არიან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასჯელის გამოყენების მიზნების და ეფექტურობის თვალსაზრისით სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------------–---–ის და ვ-------------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი არ უნდა იყოს ზედმეტად მკაცრი და მათ მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება უზრუნველყოფს სასჯელის გამოყენების მიზნების შესრულებას.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
1. გ------------–---–ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
2. აღნიშნული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განჩინებით ყადაღა დაედო გ------------–---–ის პ/ნ 1---------- სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელიც მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფელ ჩ----–--ში, საკადასტრო კოდი №------------ ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი 2434.00 კვ. მ, ნაკვეთის წინა ნომერი: 5-----------, საბაზრო ღირებულება შეადგენს 3000 ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 1000 (ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს.
3. ვ-------------–---–ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 1000 (ათასი) ლარი.
4. აღნიშნული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 1 მაისის განჩინებით ყადაღა დაედო ვ-------------–---–ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას საკადასტრო კოდით 5-------- - სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) 1721 კვ/მ მიწის ნაკვეთს, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (საერთო ფართი 219,91 კვ.მ), მდებარე გურჯაანის რაიონის სოფელ ჩ----–--ში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ-------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარი.
გ------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2017 წელს მოქმედი რედაქცია) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარი.
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს კახეთის სააღსრულებო ბიუროს. ჯარიმის თანხა შეტანილი იქნეს კახეთის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე.
აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ბრალდებულ ვ-------------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, ვ-------------–---–ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას საკადასტრო კოდით 5-------- - სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) 1721 კვ/მ მიწის ნაკვეთს, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (საერთო ფართი 219,91 კვ.მ), მდებარე გურჯაანის რაიონის სოფელ ჩ----–--ში, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 1 მაისის განჩინებით დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გ------------–---–ის პ/ნ 1---------- სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელიც მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფელ ჩ----–--ში, საკადასტრო კოდი №------------ ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი 2434.00 კვ. მ, ნაკვეთის წინა ნომერი: 5-----------, საბაზრო ღირებულება შეადგენს 3000 ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 1000 (ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განჩინებით დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
მხარეებს უფლება აქვთ განაჩენის გამოტანიდან ერთი თვის ვადაში გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი